ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს, ჩვენ გავხდით მომსწრენი იმისა, რომ ჩვენ ვართ  სამართლებრივი, ძლიერი სახელმწიფო

ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს, ჩვენ გავხდით მომსწრენი იმისა, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი, ძლიერი სახელმწიფო

access_time2021-02-23 15:40:00

რაც შეეხება შეკითხვას, რომელიც უკავშირდება დღეს ჩატარებულ ოპერაციას, დღეს, ჩვენ გავხდით მომსწრენი იმისა, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი, ძლიერი სახელმწიფო, გვყავს ძლიერი პოლიცია, გვყავს ძალიან ეფექტური შინაგან საქმეთა მინისტრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ნიკა მელიას დაკავებას ეხებოდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


პრემიერმა შინაგან საქმეთა მინისტრსა და პოლიციელებს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა, რომ მათ ჩვენი სახელმწიფოს ღირსება დაიცვეს.


„მე მინდა, საჯაროდ, ვახტანგ გომელაურს გადავუხადო მადლობა ჩვენი მთავრობის სახელით და მთელ პოლიციას მინდა გადავუხადო გულწრფელი მადლობა იმისთვის, რომ მათ დაიცვეს ჩვენი სახელმწიფოს ღირსება, ჩვენი სახელმწიფოს სტაბილურობა და კიდევ ერთხელ ყველას შევახსენებთ, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა მოქალაქე, განურჩევლად მისი პოლიტიკური კუთვნილებისა ვალდებულია დაემორჩილოს კანონის აღსრულებას.



„მე გუშინ ვრცლად ვისაუბრე ნიკა მელიასთან დაკავშრებით. კიდევ ერთხელ მინდა გავაკეთო შემდეგი კომენტარი, რომ ნიკა მელია არის კრიმინალი. სხვა საქმეზე მას აქვს მისჯილი და სასამართლომ დაადგინა, რომ იგი არის კრიმინალი. მე შევახსენებ, რომ ბატონი მელია გასამართლებული იყო ბაკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე. ეს მეორე საქმე, რისთვისაც პოლიციამ დღეს დილით, მაღალ პროფესიონალურ დონეზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავა იგი, ეს უკავშირდება სწორედ ამ შენობის შტურმის ორგანიზებას, რომელიც მან და მისმა თანაორგანიზატორებმა დაგეგმეს და რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფოს ძლიერების გამოცდა გადაწყვიტეს.


კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ ყველას, რომ ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ სახელმწიფოს. ყველა მოქალაქე, განურჩევლად მისი მდგომარეობისა, მისი პოლიტიკური კუთვნილებისა თუ გემოვნებისა, არის ვალდებული და იქნება ყველა ვალდებული, რომ დაემორჩილოს კანონის აღსრულებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა


მისი თქმით, ნიკა მელიას დაკავებისას გამოყენებულ მეთოდები არის დემოკრატიული ქვეყნების უმაღლესი სტანდარტის მაჩვენებელი.


„რაც შეეხება პრაქტიკას და გამოყენებულ მეთოდებს, ეს არის აბსოლუტურად ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყნების უმაღლესი სტანდარტი. დღეს ჩვენმა გმირმა პოლიციამ აჩვენა უმაღლესი სტანდარტი, ის, რაც არის ევროპული, თანამედროვე ამერიკული დემოკრატიების სტანდარტების შესაბამისი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.







საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია
access_time2021-02-25 00:28:10
საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „სახელმწიფო დროშები დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე. 1921 წლის 17 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ საქართველოს ანექსია განახორციელა. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის...

Handelsblatt: რატომ რჩება უკრაინა ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქვეყნად?

Handelsblatt: რატომ რჩება უკრაინა ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქვეყნად?
access_time2021-02-24 20:00:11
უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის დღეს სიცილისთვის აღარ სცალია - ყოფილი მსახიობი-კომიკოსი დღეს მკაცრი მზერით კამერაში იყურება და 3 უკრაინული ტელეარხისთვის  მაუწყებლობის ლიცენზიის ჩამორთმევის შესახებ აცხადებს.     ის ყოველგვარ ბრალდებებს ცენზურის დამყარებაში კატეგორიულად უარყოფს - მისი თქმით, საუბარია არა პრესის თავისუფლების შეზღუდვაზე, არამედ ეროვნულ უსაფრთხოებაზე.     ეს 3 ტელეკომპანია - ZIK, NewsOne...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-02-24 21:00:30
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. ირაკლი ღარიბაშვილმა შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა წარადგინა - რა იხსნება მარტიდან? საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა...

საქართველოში სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების წარმოება დაიწყება

საქართველოში სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების წარმოება დაიწყება
access_time2021-02-24 19:00:17
სეტყვის საწინააღმდეგო და მზისგან დამცავი ბადეების წარმოება საქართველოში უკვე გაზაფხულზე დაიწყება.    ქარელის რაიონში ქარხნის გახსნა 2021 წლის იანვრისთვის იგეგმებოდა, თუმცა, პანდემიის გამო რამდენიმე თვით გადაიდო.    ქარხანას კომპანია Agrobade LTD აშენებს. მისი დამფუძნებლის ავთანდილ მაისურაძის თქმით, წარმოების იდეა ბაზრის შესწავლის შემდეგ გაჩნდა.   „ჩვენ ამ ტიპის...

PMC კვლევა: საქართველო ტურისტების პანდემიამდელ რაოდენობას 2023 წლისთვის მიიღებს

PMC კვლევა: საქართველო ტურისტების პანდემიამდელ რაოდენობას 2023 წლისთვის მიიღებს
access_time2021-02-24 17:38:28
საქართველო ტურისტების პანდემიამდელ რაოდენობას 2023 წლისთვის მიაღწევს, - ასეთია PMC კვლევითმა ცენტრის გამოკითხვის შედეგები.   გამოკითხულ ექსპერტთა უმრავლესობის აზრით (53.3%) ტურისტების რაოდენობა პანდემიამდელ მდგომარეობას დაუბრუნდება 2023 წელს, 26.7%-ის აზრით 2024 წელს.   რესპონდენტებს სთხოვეს გაეკეთებინათ პროგნოზი, თუ რამდენად აღდგება ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2021 წელს, 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით. 60% ვარაუდობს, რომ 2021 წელს მიღებული...


მსგავსი სიახლეები

up