ოქტომბრის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არის 7%-მდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
პრემიერის თქმით, ეს უპრეცედენტო ზრდაა არა თუ რეგიონში, არამედ მთელს ევროპაში.
„წინასწარ მინდა გითხრათ, რომ ოქტომბრის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არის 7%-მდე, რაც ჯამში 10 თვეში 10,5% გამოდის. ეს მართლაც უნიკალური, უპრეცედენტო ზრდაა მთელს რეგიონში და არა თუ რეგიონში, მთელს ევროპაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ორშაბათის სხდომაზე.