ირაკლი ღარიბაშვილი - სამხედროების დაფასების პოლიტიკის ფარგლებში გაიზარდა ხელფასები, გაძლიერდა სამხედროების კვებითი, ჯანდაცვის, განათლების, აღჭურვილობის და სხვა მიმართულებები

ირაკლი ღარიბაშვილი - სამხედროების დაფასების პოლიტიკის ფარგლებში გაიზარდა ხელფასები, გაძლიერდა სამხედროების კვებითი, ჯანდაცვის, განათლების, აღჭურვილობის და სხვა მიმართულებები

access_time2021-06-25 16:20:00

სამხედროების დაფასების პოლიტიკის ფარგლებში გაიზარდა ხელფასები, გაძლიერდა სამხედროების კვებითი, ჯანდაცვის, განათლების, აღჭურვილობის და სხვა მიმართულებები - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.


მისი თქმით, პირველად ჩვენი ჯარის ისტორიაში თავდაცვის ძალებს გადაეცა საქართველოში წარმოებული 40-მდე ჯავშანმანქანა და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.


„გრძელდება რეფორმები ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და ტოტალური თავდაცვის განსამტკიცებლად. ნატოსთან თავსებადობის გაზრდის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების და სამხედრო მოსამსახურეების დაფასების მიზნით გადაიდგა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი.აქტიურად ხორციელდება ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი. აშშ-სთან თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ ისტორიული მნიშვნელობის პროგრამას -GDRP-ს.


გამოიცა თავდაცვის ძალების სამოქმედო გეგმა 2020-2030, რომელიც განსაზღვრავს შემდეგ ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებს: ჯავშანსაწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, დაზვერვის და საინჟინრო შესაძლებლობების განვითარება.



შევიძინეთ და ახლო მომავალში დამატებით შევისყიდით თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებს „ჯაველინებს“.


უმოკლეს ვადებში ქართული სამხედრო ავიაციის პრაქტიკულად ნულიდან აღდგენა შევძელით. წარმატებით მიმდინარეობს ჰაერსაწინააღმდეგო მიმართულების განვითარება, ნატოს სტანდარტების M4-ის ტიპის შაშხანებით და თანამედროვე ტყვიამფრქვევებით, ყუმბარმტყორცნებით და სხვა საშუალებებით ჯარის აღჭურვა. დავიწყეთ ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარება. პირველად ჩვენი ჯარის ისტორიაში თავდაცვის ძალებს გადაეცა საქართველოში წარმოებული 40-მდე ჯავშანმანქანა და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. შეიარაღების ეფექტურად წარმოებისთვის აქტიურად ვიყენებთ ჩვენს საწარმო დელტას, რომ ერთობლივი საწარმოების ფარგლებში მივიღოთ სტრატეგიით გათვალისწინებული პროდუქცია.


ცენტრ „დელტას“ ბაზაზე აქტიურად იქმნება სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციაც. უკვე ფუნქციონირებს დელტა-ტექსტილი. ამჟამად ვმუშაობთ საბჭოთა მოძველებული ტექნიკის სრულად ჩანაცვლებაზე, განახლებაზე. 500 ერთეული თანამედროვე ბრენდების სპეცტექნიკა უკვე შეძენილია და თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურა უახლოეს მომავალში სრულად გაუთანაბრდება ნატოს სტანდარტებს.


სამხედროების დაფასების პოლიტიკის ფარგლებში გაიზარდა ხელფასები, გაძლიერდა სამხედროების კვებითი, ჯანდაცვის, განათლების, აღჭურვილობის და სხვა მიმართულებები“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.





ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-30 21:00:51
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ივნისშიც გაგრძელდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გრძელდება. ივნისში მშპ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18.7%-ით გაიზარდა.   2. ქართული არქიტექტურული პროექტი...

საქართველოში დიპლომიანი მოქალაქეების 32 - 38 % უმუშევარია

საქართველოში დიპლომიანი მოქალაქეების 32 - 38 % უმუშევარია
access_time2021-07-31 11:00:30
დღემდე საქართველოს ეკონომიკისთვის უმუშევრობა მნიშვნელოვან პრობლემად რჩება, ხოლო საზოგადოებისთვის მთავარ გამოწვევად. წლების მანძილზე, სხვადასხვა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა აჩვენებს, რომ ეროვნულ დონეზე მთავარ პრიორიტეტად სამუშაო ადგილები სახელდება. 2020 წელს,  NDI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 46%-ისთვის მთავარი პრობლემას, კვლავ უმუშევრობა წარმოადგენდა.   2017-2020 წლებში საქართველოში უმუშევრობის ტენდენციებსა და COVID-19-ისგან გამოწვეული...

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება
access_time2021-07-30 17:00:16
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იურიდიულ პირებს შეგახსენებს, რომ გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე წლის 17 მაისის მდგომარეობით წარმოშობილი, აღიარებული ან არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებლობა ეძლევა, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა-საურავები.  დღეის მონაცემებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, ...

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება
access_time2021-07-30 16:00:51
თბილისში სპორტული მედიცინის ცენტრის მშენებლობა იგეგმება, - ამის შესახებ jandacva.ge-ს სპორტული მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა ხათუნა საგანელიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი სპორტული რეაბილიტაციის ცენტრს ააშენებს. მისი ინფორმაციით, დაწყებულია კონკრეტული მოლაპარაკებები სპორტული მედიცინის ცენტრების მშენებლობაზე, აღჭურვაზე, ექიმების და რეაბილიტოგების გადამზადებაზე. საგანელიძის განმარტებით, ამისთვის საჭიროა საკმაოდ დიდი...


მსგავსი სიახლეები

up