ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოში პრიორიტეტად მივიჩნევთ განათლების სისტემის მხარდაჭერას  სტუდენტებისთვის ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე

ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოში პრიორიტეტად მივიჩნევთ განათლების სისტემის მხარდაჭერას სტუდენტებისთვის ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე

access_time2022-09-20 14:00:00

საქართველოში პრიორიტეტად მივიჩნევთ განათლების სისტემის მხარდაჭერას სტუდენტებისთვის ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც მიმდინარე რუსულმა ოკუპაციამ ხელყო ყოველდღიური ცხოვრების ბევრი ასპექტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში გამართულ განათლების გარდაქმნის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


მთავრობის მეთაურის თქმით, ქართულ სკოლებში წარმატებით ჩაირიცხა 1500-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე, რომლებიც რუსული აგრესიის გამო იძულებული გახდნენ გამოქცეულიყვნენ.


„განათლების სფეროში არსებული გლობალური გამოწვევები კვლავ ხელმისაწვდომობასა და თანასწორობას უკავშირდება, რისგანაც საქართველო არ არის დაცული. უნდა ვეცადოთ ციფრული წყვეტის ამოვსებას და ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ცენტრიდან მოშორებულ რეგიონებში მდებარე სკოლებში, სოციალურად დაუცველ თემებში, შშმ პირებში, ეთნიკურ უმცირესობებში, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებში.



ჩვენმა ქვეყანამ, ისევე როგორც ბევრმა სხვამ, რომლის წარმომადგენლებსაც ამ დარბაზში ვხედავ, თავად იხილა იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების სირთულეები. ვიცით, რომ ამ თემების კომპლექსურ საჭიროებებს შორის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და სტუდენტებისთვის ყოვლისმომცველი მხარდაჭერის მიწოდება გადამწყვეტია. საგანმანათლებლო სფეროში უწყვეტმა ძალისხმევამ შეიძლება უზრუნველყოს ნორმალურობის განცდა კრიზისის დროს და საერთაშორისო საზოგადოების წევრები იმ ინსტრუმენტებით აღჭურვოს, რომლებიც მათ წარმატების მისაღწევად დასჭირდებათ.


საქართველოში პრიორიტეტად მივიჩნევთ განათლების სისტემის მხარდაჭერას სტუდენტებისთვის ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც მიმდინარე რუსულმა ოკუპაციამ ხელყო ყოველდღიური ცხოვრების ბევრი ასპექტი. გარდა ამისა, ქართულ სკოლებში წარმატებით ჩავრიცხეთ 1500-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე, რომლებიც რუსული აგრესიის გამო იძულებული გახდნენ გამოქცეულიყვნენ. ამისათვის, სკოლებში ჩამოვაყალიბეთ ჩარიცხვის გამარტივებული პროცედურები და, კვალიფიციური სპეციალისტების დახმარებით, ზოგად განათლებას უკრაინულ ენაზე ვახორციელებთ სტანდარტული უკრაინული სასწავლო გეგმების მიხედვით. გარდა ამისა, უკრაინელ სტუდენტებს, რომლებიც უმაღლეს განათლებას აგრძელებენ საქართველოში, უკვე შეუძლიათ ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხონ სასწავლებლებში“, - განაცხადა პრემიერმა.







წელს მსოფლიო ტურიზმი 65%-ით აღდგება - UNWTO

წელს მსოფლიო ტურიზმი 65%-ით აღდგება - UNWTO
access_time2022-11-29 23:55:13
ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის (UNWTO) პროგნოზით, საერთაშორისო ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელი წელს 65% იქნება. ორგანიზაციის ინფორმაციით, იანვარ-სექტემბერში 700 მლნ ტურისმტმა იმოგზაურა მთელ მსოფლიოში, რაც წლიურად 133%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო 2019 წლის შესაბამისი პერიოდის 63%-ს შეადგენს. აღდგენის ეს მაჩვენებელი გამოწვეულია მოგზაურობაზე მაღალი მოთხოვნითა და „კოვიდის“ გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებით. საანგარიშო პერიოდში რეგიონში...

2022 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტების ვინაობა ცნობილია

2022 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტების ვინაობა ცნობილია
access_time2022-11-29 21:55:59
2022 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მთავარი პრიზი - აშშ-ში ნასას საზაფხულო ბანაკში გამგზავრება, გუნდმა “LIGGA“-მ პროექტით „რადიაციის კვლევის, მონიტორინგისა და უსაფრთხოების სისტემა“ მოიპოვა. გუნდის მიერ შექმნილიპროექტის საშუალებით, შესაძლებელია ოთახებსა და შენობებში რადიაციის დონის კონტროლი და რადიაციის გავრცელების არეალის განსაზღვრა. გამარჯვებული გუნდის წევრები გაემგზავრებიან აშშ-ში და მონაწილეობას მიიღებენ NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში....

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი
access_time2022-11-29 20:55:28
ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბუქარესტში გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები გამოხატავენ მტკიცე ერთგულებას ალიანსის ღია კარის პოლიტიკისადმი. „დასავლეთ ბალკანეთის და შავი ზღვის რეგიონებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ალიანსისთვის. ჩვენ მივესალმებით ჩვენს შეხვედრას ნატო-ს პარტნიორების, ბოსნია და...

ეკონომიკის ორნიშნა ზრდას და ლარის სიმყარეს მხოლოდ რუსეთის ეფექტს ვერ დავაბრალებთ - ვახტანგ ჭარაია

ეკონომიკის ორნიშნა ზრდას და ლარის სიმყარეს მხოლოდ რუსეთის ეფექტს ვერ დავაბრალებთ - ვახტანგ ჭარაია
access_time2022-11-29 21:30:15
ეკონომიკის ორნიშნა ზრდა და ლარის სიმყარეს მხოლოდ რუსეთის ეფექტს ვერ დავაბრალებთ, -ამის შესახებ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანმა, პროფესორმა ვახგანგ ჭარაიამ, გიორგი აბაშიშვილის საავტორო გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი“ განაცხადა. მისი თქმით, გლობალურმა თუ ეკონომიკურმა ცვლილებებმა საქართველოზე გარკვეული პოზიტიური ეფექტი იქონია, მაგრამ საქართველო ამისთვის წლების განმავლობაში ემზადებოდა და ბევრი...

კომპანია Starlink-მა უკრაინის მაცხოვრებლებს ინტერნეტის ტარიფი გაუზარდა

კომპანია Starlink-მა უკრაინის მაცხოვრებლებს ინტერნეტის ტარიფი გაუზარდა
access_time2022-11-29 20:30:44
კომპანია Starlink-მა ინტერნეტის ტარიფი გაუზარდა უკრაინის მაცხოვრებლებს. კომპანიამ აბონენტებისთვის შესაბამისი წერილების დაგზავნა დაიწყო. 29 დეკემბრიდან სატელიტური ინტერნეტი კერძო პირებისთვის თვეში 60 დოლარიდან გაიზრდება 75 დოლარამდე. როგორც „ტელეგრამში“ წერს Инсайдер UA, Starlink-ის ტერმინალისა და ანტენის ფასი გაიზრდება და 500 დოლარის ნაცვლად 700 დოლარი ეღირება. ომის დაწყებიდან ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა უკრაინას Starlink-ის დაახლოებით 20...


მსგავსი სიახლეები

up