ირაკლი ღარიბაშვილი - მთელი გენერაციის 40% მოდის ენგურჰესზე, აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს აქვს ჯერ კიდევ წუხილი და განცდა ჰესების მიმართ, მე მინდა მათ შევახსენო, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ჰესს და არა მხოლოდ ამ ჰესს

ირაკლი ღარიბაშვილი - მთელი გენერაციის 40% მოდის ენგურჰესზე, აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს აქვს ჯერ კიდევ წუხილი და განცდა ჰესების მიმართ, მე მინდა მათ შევახსენო, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ჰესს და არა მხოლოდ ამ ჰესს

access_time2021-03-29 13:20:00

მთელი გენერაციის 40% მოდის ენგურჰესზე, აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს აქვს ჯერ კიდევ წუხილი და განცდა ჰესების მიმართ, მე მინდა მათ შევახსენო, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ჰესს და არა მხოლოდ ამ ჰესს, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ენგურჰესზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობის შემდეგ, მედიასთან განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ენგურჰესზე ასეთი მასშტაბური სამუშაოები 20 წელზე მეტია, არ ჩატარებულა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ენგურჰესს დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისთვის.


„დღეს ჩვენ დავათვალიერეთ ენგურჰესზე მიმდინარე სამუშაოები. მოგეხსენებათ, რომ ასეთი მასშტაბური, კომპლექსური სამუშაოები 20 წელზე მეტია, არ ჩატარებულა. სამუშაოების ღირებულება შეადგენს 43 მილიონ ევროს, აქედან, 7 მილიონი ევროს გრანტი ჩვენ მივიღეთ ევროკომისიიდან, დანარჩენი არის EBRD-ის სესხი, მთავრობისთვის გამოყოფილი. სამუშაოები დაიწყო იანვარში და დასრულდება მაისის ბოლოს. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ აღვნიშნო, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ენგურჰესს ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისთვის. ენგურჰესი დაახლოებით 50 წლის წინ აშენდა. აქ, შეიძლება ითქვას, რომ მთელი სამეგრელო იყო დასაქმებული და ვინც ამ რეგიონში ცხოვრობს, ყველამ კარგად იცის, რომ ამ ჰესის მშენებლობით, პრაქტიკულად, აშენდე მთელი ეს მხარე. ათასობით ადმიანი იყო დასაქმებული. დღესაც ენგურჰესზე მუდმივად დასაქმებულია 1200 ადამიანი. დღეს დამატებით, 650 კაცია დასაქმებული, რაც არის ძალიან დიდი მნიშვნელობის ჩვენი ქვეყნისთვის. მთელი საერთო გენერაციის 40%-ზე მეტი გამომუშავდება სწორედ ენგურჰესის მიერ, აქედან გამომდინარე, ენგურჰესის მნიშვნელობაზე საუბარი არის აუცილებელი და კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს მოქალაქეებს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ჰესს ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის. მე მინდა, კითხვა დავსვა უბრალოდ - ვინმემ რომ წარმოიდგინოს, რომ ენგურჰესი არ არსებობდეს დღეს ქვეყანაში. როგორც მოგახსენეთ, მთელი გენერაციის 40% მოდის ენგურჰესზე. აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს აქვს ჯერ კიდევ წუხილი და განცდა ჰესების მიმართ, მე მინდა მათ შევახსენო, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ჰესს და არა მხოლოდ ამ ჰესს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


ენგურჰესის ხუთივე აგრეგატი სადერივაციო გვირაბში აუცილებელი და გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2021 წლის 20 იანვარს გაჩერდა. ამჟამად სარემონტო - სარეაბილიტაციო სამუშაოები გრაფიკის მიხედვით ხორციელდება. პროცესი 24 - საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. დასაქმებულთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა.



სადერივაციო გვირაბში მიმდინარე რეაბილიტაცია გვირაბიდან გაჟონილი წყლის მოცულობას მნიშვნელოვნად შეამცირებს, რაც სამომავლოდ ენგურის ჰიდროელექტროსადგურის გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე აისახება. ჰესის სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის შედეგად, წყლის დანაკარგები 30%-35%-იანი მაჩვენებლით შემცირდება, რაც წელიწადში დამატებით 100 მლნ კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიის გამომუშავებას გულისხმობს.



ენგურჰესი საერთო ენერგეტიკულ ქსელში მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში უნდა ჩაერთოს.









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up