ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი წარმატებაა სულ ახალხან ჩემი შუამავლობით და ამერიკის თანადგომით სომხეთ - აზერბაიჯანის შეთანხმება

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი წარმატებაა სულ ახალხან ჩემი შუამავლობით და ამერიკის თანადგომით სომხეთ - აზერბაიჯანის შეთანხმება

access_time2021-06-25 16:40:00

„ჩვენი პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი წარმატებაა სულ ახალხან ჩემი შუამავლობით და შეერთებული შტატების თანადგომით სომხეთ - აზერბაიჯანის შეთანხმება. ეს მართლაც უპრეცედენტო მოვლენაა, რომელიც ხაზს უსვამს ჩვენს განსაკუთრებულ როლს რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


მთავრობის მეთაურის თქმით, ომმა მთიან ყარაბაღში მნიშვნელოვანი სირთულეების წინაშე დააყენა მთელი რეგიონი. საქართველოსთვის არსებითია სამეზობლოში მშვიდობა და სტაბილურობა. მთავრობა აგრძელებს, დაბალანსებულ, და, ამავდროულად ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის პოლიტიკას.


„ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ორივე ქვეყნის ლიდერს, პრეზიდენტ ალიევს და პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს. აქვე ვაცხადებ მზადყოფნას, რომ გავაგრძელოთ ეს პროცესი საერთო მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად.“- აცხადებს პრემიერ-მინისტრი.



ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ინტენსიურად მიმდინარეობს დიალოგი თურქეთთან ეკონომიკის, ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გასაღრმავებლად.


„ჩვენი საერთაშორისო პოლიტიკის წარმატების დასტურია ის, რომ იზრდება საქართველოს წარმომადგენლობა საერთაშორისო ორგანიზაციებში.


საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს უდიდესი წვლილის შეტანა შეუძლიათ როგორც ქვეყნის განვითარებაში, ასევე საქართველოს საერთაშორისო პოპულარიზიციაში. ჩვენი პრიორიტეტია საზღვარგარეთ ჩვენს მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა. ამასთან, მიუხედავად პანდემიისა, აქტიურად ვახორციელებთ დიასპორაში შემოქმედებითი ჯგუფებისა თუ ახალგაზრდობის მხარდაჭერას, ქართული ენის სწავლებას, კულტურის კერებისა და ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობას. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ დასრულდა ლევილის მამულის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პირველი ფაზა.“-აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.






ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-30 21:00:51
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ივნისშიც გაგრძელდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გრძელდება. ივნისში მშპ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18.7%-ით გაიზარდა.   2. ქართული არქიტექტურული პროექტი...

საქართველოში დიპლომიანი მოქალაქეების 32 - 38 % უმუშევარია

საქართველოში დიპლომიანი მოქალაქეების 32 - 38 % უმუშევარია
access_time2021-07-31 11:00:30
დღემდე საქართველოს ეკონომიკისთვის უმუშევრობა მნიშვნელოვან პრობლემად რჩება, ხოლო საზოგადოებისთვის მთავარ გამოწვევად. წლების მანძილზე, სხვადასხვა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა აჩვენებს, რომ ეროვნულ დონეზე მთავარ პრიორიტეტად სამუშაო ადგილები სახელდება. 2020 წელს,  NDI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 46%-ისთვის მთავარი პრობლემას, კვლავ უმუშევრობა წარმოადგენდა.   2017-2020 წლებში საქართველოში უმუშევრობის ტენდენციებსა და COVID-19-ისგან გამოწვეული...

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება
access_time2021-07-30 17:00:16
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იურიდიულ პირებს შეგახსენებს, რომ გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე წლის 17 მაისის მდგომარეობით წარმოშობილი, აღიარებული ან არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებლობა ეძლევა, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა-საურავები.  დღეის მონაცემებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, ...

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება
access_time2021-07-30 16:00:51
თბილისში სპორტული მედიცინის ცენტრის მშენებლობა იგეგმება, - ამის შესახებ jandacva.ge-ს სპორტული მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა ხათუნა საგანელიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი სპორტული რეაბილიტაციის ცენტრს ააშენებს. მისი ინფორმაციით, დაწყებულია კონკრეტული მოლაპარაკებები სპორტული მედიცინის ცენტრების მშენებლობაზე, აღჭურვაზე, ექიმების და რეაბილიტოგების გადამზადებაზე. საგანელიძის განმარტებით, ამისთვის საჭიროა საკმაოდ დიდი...


მსგავსი სიახლეები

up