ირაკლი ღარიბაშვილი: განათლების გარეშე ჩვენი ქვეყნის განვითარება წარმოუდგენელია

ირაკლი ღარიბაშვილი: განათლების გარეშე ჩვენი ქვეყნის განვითარება წარმოუდგენელია

access_time2021-06-09 17:40:00

განათლების გარეშე ჩვენი ქვეყნის განვითარება წარმოუდგენელია, ვინაიდან განათლება არის ის მყარი ფუნდამენტი, საფუძველი იმისა, რომ ერთად ავაშენოთ ძლიერი საქართველო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


მთავრობის მეთაური ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია და პირველკურსდამთავრებულებს შეხვდა. 


პრემიერმა, სტუდენტებთან საუბრისას, ხაზი გაუსვა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტის მნიშვნელობას, რომელიც ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, ევროპული დონის განათლება საკუთარ ქვეყანაშივე მიიღონ და აღნიშნა, რომ წლების წინ, სწორედ ამაში მდგომარეობდა ბიძინა ივანიშვილის იდეა, რასაც შემდგომ ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელება მოჰყვა.


„მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღევანდელი დღე, პირველი კურსის დამთავრება. ეს მართლაც არაჩვეულებრივი გარემო, რომელიც შეიქმნა ფონდ „ქართუს" და ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით და დახმარებით, არის მართლაც უნიკალური პროექტი, ევროპული ტიპის უნივერსიტეტი როგორც ხარისხით, ასევე განათლების დონით, სადაც გეძლევათ საშუალება, მიიღოთ ევროპული დონის განათლება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დაგეგმილია უნივერსიტეტის განვითარების შემდგომი ეტაპი, თანამედროვე სპორტული კომპლექსით და სხვა შენობებით, რომელიც უახლოეს პერიოდში შეემატება უნივერსიტეტს.


„განათლებაში ჩვენ ძალიან დიდი თანხების ინვესტირებას განვახორციელებთ. განათლების გარეშე ჩვენი ქვეყნის განვითარება წარმოუდგენელია, ვინაიდან განათლებული თაობა არის ის მყარი ფუნდამენტი, საფუძველი იმისა, რომ ერთად ავაშენოთ ძლიერი საქართველო. მინდა, ყველას წარმატება გისურვოთ. მეც ახალგაზრდა ვარ და ადრეულ ასაკში მომეცა შესაძლებლობა, ჩავრთულიყავი სახელმწიფო სამსახურში. მანამდე, მოგეხსენებათ, ვმუშაობდი კერძო სექტორში და ჩემი გამოცდილებით მინდა გირჩიოთ, მიიღეთ ჩემი თავმდაბალი რჩევა, მივცემ თავს ამის უფლებას - ყველაზე მთავარი, რაც მე საკუთარ თავზე გამოვცადე და რამაც განაპირობა შემდგომი წარმატებები არის შემდეგი: რამდენიმე აუცილებლად გასაკეთებელ საქმეს გამოვყოფ - პირველი, ეს არის თავდადება და თავგანწირვა. თუ ადამიანმა, სტუდენტმა, ახალგაზრდამ პირველ რიგში, მიზანი არ დაისახა, ისე, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი შეიძლება ისწავლოს, უსაზღვრო განათლება მიიღოს, მაგრამ ეს განათლება და ნიჭი ვერ გამოიყენოს. ჩემი თავმდაბალი რჩევა იქნება, ჯერ მკაფიოდ ჩამოყალიბდეთ მიზანზე - თქვენი მიზანი უნდა იყოს ძლიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული, რა უნდა იყოს თქვენი მთავარი ოცნება, თქვენი მისაღწევი უდიდესი მიზანი. გირჩევთ, რომ ეს თამასა აწიოთ უმაღლეს დონეზე. არ უნდა დაიწყოთ პატარა მიზნით, დაიწყეთ ყველაზე დიდი მიზნით. მეორე, რაც მინდა გირჩიოთ, არის თავდადება - ამ მიზნისკენ მუხლჩაუხრელი, 24-საათიანი შრომა. ყოველი ჩვენი მიღწეული წარმატება, იქნება ეს პირველი კურსის დამთავრება, მეორე კურსის დამთავრება, ჩვენს წარმოსახვაში უნდა გვაახლოებდეს ამ მიზანს. ჩვენ თუ ამ სულისკვეთებით ვივლით, ყველა მიაღწევთ დიდ ოცნებას და მიზანს, იმიტომ, რომ მიუღწეველი არაფერია, თუ ადამიანი დაისახავს მიზანს, ის ყველაზე წარმოუდგენელ ოცნებას და მიზანს აუცილებლად მიაღწევს“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა სტუდენტებს.



ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ სტუდენტები თავიანთ სფეროსა და სპეციალობაში წარმატებულები გახდნენ.


„კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ არაჩვეულებრივ გარემოში სწავლას. ეს ნამდვილად არის კარგი შესაძლებლობა, კარგი სასტარტო პირობები. როდესაც მე ვსწავლობდი საფრანგეთში, იქ არაერთი კარგი კამპუსი მაქვს ნანახი და გეტყვით სრული პასუხისმგებლობით, რომ აქ გაცილებით უკეთესია, ვიდრე რაც მინახავს ევროპაში. რაც დღეს ჩვენს ქვეყანას აკლია, ეს არის წარმატების ბევრი მაგალითი. ხალხს სჭირდება, დაიჯეროს გაკეთებული, მიღწეული საქმით და დაიჯერებს იმ შემთხვევაში, თუ ვაჩვენებთ წარმატების ბევრ მაგალითს. წარმატების მაგალითები ხართ თქვენ, თქვენ უნდა შექმნათ წარმატების მაგალითები“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა სტუდენტებს.


ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აუდიტორიები, ბიბლიოთეკა, კაფეტერია და საცხოვრებელი კამპუსები მოინახულა. მთავრობის მეთაურმა ის ადგილიც დაათვალიერა, სადაც ადრონული თერაპიის ცენტრი უნდა აშენდეს.


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ განათლების და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, პარლამენტის დეპუტატი ზაზა ლომინაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი.


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის იდეა ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ეკუთვნის. პროექტის განვითარებაში ფონდი „ქართუ" ერთ მილიარდ ევროზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2020 წელს, პანდემიის პერიოდში გაიხსნა. უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი პრეზიდენტი პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანია, ხოლო მრჩეველთა საბჭოს წევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი და წამყვანი მეცნიერები არიან.


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლექციებს ქართველ პროფესორებთან ერთად კითხულობენ მეცნიერები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან. ლექციები ტარდება როგორც აუდიტორიებში, ასევე ონლაინ მეთოდის გამოყენებით. ეს მეთოდი უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში უცხოეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერების ჩართვის საშუალებას იძლევა.


უნივერსიტეტი დაფუძნების დღიდან თანამშრომლობს მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან, რომლის შედეგადაც ერთობლივი აკადემიური პროგრამები შეიქმნა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები ისწავლიან ანალოგიური პროგრამებით, რითაც სწავლობენ მათი თანატოლები გერმანიაში. ახალ აკადემიურ პროგრამებზე საერთაშორისო თანამშრომლობა გრძელდება მსოფლიოს სხვა წამყვან უნივერსიტეტებთან.


უნივერსიტეტში არსებული მრჩეველთა ინდუსტრიული საბჭოს შემადგენლობაში არიან მსოფლიოს წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები და ბიზნესასოციაციები.


უნივერსიტეტში იფუნქციონირებს ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც სიმსივნის უახლესი მეთოდებით მკურნალობასთან ერთად, დიდი ყურადღება დაეთმობა სამეცნიერო კვლევას მედიცინის, სამედიცინო ფიზიკის და ბირთვული ფიზიკის მიმართულებით. კვლევებს, ქართველ მეცნიერებთან ერთად, ცნობილი უცხოელი მეცნიერები განახორციელებენ. მსოფლიოს წამყვანმა მკვლევარებმა ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით უკვე გამოთქვეს მზაობა, რომ ქართველ მეცნიერებთან ერთად აწარმოონ სამეცნიერო-კვლევითი პროცესი ქუთაისში. ადრონული თერაპიის ცენტრი, უდიდეს სამედიცინო მნიშვნელობასთან ერთად, იქნება მეცნიერებისა და კვლევის მძლავრი კერა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up