ირაკლი ღარიბაშვილი - ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილს თუ ეყოფა გამბედაობა, გონიერება და სახელმწიფოებრივი აზროვნება, ჩვენი გუნდი მიესალმება მათთან დიალოგს

ირაკლი ღარიბაშვილი - ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილს თუ ეყოფა გამბედაობა, გონიერება და სახელმწიფოებრივი აზროვნება, ჩვენი გუნდი მიესალმება მათთან დიალოგს

access_time2021-02-22 13:50:00

ჩვენი პოლიტიკური პოზიციები შეიძლება, ვერასდროს დაუახლოვდეს ერთმანეთს და ღმერთმა დაიფაროს, დაუახლოვდეს მათ პოზიციებს, მაგრამ ჯანსაღი ოპონირება, სამუშაო რეჟიმში დისკუსია იმედი მაქვს, დაგვეხმარება მათ დახვეწაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.



ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თუ ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილს ეყოფა ძალა და გამბედაობა, გონიერება და სახელმწიფოებრივი აზროვნება, ხელისუფლება მხოლოდ მიესალმება მათთან დიალოგს.



„ის, რაც ხდება დღევანდელ პარლამენტში, არის აბსოლუტურად მიუღებელი. ფაქტი, რომ დღეს ჩვენი ოპოზიციად წოდებული დესტრუქციული ძალა არ შემოდის საქართველოს პარლამენტში, არის აბსოლუტურად მიზანმიმართული საბოტაჟი ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. მინდა, მათ მივმართო. ვიცი, რომ არ შეიძლება, არსებობდეს იმაზე მეტი საფუძველი კონსენსუსისთვის, ვიდრე ჩვენი ქვეყნის მომავალია. ჩვენი პოლიტიკური პოზიციები შეიძლება, ვერასდროს დაუახლოვდეს ერთმანეთს და ღმერთმა დაიფაროს, დაუახლოვდეს მათ პოზიციებს, მაგრამ ჯანსაღი ოპონირება, სამუშაო რეჟიმში დისკუსია იმედი მაქვს, დაგვეხმარება მათ დახვეწაში. მერწმუნეთ, რომ ხალხს ნაკლებად აინტერესებს მაგალითად, საარჩევნო კოდექსის რაღაც გარკვეული დეტალები, თუ რა გზით მოხვდებიან ადამიანები პარლამენტში, თუკი ამ შენობიდან, ტრიბუნიდან არ ისმის მათი სათქმელი.




მინდა, ასევე ვთქვა, ჩვენი ხალხის დაკვეთა არის მათი რეალური, კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტა. ახლა გვჭირდება ერთიანობა და არა პოლიტიკური პროგრამის, არამედ საზოგადოების, ჩვენი ხალხის ინტერესების გარშემო გაერთიანება. რაც ხდება დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან, საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ დესტრუქციულ კამპანიას ვგულისხმობ, თავიანთი პარტიული ტელევიზიების პროპაგანდით, შეიძლება, ცოტა ხნით მოატყუო ადამიანები, ნათქვამია, რომ მრავალგზის განმეორებული სიცრუე ხანდახან ხდება სიმართლე, მაგრამ ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ შესაძლებლობასაც გამოვართმევთ ხელიდან, ვინაიდან ჩვენ ამ ყველა სიცრუეს დავუპირისპირებთ სიმართლეს. თუ ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილს ეყოფა ძალა და გამბედაობა, გონიერება და სახელმწიფოებრივი აზროვნება ასეთი შრომისთვის, მე ამას მხოლოდ მივესალმები, ჩვენი გუნდი მიესალმება მათთან დიალოგს. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ იმ რადიკალურ ფრთას, რომელიც პირდაპირ სახელმწიფოს დისკრედიტაციასა და სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევას ცდილობს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.



1tv.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up