ირაკლი ღარიბაშვილი - პანდემიასთან ბრძოლაში ჩართული სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება გაიზარდა 50%-ით; გაიზარდა სასწრაფო დახმარების პერსონალისა და სოფლის ექიმების ხელფასიც

ირაკლი ღარიბაშვილი - პანდემიასთან ბრძოლაში ჩართული სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება გაიზარდა 50%-ით; გაიზარდა სასწრაფო დახმარების პერსონალისა და სოფლის ექიმების ხელფასიც

access_time2021-06-25 17:00:00

პანდემიასთან ბრძოლაში ჩართული სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება გაიზარდა 50%-ით; გაიზარდა სასწრაფო დახმარების პერსონალისა და სოფლის ექიმების ხელფასიც-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 57 ახალი ადმინისტრაციული შენობა აშენდა, 5-ის მშენებლობა კი მიმდინარეობს.

„დღეს ჩვენი ჯანდაცვის სისტემის პრიორიტეტია პანდემიის მართვა. დავაჩქარეთ სახელმწიფო სტაციონარული დაწესებულებების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა. სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის მუშაობამ დაგვარწმუნა, რომ ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის არსებითია სახელმწიფოს გააჩნდეს სამედიცინო მომსახურების მიწოდების საკუთარი რესურსი.

ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 57 ახალი ადმინისტრაციული შენობა აშენდა, 5-ის მშენებლობა კი მიმდინარეობს.

სოციალური დაცვის მდგრადი, სამართლიანი და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებისთვის იწყება „სოციალურ კოდექსზე“ მუშაობა, რომლის მიზანია სოციალური, ჯანდაცვის და სადაზღვევო სფეროთა რეფორმა.


დღეს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის COVID-19-ის მკურნალობასთან დაკავშირებული ყველა სამედიცინო მომსახურება უფასოა.

პანდემიასთან ბრძოლაში ჩართული სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება გაიზარდა 50%-ით; გაიზარდა სასწრაფო დახმარების პერსონალისა და სოფლის ექიმების ხელფასიც. ტუბერკულოზის მართვის პროგრამის ფარგლებში სამედიცინო პერსონალის ხელფასი 30%-ით გაიზარდა. ყოველწლიურად იზრდება ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დაფინანსება. ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის წლიურად ასანაზღაურებელი თანხა გაიზარდა 8 000 ლარით. კერძოდ, საბაზისო, მიზნობრივი და ვეტერანის პაკეტით მოსარგებლეებს შესაძლებლობა აქვთ 12 000-ის ნაცვლად 20 000 ლარის ღირებულების სამედიცინო სერვისი მიიღონ. ასაკობრივი პაკეტის მოსარგებლეებისთვის პროგრამით განსაზღვრული თანხა 15 000-დან 23 000 ლარამდე გაიზარდა.

საქართველო ინარჩუნებს პროგრესს აივ ინფექციის / შიდსის, ტუბერკულოზისა და С ვირუსული ჰეპატიტის პრევენციასა და მკურნალობაში“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება
access_time2021-07-31 12:00:02
საქართველოს ისედაც თითქმის უმოქმედო საფონდო ბირჟა 2021 წელს მთლიანად გაჩერდა. თებერვლის შემდეგ 1 გარიგებაც კი არ შემდგარა. 7 თვის განმავლობაში კი ყველა გარიგების ჯამმა 2453 ლარი შეადგინა, რაც იმდენად ცოტაა, რომ შეიზლება 0-დაც ჩაითვალოს. 2021 წლის ივლისში საქართველოს საფონდო ბირჟის ვებგვერდზე ზოგადი ინფორმაციის ველში წერია, რომ 1-ლი ივლისის მდგომარეობით ბირჟაზე სულ 26 კომპანიის აქციები იყო განთავსებული, რომელთა კაპიტალიზაცია $754 მლრდ-ს აღწევდა, მაგრამ ივნისში დღიური...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-30 21:00:51
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ივნისშიც გაგრძელდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გრძელდება. ივნისში მშპ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18.7%-ით გაიზარდა.   2. ქართული არქიტექტურული პროექტი...

საქართველოში დიპლომიანი მოქალაქეების 32 - 38 % უმუშევარია

საქართველოში დიპლომიანი მოქალაქეების 32 - 38 % უმუშევარია
access_time2021-07-31 11:00:30
დღემდე საქართველოს ეკონომიკისთვის უმუშევრობა მნიშვნელოვან პრობლემად რჩება, ხოლო საზოგადოებისთვის მთავარ გამოწვევად. წლების მანძილზე, სხვადასხვა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა აჩვენებს, რომ ეროვნულ დონეზე მთავარ პრიორიტეტად სამუშაო ადგილები სახელდება. 2020 წელს,  NDI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 46%-ისთვის მთავარი პრობლემას, კვლავ უმუშევრობა წარმოადგენდა.   2017-2020 წლებში საქართველოში უმუშევრობის ტენდენციებსა და COVID-19-ისგან გამოწვეული...

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება
access_time2021-07-30 17:00:16
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იურიდიულ პირებს შეგახსენებს, რომ გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე წლის 17 მაისის მდგომარეობით წარმოშობილი, აღიარებული ან არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებლობა ეძლევა, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა-საურავები.  დღეის მონაცემებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, ...


მსგავსი სიახლეები

up