ირაკლი ღარიბაშვილი - ჰესების მიმართ პოლიტიკა უნდა იყოს შემდეგი - რაც ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას სჭირდება - ასე უნდა მივუდგეთ

ირაკლი ღარიბაშვილი - ჰესების მიმართ პოლიტიკა უნდა იყოს შემდეგი - რაც ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას სჭირდება - ასე უნდა მივუდგეთ

access_time2021-11-24 12:00:00

ჰესების მიმართ პოლიტიკა უნდა იყოს შემდეგი - რაც ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას სჭირდება - ასე უნდა მივუდგეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.



მთავრობის მეთაურმა ნამახვანჰესზე ისაუბრა.



„უნდა ითქვას პირდაპირ და ალბათ მთავრობის ბრალიც არის, არასათანადო კომუნიკაციის და კომუნიკაციის ნაკლებობა, თუ ნაკლები ძალისხმევა მოხდა იმ დროს მთავრობის, 2 წლის წინ, როდესაც ამ პროექტზე დაიწყო მუშაობა - ნამახვანზე. ალბათ მოსახლეობას ვერ აუხსნეს და შეიძლება პირობებიც იყო ისეთი, რომელიც მიუღებელი იყო, სუფთა ემოციურ დონეზე, ნებისმიერი ქართველისთვის.



მე არ მინდა ამ თემაზე საუბარი, მოგეხსენებათ, ენკამ განაცხადა, რომ გადის პროექტიდან და შეიძლება სახელმწიფოს ელაპარაკება და ჩემი განცხადება არ მინდა, რომ გამოყენებულ იქნას ჩვენს წინააღმდეგ.




ზოგადად, ჰესების მიმართ პოლიტიკა უნდა იყოს შემდეგი - რაც ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას სჭირდება - ასე უნდა მივუდგეთ. თუ ამა თუ იმ პროექტს დიდი სარგებელი მოაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის, იმ რეგიონისთვის, იმ მოსახლეობისთვის, რომელიც ცხოვრობს იმ რეგიონში, უნდა გავაკეთოთ. მათ შორის, ღიად ვთქვი და დავაფიქსირე ჩემი მოსაზრება, რომ, რა თქმა უნდა, მე მაგალითად, არ მოვერიდებოდი სახელმწიფო ინვესტიციებს, სახელმწიფოს ჩარევას პირდაპირი ინვესტიციებით, სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს დიდი სტრატეგიული ობიექტები, როგორიც არის ენგური. დღეს თუ ვინმეს წარმოუდგენია, ენგური რომ არ არსებობდეს ჩვენს რეალობაში, რა პირობებში ვიქნებოდით.



მეც, როგორც რიგით მოქალაქეს, იგივე განცდა მქონდა, შეიძლება ეს ემოციაა უფრო მეტად და გაუცნობიერებელია, მაგრამ რატომაც არა, სახელმწიფოს შეუძლია, რომ მონაწილეობა მიიღოს, ამის გამოცდილება არსებობს“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.



მან ასევე უპასუხა კითხვას, როდესაც საუბარია წინა ხელისუფლების მიერ უცხო ქვეყნისთვის გადაცემულ ენერგოსისტემაზე, რა მნიშვნელობა აქვს, რომელი უცხო ქვეყნისთვის იქნება გადაცემული.



„ერთია, როდესაც შენს საკუთრებაში არსებობს რომელიმე სტრატეგიული აქტივი და ობიექტი და მას შენი ნებით გადასცემ, უკვე აშენებულ ობიექტს გადასცემ, მითუმეტეს ქვეყანას, რომელმაც რამდენიმე თვის წინ შენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია განახორციელა, ეს ერთი მთავარი და დიდი შეცდომა და მეორე ის, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რამდენიმე ასეულ მილიონობით დოლარის ინვესტიციაზე, აქ, ბუნებრივია, ჩვენი რესურსებიც შეზღუდულია, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. 800 მილიონიანი დოლარის პროექტის დაფინანსება, თანადაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან, საკმაოდ დიდი ტვირთია ჩვენთვის, თუმცა დიდი სარგებელიც არის და საბოლოო ჯამში, გადასახდელები იქნება ეს, თუ ბიპის ტარიფი და ა.შ. რა თქმა უნდა, გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე კერძო ინვესტორის შემთხვევაში“, - განაცხადა პრემიერმა.


ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up