10 წელიწადში ინფრასტრუქტურისა და რეგიონების განვითარებას 32 მლრდ ლარი მოხმარდება

10 წელიწადში ინფრასტრუქტურისა და რეგიონების განვითარებას 32 მლრდ ლარი მოხმარდება

access_time2021-07-23 11:40:32

მომდევნო 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 32 მილიარდი ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურის და რეგიონების განვითარებაზე. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.


პრემიერის თქმით, 32 მილიარდი ლარი, კონკრეტულად, ინფრასტრუქტურას, გზებს, ხიდებს, წყალმომარაგებას მოხმარდება იმისთვის, რომ ყველა მუნიციპალიტეტში შეიცვალოს მთლიანი სურათი. „ეს უნდა იყოს ევროპეიზაციის და მოდერნიზაციის გეგმა“, – დასძინა ღარიბაშვილმა.



„ვაგრძელებთ განვითარების გეგმების პრეზენტაციას. დღეს წარმოგიდგენთ ინფრასტრუქტურის და რეგიონების 10–წლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციას. მე მინდა მოკლედ შევეხო კიდევ ერთხელ, თუ რას გულისხმობს ჩვენი ეს აღნიშნული გეგმები. ჩვენი გეგმის მიხედვით, მომდევნო 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 32 მილიარდი ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ასევე რეგიონების განვითარებაში. მოგეხსენებათ, რომ დღეს ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება ქვეყანაში. ეს არის გზების, ხიდების მშენებლობა. ზოგადად, ჩვენ დავიწყეთ ყველა მუნიციპალიტეტში ურბანული განახლების პროექტები. 63-ვე მუნიციპალიტეტში დაიწყება ურბანული განახლების პროექტი, რაც გულისხმობს რეალურად ევროპული განვითარების, ევროპული სულისკვეთების შეტანას ყველა მუნიციპალიტეტში. ამას გარდა, მოგეხსენებათ, რომ გამოწვევები რჩება დღეს ჩვენს ქვეყანაში. თითქმის 3000-მდე სოფელს არ აქვს ხარისხიანი წყალი. გამოწვევად რჩება როგორც საქალაქთაშორისო, ისე შიდა გზების შენახვა- რეაბილიტაცია- აღდგენა, ასევე ცენტრალური მაგისტრალების მშენებლობის დასრულება, შესაბამისად, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და მთავარი აქცენტი სწორედ რეგიონების განვითარებაზე და განახლებაზე იქნება მომდევნო წლების განმავლობაში. 32 მილიარდი ლარი, როგორც მოგეხსენებათ, მოხმარდება რეგიონების განვითარებას, ინფრასტრუქტურას, გზებს, ხიდებს, წყალს იმისთვის, რომ რეალურად ყველა მუნიციპალიტეტში შეიცვალოს მთლიანი სურათი, მთელი ქვეყნის მასშტაბით და რეალურად, ეს უნდა იყოს ევროპეიზაციის, განახლების, მოდერნიზაციის გეგმა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს დონორებთან. მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა მათ აქტიური დახმარებისთვის“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up