ირაკლი ღარიბაშვილი - სააკაშვილის მმართველობა არ და ვერ დაბრუნდება ვერსად, არათუ ქვეყანაში, ვერც ერთ მუნიციპალიტეტში, ხალხი ბრძენია და ყოველთვის გააკეთებს სწორ არჩევანს

ირაკლი ღარიბაშვილი - სააკაშვილის მმართველობა არ და ვერ დაბრუნდება ვერსად, არათუ ქვეყანაში, ვერც ერთ მუნიციპალიტეტში, ხალხი ბრძენია და ყოველთვის გააკეთებს სწორ არჩევანს

access_time2021-10-21 15:10:45

ჩვენ არჩევნებს ჩავატარებთ გამჭვირვალედ, მშვიდ, კონკურენტულ ვითარებაში, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს ჩვენ დღეს ვიმყოფებოდით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, შევხვდით ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს, შტაბთან გავმართეთ შეხვედრა, ძალიან ძლიერი განწყობაა, რა თქმა უნდა, ვემზადებით გამარჯვებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ჩხოროწყუში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ჩხოროწყუში მეორე ტური დაინიშნა და მმართველი გუნდის ღირსეული კანდიდატი დავით გოგუა ღირსეულად გაიმარჯვებს.

„ჩვენ გვყავს უწესიერესი კაცი, რომელიც რვა წელი ემსახურა ჩხოროწყუს, ჩხოროწყუელებს და მჯერა, იგი გააგრძელებს ძალიან ღირსეულად თავისი მუნიციპალიტეტისა და მოსახლეობის ღირსეულად მსახურებას. მას უპირისპირდება ყველაზე კრიმინალური, მძიმე დანაშაულების ჩამდენი ორგანიზაციის წარმომადგენელი. მინდა, ჩვენს მოსახლეობას შევახსენო და განსაკუთრებით სამეგრელოში, კარგად გახსოვთ, რა ვითარებაში უწევდა ჩვენს მოსახლეობას ყოველდღიური ცხოვრება სააკაშვილის მმართველობის დროს. მისი წარმომადგენლების, ახალაიების, ქარდავების, კოდუების თუ სხვა სადისტების მმართველობის პერიოდი ჩვენ კარგად გვახსოვს, ახსოვს ყველა მეგრელს, სამეგრელოს ყველა მკვიდრს. სააკაშვილის მმართველობა არ დაბრუნდება და ვერ დაბრუნდება ვერსად, არათუ ქვეყანაში, არამედ ვერც ერთ მუნიციპალიტეტში, რადგან ჩვენი მოსახლეობა, ხალხი არის ბრძენი და ყოველთვის გააკეთებს სწორ არჩევანს. ჩვენ ამ არჩევნებს ჩავატარებთ მაქსიმალურად გამჭვირვალედ, მშვიდ, კონკურენტულ ვითარებაში, რათა არც ერთი კითხვა არ დარჩეს არც ერთ დამკვირვებელს და არც ერთი კითხვა არ დაისვას ზოგადად. ეს არის ჩვენი მოტივაცია და ამ ყველაფერს ძალიან მაღალ დონეზე ჩავატარებთ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up