ირაკლი ღარიბაშვილი - მართო შენი ქვეყანა და შენი ხალხი გაიყვანო სამშვიდობოს, საჭიროებს ერთობას, დიდ ძალისხმევას, ქვეყნის საქმის გაკეთებას და რაც მთავარია - მშვიდობას და სტაბილურობას

ირაკლი ღარიბაშვილი - მართო შენი ქვეყანა და შენი ხალხი გაიყვანო სამშვიდობოს, საჭიროებს ერთობას, დიდ ძალისხმევას, ქვეყნის საქმის გაკეთებას და რაც მთავარია - მშვიდობას და სტაბილურობას

access_time2021-08-11 18:10:00

ბოლო 7 არჩევნებში გამარჯვება არის ძალიან საპატიო, საამაყო, მაგრამ ძალიან საპასუხისმგებლო, მძიმე ჯვარი, რომელიც ჩვენ გვაკისრია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გარდაბანში, „ქართული ოცნების გარდაბნის მერობის კანდიდატის, დავით კარგარეთელის წარდგენაზე განაცხადა. ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქვეყნის მართვა საჭიროებს ერთობას, დიდ ძალისხმევას, საქმის გაკეთებას და მშვიდობას და სტაბილურობას.


„მე მინდა, პირველ რიგში, ჩემი გამოსვლა მადლობით დავიწყო. მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის, მხარდაჭერისა და ერთგულებისთვის ჩვენი გუნდისადმი, ჩვენი ოჯახისადმი, ჩვენი პარტიისადმი, რომელიც მართლაც ჩვენი ოჯახია და მივყვებით ქვეყნის განვითარებას.



ბოლო 7 არჩევნებში გამარჯვება არის ძალიან საპატიო, საამაყო, მაგრამ ძალიან საპასუხისმგებლო, მძიმე ჯვარი, რომელიც ჩვენ გვაკისრია. მართო შენი ქვეყანა და შენი ხალხი გაიყვანო სამშვიდობოს, საჭიროებს ერთობას, დიდ ძალისხმევას, ქვეყნის საქმის გაკეთებას და რაც მთავარია - მშვიდობას და სტაბილურობას. მე ყოველთვის ვიმეორებ ამ სიტყვებს - მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ეს სამი ძლიერი სიტყვა არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის, მითუმეტეს, ჩვენ, ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით მშვიდობის ფასიც, სტაბილურობის ფასიც და ვიცით ომის ფასიც - ომის, არეულობის, ქაოსის, დესტაბილიზაციის. ომის და ქაოსის, რევოლუციების დრო დასრულდა ჩვენს ქვეყანაში მეგობრებო - ამის დრო არასოდეს უნდ განმეორდეს. ამის გარანტი არის ჩვენი ქართული ოცნება ჩვენი ძლიერი გუნდი.


ჩვენ შევიკრიბეთ აქ, კიდევ ერთხელ მინდა მოკლედ შევეხო საკითხებს, რომელიც ამ მუნიციპალიტეტს აწუხებს. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა მაგრამ ბევრია გასაკეთებელი. ჩვენ ვმუშაობთ გეგმებზე, შემუშავებული გვაქვს გრძელვადიანი განვითარების ხედვაც თითოეული რეგიონის, მუნიციპალიტეტის, ქალაქის და სოფლის დონეზე უნდა ჩავშალოთ ეს გეგმები. ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ სოფლის მეურნეობაში, ინფრასტრუქტურის მიმართულებით, რეგიონების განვითარებას რა სჭირდება, რა სჭირდება გარდაბანს. ვიცი, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა გაზიფიცირების საკითხი იყო. წყალმომარაგების საკითხებია ძალიან მნიშვნელოვანი. წყლით მომარაგების საკითხი არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. პარადოქსია, რომ საქართველო სულ მოსახლეზე ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია წყლის რესურსებით, ამ დროს ხარისხიანი წყალი არ აქვს დაახლოებით 3000-ზე მეტ სოფელს. ეს არის რეალური პრობლემა, რომელიც ჩვენ დავისახეთ, რომ მოვაგვაროთ 2025 წლისთვის ყველა ქალაქს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება და წლების მიხედვით, 2030 წამდე გვაქვს გაწერილი გეგმა, ყველა სოფელი, 3000-ვე სოფელი იქნება მომარაგებული ხარისხიანი წყლით.


ხარისხზე მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ჩვენს მოსახლეობას სჭირდება ყველაფერი ხარისხიანი - ხარისხიანი განათლება, ჯანდაცვა. ხელმისაწვდომობა იქნება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და ახლა უნდა გადავიდეთ ხარისხზე. ამ კონტექსტში უნდა ვთქვა, რომ ჩვენ დავიწყეთ ევროპული ტიპის ურბანული განახლების პროექტების შემუშავება და ყველგან დავიწყეთ სამუშაოები. უნდა დავიწყოთ მუნიციპალური ცენტრებით და გადავიდეთ პერიფერიებში. ყველა მუნიციპალიტეტი უნდა ვაქციოთ ევროპული ტიპის მუნიციპალიტეტად, ქალაქად. ეს უნდა იყოს ჩვენი საზრუნავი მომდევნო წლების განმავლობაში. ეს დავალება უნდა იყოს ახალი მერის, რომელმაც 24 საათის განმავლობაში უნდა იმუშაოს, იშრომოს ჩვენი ხალხისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up