ირაკლი ღარიბაშვილი - ონლაინ-კაზინოებში თამაშობენ 2-3-5-10 ლარით, 100 ლარით, პენსიას ან სოციალურ დახმარებებს იყენებენ და 1,5 მილიარდი ლარი გაჭირვებული მოსახლეობიდან მიედინება ონლაინ-კაზინოების ანგარიშებზე

ირაკლი ღარიბაშვილი - ონლაინ-კაზინოებში თამაშობენ 2-3-5-10 ლარით, 100 ლარით, პენსიას ან სოციალურ დახმარებებს იყენებენ და 1,5 მილიარდი ლარი გაჭირვებული მოსახლეობიდან მიედინება ონლაინ-კაზინოების ანგარიშებზე

access_time2021-11-24 00:10:00

დაახლოებით 2-3 წლის წინ შეიქმნა დასაქმების სააგენტო და მინდა, ახალი ინიციატივები, მათ შორის დასაქმების საკითხები, პოლიტიკა და მთელი ეს, მათ შორის პრაქტიკული საკითხები ამ სააგენტოს ფუნქციებში შევიტანო და ის იყოს დასაქმების საკითხების მთავარი მაკოორდინირებელი ორგანო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დასაქმება მთლიანობაში საბოლოო ჯამში მთავრობის პასუხისმგებლობაა, თუმცა დასაქმების სააგენტო აღიჭურვება შესაბამისი ფუნქციებით და ის გახდება მთავარი მაკოორდინირებელი და მთელი პროცესის მთავარი მენეჯმენტ-ორგანო.

„უმუშევრობა, სიღარიბე არის მთავარი გამოწვევა. სიღარიბის მაჩვენებელი ჯერ კიდევ ძალიან მაღალია, თუმცა, თუ შევადარებთ, არ მინდა, შედარება შედარებისთვის გავაკეთო და წინა ხელისუფლებას შევედაროთ, მაგრამ 2012 წლიდან მოყოლებული, სიღარიბის მაჩვენებელი მკვეთრად არის შემცირებული. ძალიან მარტივად არის შესაძლებელი ამის გადამოწმება. დაახლოებით 400 ათასი ადამიანის სიღარიბიდან ამოსვლა მოხერხდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. ჯერ კიდევ ძალიან მაღალია სიღარიბის მაჩვენებელი ქვეყანაში - 21%, რაც დიდი გამოწვევაა ჩვენი მთავრობისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და უმუშევრობის დონე საკმაოდ მაღალია - 19-20%. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს იდეა წარმატებით განხორციელდეს, ვგულისხმობ - public work-ის იდეის განხორციელებას, 300 ათას სამუშაო ადგილს შევქმნით და რეალურად ამ ადამიანების მენტალიტეტი შეიცვლება, განწყობა შეიცვლება, მეტი შემოსავალი გაუჩნდებათ და მათი ეკონომიკური აქტივობა იქნება თუ სხვა დაბრუნდება ქვეყანაში. რამდენად ტრაგიკული ვითარება გვაქვს, რომ ერთის მხრივ სახელმწიფომ ამ ადამიანებს ბორკილები დაადო და ეუბნება, შენ არ გატოკდე, არ გაბედო, რომ სხვა სამსახური იშოვო. თუ იშოვი უფრო მეტ ფულს, მე ამ ფულს ჩამოგაჭრი და ამიტომ ის დაკომპლექსებულია, შეშინებულია და დემოტივირებულია, დაკარგული აქვს მოტივაცია, იმედი, დეპრესიაშია და ეს საშინელი განწყობა რა თქმა უნდა მთელს ქვეყანას არის გადადებული“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობას აქვს ინფორმაცია, რომ ამ ადამიანების უმრავლესობა და არა მხოლოდ ისინი, არამედ ბევრი სხვაც, ჩართული არიან ონლაინ-კაზინოებში.


„მე შემთხვევით არ მიხსენებია ეს საკითხი. კომპლექსურად, საერთო სურათი დავინახეთ და სწორედ ამ გამოწვევებზე საპასუხოდ გამოვედი ამ ინიციატივებით. ონლაინ-კაზინოებში თამაშობენ 2-3-5-10 ლარით, 100 ლარით, პენსიას ან სოციალურ დახმარებებს იყენებენ და წარმოიდგინეთ, 1,5 მილიარდი ლარი იხარჯება და რეალურად მისი დიდი ნაწილი გადის ქვეყნის გარეთ. ეს კატასტროფაა. წარმოგიდგენიათ, რომ ეს 1,5 მილიარდი ლარი ისევ ამ გაჭირვებული ფენიდან, გაჭირვებული მოსახლეობიდან, თუნდაც სოციალურად დაუცველებისა და პენსიონერებისგან მიედინება ონლაინ-კაზინოების ანგარიშებზე. მე უცხოური კომპანიების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ინფორმაციისთვის მინდა ვთქვა, რომ მათი უმეტესობა უცხოური კომპანიაა, ერთი თუ ორია დარჩენილი და ისინიც უკვე ყიდიან და გადიან ამ ბიზნესიდან, ეს არ არის საინტერესო. რა თქმა უნდა, ამ გაჭირვებული ხალხის ფული, 1,5 მილიარდი ლარი მთლიანად მიედინება ამ კომპანიების ანგარიშებზე, დიდი უმეტესობა უცხოეთში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up