ირაკლი ღარიბაშვილი - შავი ზღვის უსაფრთხოების პროცესში ნატო-ს აქტიური ჩართულობა სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს

ირაკლი ღარიბაშვილი - შავი ზღვის უსაფრთხოების პროცესში ნატო-ს აქტიური ჩართულობა სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს

access_time2021-10-07 18:00:00

რეგიონში არსებული ვითარების ფონზე, შავი ზღვის უსაფრთხოების პროცესში ნატო-ს აქტიური ჩართულობა უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ადმირალ რობ ბაუერთან შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



„მთავრობის მეთაურმა ადმირალ ბაუერს ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ ნატოს უმაღლესი სამხედრო ხელისუფლების საქართველოში ვიზიტი საქართველოს ნატოში გაწევრიანების, ქვეყნის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერის მაჩვენებელია.



პრემიერის განცხადებით, საქართველო, როგორც ნატოს მოკავშირე, უსაფრთხოების საერთო პრინციპებისა და ღირებულებების ერთგულია და უერთდება გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მოკავშირეების მიერ გაწეულ ძალისხმევას, რისი დასტურიცაა საქართველოს როლი მტკიცე მხარდაჭერის მისიის დასრულების შემდეგ, ავღანეთიდან ტრანზიტისა და ევაკუაციის ძალისხმევის ხელშეწყობაში.




პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ერთგულია და საერთაშორისო ვალდებულებების სრული დაცვით აგრძელებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას. საუბარი შეეხო თავდაცვის შესაძლებლობების და ალიანსთან თავსებადობის გაძლიერების მიზნით საქართველოში ამბიციური თავდაცვის რეფორმების განხორციელებას, საერთაშორისო პარტნიორებთან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობას და ნატო-სთან პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმების ეფექტურ გამოყენებას. ხაზი გაესვა ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის (JTEC) მნიშვნელობას, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ნატოს სტანდარტებს და მზად არის, მოკავშირეებს მრავალეროვნული სწავლებებისთვის მაღალი სტანდარტების სასწავლო გარემო შესთავაზოს.



მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის სამხედრო მრჩეველი, ბრიგადის გენერალი დატლევ სიმონსი, ნატო-ს საერთაშორისო სამხედრო სამსახურის თანამშრომლობითი უსაფრთხოების სამმართველოს დირექტორი, გენერალ-მაიორი ფრანჩესკო დიელა, საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როსარია პუგლისი, ნატო-ს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი პოლკოვნიკი რუშენ აბიდინოღლუ, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, საქართველოს ელჩი ნატო-ში ვიქტორ დოლიძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და ნატოში საქართველოს სამხედრო წარმომადგენელი, ბრიგადის გენერალი ირაკლი ძნელაძე ესწრებოდნენ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up