ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი გუნდი, ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელმაც შეძლო ხანგრძლივი მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების შემოტანა ჩვენს ქვეყანაში

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი გუნდი, ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელმაც შეძლო ხანგრძლივი მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების შემოტანა ჩვენს ქვეყანაში

access_time2021-08-10 13:30:00

ჩვენი გუნდი, ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელმაც შეძლო ხანგრძლივი მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების შემოტანა ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ერთადერთი ხანგრძლივი პერიოდი, როცა ჩვენს ქვეყანას საბედნიეროდ, არ ჰქონია ომი-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულში, „ქართული ოცნების“ მარნეულის მერობის კანდიდატის კენან ომაროვის წარდგენისას განაცხადა. ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.


მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაფრის საფუძველი მშვიდობა და სტაბილურობაა, რის გარეშეც არ განვითარდება ქვეყანა და მუდმივი დესტაბილიზაცია და ქაოსი იქნება.



„მე მინდა კიდევ ერთხელ ჩემი გამოსვლა დავიწყო მადლობით. მადლობა თქვენი ერთგული მხარდაჭერისთვის, ჩვენი გუნდისადმი, პარტიისადმი. სწორედ თქვენი მხარდაჭერით, ჩვენმა ძლიერმა გუნდმა, ჩვენმა პარტიამ ბოლო 7 არჩევნებში გაიმარჯვა დამაჯერებლად მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამის შედეგად, ჩემო ძმებო, ჩემო მეგობრებო, ჩვენს ქვეყანაში შესაძლებელი გახდა ხანგრძლივი სტაბილურობის და მშვიდობის დამყარება. მოდით, ვთქვათ გულწრფელად, ერთი წამით დავფიქრდეთ, როდის ყოფილა ასეთ ხანგრძლივი სტაბილური და მშვიდობიანი პერიოდი ჩვენს ქვეყანაში? გავიხსენოთ 90-იანი წლების დასაწყისი. როგორ მოვექეცით ჩვენს თავს, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს როგორ მოვექეცით. გვქონდა ომები, სამოქალაქო დაპირისპირება, ძმათა შორის მკვლელობა- ათასი უბედურება და დესტაბილიზაცია გამოსცადა ჩვენმა ქვეყანამ. შემდეგ, თითქოს დასტაბილურდა ყველაფერი, თითქოს რაღაც ახალი ტალღა დაიწყო მშვიდობის და განვითარების, მაგრამ შემდეგ ფატალურად დასრულდა ესეც, მოჩვენებითი, რაღაც ერთგვარი მშენებლობა და 2008 წლის აგვისტოს ომის გამოუსწორებელი შედეგი მართლაც ძალიან მძიმე აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის. ომი არის ყველაზე საშინელება, მეგობრებო და კიდევ ვიმეორებ, რომ ხელისუფლება, რომელიც ვერ ააცილებს საკუთარ ხალხს და საკუთარ ქვეყანას ომს, ის ხელისუფლება, ის პოლიტიკოსი, მმართველი არ იმსახურებს არა თუ ხელისუფლებაში დაბრუნებას არამედ პოლიტიკაში დარჩენას. ჩვენი გუნდი, ქართული ოცნება არის ერთადერთი ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც შეძლო ხანგრძლივი მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების შემოტანა ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ერთადერთი ხანგრძლივი, 8 წლიანი პერიოდი, როცა ჩვენს ქვეყანას საბედნიეროდ, არ ჰქონია ომი. ანუ ჩვენ, მოქალაქეებს გაგვიხდა სანატრელი და საოცნებო მშვიდობა და სტაბილურობა. ყველაფრის საწყისი, საფუძველი, საძირკველი არის მშვიდობა და სტაბილურობა. მშვიდობის გარეშე, მეგობრებო, არ განვითარდება არც ქვეყანა, არც ქალაქი, არც რაიონი, არც სოფელი. იქნება მუდმივი დესტაბილიზაცია და ქაოსი“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up