ირაკლი ღარიბაშვილი - უმოკლეს დროში შევძელით საუკეთესო ვაქცინების მობილიზება

ირაკლი ღარიბაშვილი - უმოკლეს დროში შევძელით საუკეთესო ვაქცინების მობილიზება

access_time2021-08-11 15:40:00

უმოკლეს დროში შევძელით საუკეთესო ვაქცინების მობილიზება, ეკონომიკა გავხსენით და ყველა პარამეტრით ვუბრუნდებით პანდემიამდელ მდგომარეობას, ახლახანს გამოქვეყნებული Fitch-ის რეიტინგიც ამას მოწმობს, რომ საქართველომ ძალიან სწრაფად მოახდინა ეკონომიკის სწრაფი აღდგენა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, წალკაში „ქართული ოცნების“ წალკის მერობის კანდიდატის ილია საბაძის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.


„უმოკლეს დროში შევძელით საუკეთესო ვაქცინების მობილიზება. ეკონომიკა გავხსენით და ყველა რეიტინგით, პარამეტრით დავუბრუნდით, ვუბრუნდებით პანდემიამდელ მდგომარეობას. სულ ახლახანს გამოქვეყნებული Fitch-ის რეიტინგიც ამას მოწმობს, რომ საქართველომ ძალიან სწრაფად მოახდინა ეკონომიკის სწრაფი აღდგენა. ეხლა, ამდენს რატომ ვლაპარაკობ, დაგღალეთ, უკაცრავად, მაგრამ მე მინდა მოსახლეობას ავუხსნა, რომ ამ ყველაფერს, მეგობრებო, სჭირდება კარგი შენარჩუნება. ერთის მხრივ, ბალანსის დაცვა, ვინაიდან ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას ეხება საქმე, მეორეს მხრივ, ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ძალიან დიდი უმრავლესობა მოქალაქეებისა არიან დასაქმებულები. ადამიანებს სჭირდებათ დასაქმება, ყოველთვიური შემოსავალი. გავიხსენოთ წინა წელი, როცა გამოვკეტეთ სახლებში ადამიანები და შემდეგ 200 ლარები დავურიგეთ. არის ეს საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანმა ნორმალურად შეძლოს ცხოვრება?! რა თქმა უნდა, არა. გვინდა, რომ გავიმეოროთ იგივე?! მე ვფიქრობ, არა. ამიტომ, ჩვენ ეს ოქროს შუალედი უნდა დავიჭიროთ. სიტუაცია მშვიდად და ცივად უნდა ვმართოთ. მე მესმის ჩვენი ექიმების და მათ ვუთანაგრძნობ, მადლობას ვეუბნები მათი გმირობისთვის, ჩვენ ყველანი უნდა დავეხმაროთ ჩვენს ექიმებს, გვერდში დავუდგეთ, შეძლებისდაგვარად, აი იმ ზღვარზე როგორც ვართ ახლა, უნდა ვმართოთ სიტუაცია“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up