საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
„გულითადად ვულოცავ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს წარმატებული არჩევნების ჩატარებას და წინასწარი შედეგების მიხედვით „სამოქალაქო თანხმობის“ პარტიის გამარჯვებას. წარმატებებს გისურვებთ მომავალშიც! მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას სომხეთის ახალ მთავრობასთან“,-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.