საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ეუთო“-ს გენერალურ მდივან ჰელგა შმიდთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „Twitter“-ში ეხმაურება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მთავრობის მეთაური „ეუთო“-ს გენერალურ მდივანს მადლობას უხდის საერთაშორისო ასპარეზზე ფასდაუდებელი მხარდაჭერისა და ჩართულობისთვის.
„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა „ეუთო“-ს გენერალურ მდივან ჰელგა შმიდთან. ყურადღება გავამახვილეთ საქართველო-ეუთოს თანამშრომლობაზე და კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე. განვიხილეთ საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკა. მადლობას ვუხდი „ეუთო“-ს საერთაშორისო ასპარეზზე ფასდაუდებელი მხარდაჭერისა და ჩართულობისთვის“,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „Twitter“-ში.