ქართული კულტურის განვითარებაში ფასდაუდებელი წვლილის აღსანიშნავად, მთავრობის გადაწყვეტილებით, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
„სულ ახლახან მივაბარეთ მიწას ჩვენი დიდი ქართველი მუსიკოსი, ბატონი ანზორ ერქომაიშვილი. ქართული კულტურის განვითარებაში ფასდაუდებელი წვლილის აღსანიშნავად, მთავრობის გადაწყვეტილებით, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.