ირაკლი ღარიბაშვილი – სასამართლოში რაც ხდებოდა 2012 წლამდე, ეს იყო ნამდვილი ჯოჯოხეთი

ირაკლი ღარიბაშვილი – სასამართლოში რაც ხდებოდა 2012 წლამდე, ეს იყო ნამდვილი ჯოჯოხეთი

access_time2019-04-14 23:27:14

სასამართლოში რაც ხდებოდა 2012 წლამდე, ეს იყო ნამდვილი ჯოჯოხეთი. დღეს არის აბსოლუტურად რადიკალური ვითარება,- ამის შესახებ სასამართლო სისტემაზე საუბრისას, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.


ღარიბაშვილის თქმით, მისთვის მთავარია რას გრძნობს მოქალაქე, როდესაც ის სასამართლოში მიდის და აქვს თუ არა მას სამართლიანობის განცდა.


„მთავარი მიღწევები ჩვენი ხელისუფლების და „ქართული ოცნების“ არის ის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ქვეყანაშ მოიტანა მშვიდობა, სტაბილურობა და რაც მთავარია, თავისუფლება. ეს ყველაფერი არის ძალიან მყარი საფუძველი იმისა, რომ ქვეყანამ დაიწყოს სწრაფი განვითარება. როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში იყო აბსოლუტურად განსხვავებული ატმოსფერო. „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მე პრაქტიკულად არ მახსენდება წელიწადი სიმშვიდის, ეს არ იყო. ეს იყო შიშის და ტერორის წლები. იყო ძალიან მძიმე გარემო. ეს ყველაფერი შევცვალეთ მოსვლის დღიდან. ჩვენ პრაქტიკულად ყველა უწყების ტრანსფორმაცია მოვახდინეთ, მათ შორის, სასამართლოსი. მთავარი პრობლემა ქვეყანაში მგონია, რომ არის უმუშევრობა, სიღარიბე, ოკუპირებული ტერიტორიები, ეს არის რადიკალური პოლიტიკური გარემო, რომელშიც გვიწევს მოღვაწეობა და დესტრუქციული ოპოზიცია“,- აღნიშნა ღარიბაშილმა.


მისივე თქმით, „ჭკვიანური და მუდმივი პროპაგანდის მეშვეობით ადამიანს შეიძლება მოაჩვენო ჯოჯოხეთი სამოთხედ და პირიქით, სამოთხე ჯოჯოხეთად“.



„სასამართლოში რაც ხდებოდა 2012 წლამდე, ეს იყო ნამდვილი ჯოჯოხეთი. დღეს არის აბსოლუტურად რადიკალური ვითარება. ჩემთვის მთავარია როგორი განცდა აქვთ მოქალაქეებს, რომლებიც მიდიან სასამართლოში, ის გრძობს თუ არა თავს დაცულად, მას ვინმე ხომ არ ჩაგრავს და იქიდან რა გადაწყვეტილებით გამოდის, ეს არის მთავარი და არა ის, რომელი მოსამართლე, თუნდაც ყოფილი ხელისუფლების მხრიდან გადმოჰყვა ჩვენს ხელისუფლებას და რომელი ემსახურება სახელმწიფოს და ხალხს. სასამართლოში ჩვენს ხელისუფლებას აქვს აბსოლუტურად დალაგებული სიტუაცია და ვითარება. მთავარი პრინციპია ჩვენი რომ მოქალაქეს ჰქონდეს სამართლიანობის განცდა“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.


ipn.ge





აშშ-მ თურქეთი წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაიწყო

აშშ-მ თურქეთი წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაიწყო
access_time2019-07-22 20:00:40
“ვაშინგტონმა აუკრძალა ანკარას მონაწილეობა გამანადგურებლის F-35-ის შექმნის და წარმოების პროგრამაში. ამის მიზეზია თურქეთის მიერ რუსული საზენიტო კომპლექსების ს-400-ის ყიდვა,“  - ნათქვამია თეთრი სახლის ოფიციალური განცხადებაში. დოკუმენტში წერია, რომ ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების გამოყენება რუსულ სადაზვერვო ტექნიკასთან გვერდით დაუშვებელია, რადგანაც ამ ტექნიკის ერთ-ერთი ამოცანა არის სწორედ F-35-ს საბრძოლო მახასიათებლებზე ინფორმაციის...

“ავერსი“ ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე გამხმარი ფიჭვების მოჭრას სექტემბერში დაიწყებს - რა ჯიშის ხეებით ჩანაცვლდება “ელდარის ფიჭვები“

“ავერსი“ ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე გამხმარი ფიჭვების მოჭრას სექტემბერში დაიწყებს - რა ჯიშის ხეებით ჩანაცვლდება “ელდარის ფიჭვები“
access_time2019-07-22 19:00:11
ყაზბეგის გამზირზე, ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ორი წლის წინ დაავადებული და გამხმარი ფიჭვების მოჭრა სექტემბერში დაიწყება და მათ ადგილას როგორც წიწოვანი, ასევე ფოთლოვანი ხეები დაირგვება.  ამის შესახებ “კომერსანტს“  „ავერსი-ფარმას“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ განუცხადა.   როგორც ირაკლი ფურცელაძე ამბობს,  საავადმყოფოს ტერიტორიაზე ფიჭვების დაავადების შესახებ დაახლოებით...

თემურ ჭყონია: „თუ ეროვნული ბანკი არ ერევა ლარის გამყარებაში, მაშინ მისი ფუნქცია უნდა გადაიხედოს„

თემურ ჭყონია:  „თუ ეროვნული ბანკი არ ერევა ლარის გამყარებაში,  მაშინ მისი ფუნქცია უნდა გადაიხედოს„
access_time2019-07-22 16:30:05
ბიზნესმენი, „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი თემურ ჭყონია ლარის  არასტაბილურობის გამო,  ეროვნული ბანკის ფუნქციების გადახედვის საჭიროებას ხედავს. მისი განმარტებით, ლარის არასტაბილურობა ქვეყნის ეკონომიკის განმსაზღვრელია და არამარტო ბიზნესის. გარდა ამისა, არასტაბილური  ლარი მოქმედებს ყველაფერზე, მათ შორის ბიზნესზე, რადგან ქვეყანაში ყველაფერი სწორედ ბიზნესისგან...

ბანკებს მოგება თითქმის გაუნახევრდათ

ბანკებს მოგება თითქმის გაუნახევრდათ
access_time2019-07-22 15:00:41
2019 წლის ივნისში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 33,993 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით, 29,991 მლნ ლარით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13,940 მლნ ლარით ნაკლებია. კერძოდ, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის ივნისში ბანკების წმინდა მოგება/ზარალი 47,933 მლნ ლარი, ხოლო 2019 წლის მაისში - 63,984 მლნ იყო. ამასთან, მიმდინარე წლის ივნისში, ბანკების შემოსავლებმა 345,001 მილიონი ლარი,...

რატომ ურჩევს სებ-ი ბიზნესებს ფორვარდული გარიგებების დადებას

რატომ ურჩევს სებ-ი ბიზნესებს ფორვარდული გარიგებების დადებას
access_time2019-07-22 14:37:52
ქართული ბიზნესები მუდმივ რეჟიმში ცდილობენ, რომ საკუთარი სავალუტო რისკები მინიმუმამდე შეამცირონ. იმის გამო, რომ საქართველოში გაყიდული საქონლის ნახევარზე მეტი არის იმპორტირებული, საქონლის რეალიზაცია კი, ეროვნულ ვალუტაში ხდება, ბიზნესი ბუნებრივად სავალუტო რისკის წინაშე დგება. ლარის მერყეობის ზრდასთან ერთად ამ ბიზნესებისთვის ოპერირება გართულდა. მოიმატა გაურკვევლობამ იმის შესახებ, თუ რა უნდა იყოს იმპორტირებული პროდუქციის სარეალიზაციო ფასი და სადამდე შეიძლება ის...


მსგავსი სიახლეები

up