ირაკლი ღარიბაშვილი - მამუკა ხაზარაძე ყოველთვის იყო მიხეილ სააკაშვილის, ამ მთავარი დამნაშავის, ბანდიტის მორჩილი მსახური

ირაკლი ღარიბაშვილი - მამუკა ხაზარაძე ყოველთვის იყო მიხეილ სააკაშვილის, ამ მთავარი დამნაშავის, ბანდიტის მორჩილი მსახური

access_time2021-10-21 14:30:34

არცერთი არ იყო მანდ სხვა პარტიის წარმომადგენელი, გარდა მამუკა ხაზარაძისა, რომელიც ასევე, ფიქტიურად იყო სხვა პარტიის წარმომადგენელი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის ნიკა მელიას მიერ ჩრდილოვანი კაბინეტის წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძე ყოველთვის იყო სააკაშვილის, „ამ მთავარი დამნაშავის, ბანდიტის მორჩილი მსახური“.

„ჩვენს მოსახლეობას მინდა ავუხსნა - არაერთხელ მითქვამს და მინდა გავიმეორო, რომ მათი ეს ფიქტიური დაყოფები, ვითომ ახალი პარტიების შექმნა, მათსავე წიაღში, რა თქმა უნდა, იყო აბსოლუტური ფარსი და ტყუილი. საკუთარი ამომრჩევლის მოტყუება და ჩვენი მოსახლეობის მოტყუების მცდელობა. ამ ადამიანებს დაკარგული აქვს რეალობის შეგრძნებისა და არსებული სიტუაციის განცდა. მათ ჰგონიათ, რომ ისე როგორც მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ატყუებდნენ ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს, თავიანთი პროპაგანდისტული მანქანებით, ასევე ეგონათ, რომ მოატყუებდნენ.

რომელ ნორმალურ ადამიანს შეეძლო დაეჯერებინა ის ფარსი, რომელიც გუშინ ვიხილეთ. არცერთი არ იყო მანდ სხვა პარტიის წარმომადგენელი, გარდა მამუკა ხაზარაძისა, რომელიც ასევე, ფიქტიურად იყო სხვა პარტიის წარმომადგენელი. მამუკა ხაზარაძე ყოველთვის იყო სააკაშვილის, ამ მთავარი დამნაშავის, ბანდიტის მორჩილი მსახური.


ნებისმიერ ბიზნესმენს ჰკითხეთ, მამუკა ხაზარაძე იყო შემსრულებელი ამ მძიმე ფინანსური დანაშაულებებისა. ღამის ორ-სამ საათზე მიყავდათ ბიზნესმენები ნოტარიუსთან, მათ შორის „თიბისი ბანკშიც", ხაზარაძის ოფისებში და ხდებოდა ბიზნესების გადაფორმება, ბანკიდან სესხის გაცემა ფიქტიურად. ასევე, რა თქმა უნდა, იმ თანხას თვითონ სახელმწიფო ართმევდა ბიზნესმენს სააკაშვილის დროს. ამ დიდ დანაშაულებრივ სქემაში იყო ჩართული ხაზარაძე. ეს ყველამ იცის, ნებისმიერმა ბიზნესმენმა და ათასობით და ათობით ადამიანია დაზარალებული, რომლებიც ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას.

რა თქმა უნდა, ის ფარსი, რომელიც ვიხილეთ, ეს არის ჩვეულებრივი „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდის პრეზენტაცია. ისინი 30 ოქტომბერს სასტიკად დამარცხდებიან ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისშიც. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის მოტყუება. ისინი საკუთარ თავს ატყუებენ, აჯერებენ და ამის შემდეგ ცდილობენ, რომ რაღაც ერთგვარი განცდა შექმნან უცხოელების თვალში, რომ რაღაც კოალიციური მთავრობის ერთგვარი ჩანასახი გააკეთეს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.





„დიდგორელის“ მონაწილეთა პირველი კონფერენცია

„დიდგორელის“  მონაწილეთა პირველი კონფერენცია
access_time2021-12-06 17:50:47
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საგანმანათლებლო პროექტ  „დიდგორელის“ ორგანიზებითა და  არემჯის მხარდაჭერით,  ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ მოსწავლეთა კონფერენცია გაიმართა. მოსწავლეთა კონფერენციაში მონაწილეობა თბილისის, ზუგდიდის, მესტიის, მარნეულის ახალციხის, გარდაბნის და თეთრიწყაროს სკოლების ოცამდე მოსწავლემ მიიღო. მოსწავლეებმა, პროექტ ,,დიდგორელის’’ ავტორებთან და...

ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტებთან მიმართებით გამყარდა

ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტებთან მიმართებით გამყარდა
access_time2021-12-06 18:00:16
6 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 2.43 თეთრით 3.0967-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0900 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 3.09 თეთრით 3.4993-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.10 თეთრით 4.1037-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.60 თეთრით 1.8215-მდე, ლარი თურქულ ლირასთან 0.44 თეთრით 0.2247-მდე, 1000 სომხურ დრამთან 5.06 თეთრით 6.2921-მდე, ხოლო 100 რუსულ რუბლთან 4.26 თეთრით...

„ავერსი“ საკუთარი ტერიტორიის დაბრუნებას აპირებს – ინფექციურის ახალ შენობაში არაფერი ხდება

„ავერსი“ საკუთარი ტერიტორიის დაბრუნებას აპირებს – ინფექციურის ახალ შენობაში არაფერი ხდება
access_time2021-12-06 18:30:16
ინფექციური კლინიკა ახალ შენობაში, დიდი ალბათობით, არც წელს გადავა. ამის შესახებ jandacva.ge-ს  „ავერსში“ განუცხადეს, რომელსაც ის ტერიტორია ეკუთვნის, სადაც ინფექციური საავადმყოფოა განთავსებული. „ავერსი ფარმას“ დირექტორის ირაკლი ფურცელაძის განცხადებით,  ახალ შენობაში, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოს სახელმწიფომ 2020 წლის მაისში შეუძინა და რომელიც თეთრი კარკასის მდგომარეობაშია, „კარიც კი არავის შეუღია“ და იქ ამ ხნის განმავლობაში არანაირი...

დაიბრუნეთ საკომისიო ვითიბის მობაილ და ინტერნეტ ბანკით გადახდისას

დაიბრუნეთ საკომისიო ვითიბის მობაილ და ინტერნეტ ბანკით გადახდისას
access_time2021-12-06 15:50:29
მომხმარებელი, რომელიც დარეგისტრირდება ვითიბის მობაილ და ინტერნეტ ბანკით წლის ბოლომდე. დაიბრუნებს როგორც დეკემბრის, ისე იანვრის კომუნალური გადახდების საკომისოს. შეღავათი მოიცავს კომუნალური, სადაზღვევო, საფოსტო და სწავლის გადახდებზე...

Myway Airlines-ი სასამართლოში მიდის - „თუ აქტი სასამართლოში გასაჩივრებით არ შეჩერდა, კომპანია 1 კვირაში გაკოტრდება“

Myway Airlines-ი სასამართლოში მიდის - „თუ აქტი სასამართლოში გასაჩივრებით არ შეჩერდა, კომპანია 1 კვირაში გაკოტრდება“
access_time2021-12-06 20:00:00
Myway Airlines-ი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. როგორც კომპანიის იურისტი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, სააგენტოს გამოცემული აქტი სასამართლოში გასაჩივრებით თუ არ შეჩერდა, ნიშნავს, რომ კომპანია ოპერირებას ვერ შეძლებს და პირდაპირ 1 კვირაში გაკოტრდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა ავიაკომპანია Myway Airlines-ისთვის კომერციული ფრენის ლიცენზიის გაუქმებას გეგმავს. ეს კი ავიაკომპანიის გაჩერებას...


მსგავსი სიახლეები

up