ირაკლი ღარიბაშვილი - მე ვარ ყველას პრემიერ-მინისტრი და პასუხისმგებელი ვარ ამ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე

ირაკლი ღარიბაშვილი - მე ვარ ყველას პრემიერ-მინისტრი და პასუხისმგებელი ვარ ამ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე

access_time2021-11-23 22:30:00

ჩემთვის დღეს მთავარი საფიქრალი, საზრუნავი არის საქმე, რომელიც უამრავი გვაქვს ქვეყანაში, დღეს ჩვენს ხალხს აწუხებს უამრავი პრობლემა, როგორიც არის უმუშევრობა, სიღარიბე და სხვა უამრავი პრობლემა, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, შესაბამისად, მისი, როგორც მთავრობის მეთაურის პირდაპირი მოვალეობაა, ბოლომდე დაიხარჯოს იმისთვის, რომ ყველა ის დაპირება, რომელიც საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას გასცა, ზედმიწევნით პირნათლად შეასრულოს.


„ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის პირდაპირი მოვალეობაა და არა არჩევანი, არის ის, რომ ყველაფერი გავაკეთო, ბოლომდე დავიხარჯო იმისთვის, რომ ყველა ის დაპირება, რომელიც გავეცი საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, ზედმიწევნით პირნათლად შევასრულო და ჩემი წვლილი შევიტანო სიღარიბის დაძლევაში, უმუშევრობის შემცირებაში, მეტი სამუშაო ადგილების შექმნაში და ეკონომიკის განვითარებაში. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავრი საზრუნავი. მე მიწევდა საუბარი, ჩვენ გვიწევდა საუბარი და ბუნებრივია, საარჩევნო კამპანიისას კონცენტრირება გვქონდა მოწინააღმდეგეებზე და საკმაოდ დიდ დროს ვუთმობდით, მაგრამ ეს ხდებოდა მხოლოდ საარჩევნო კამპანიის დროს. არჩევნების დასრულებისთანავე, მე საჯაროდ განვაცხადე, რომ ჩემთვის არ არის საინტერესო არც პატიმარი, არც პატიმრები, არც პოლიტიკური ოპონენტები. რა თქმა უნდა, მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, ვარ ყველას პრემიერ-მინისტრი და პასუხისმგებელი ვარ ამ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, შესაბამისად, ჩემთვის რა თქმა უნდა, საინტერესოა ის მიმდინარე საკითხები და პრობლემები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.



ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს, რა სჭირდება ქვეყანას და ხალხს, რა ამოცანები დგას ქვეყნისა და ხალხის წინაშე და აქედან გამომდინარე უნდა იყოს მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები.


„ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო. ჩვენ ძალიან დიდი დრო დავუთმეთ ოპონენტებთან კინკლაობას და მათთან უსაგნო, უშინაარსო პოლემიკას, რაც აბსოლუტურად უინტერესოა ჩვენი მოსახლეობისთვის. ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს ველაპარაკები და გადავდგამ ქმედით ნაბიჯებს, რომლებიც რეალურ პრობლემებს მოუგვარებს ჩვენს მოსახლეობას. როგორ შევძლებთ ამას - რა თქმა უნდა, მეტი აქტიურობით. პროაქტიულ რეჟიმში ვიმუშავებთ ყველა, მთელი გუნდი. მე პირადად ვარ აბსოლუტურად მოტივირებული, მთელი მთავრობა, როგორც ერთიანი გუნდი, ვართ მოტივირებული, რომ ყველა ის დასახული გეგმა და ამოცანა, რომელიც წინასაარჩევნოდ გავაჟღერეთ, შევასრულოთ. მოგეხსენებათ, შევიმუშავეთ ათწლიანი განვითარების გეგმა, ჩვენი ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი ხედვა, რასაც სჭირდება პროაქტიულ რეჟიმში მუშაობა, მოსახლეობასთან კომუნიკაცია. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავრი ამოცანა. ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ყოველთვის შეეცდება იმას, რომ მათი უინტერესო, გაუგებარი საკითხები იყოს ყოველთვის დღის წესრიგში. მე ასე გიპასუხებდით, რომ ჩვენს ქმედებაზე, ჩვენს აქტიურობაზე არის დამოკიდებული ეს ყოველივე“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up