ირაკლი ღარიბაშვილი: „ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული გამარჯვებაში, ვინაიდან ალტერნატივა ჩვენს ხელისუფლებასა და ჩვენს პარტიას ქვეყანაში არ აქვს

ირაკლი ღარიბაშვილი: „ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული გამარჯვებაში, ვინაიდან ალტერნატივა ჩვენს ხელისუფლებასა და ჩვენს პარტიას ქვეყანაში არ აქვს"

access_time2020-08-14 18:20:57

პარტია „ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეჯოში პარტია „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატს დავით სონღულაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა.


„დავით სონღულაშვილი არის პარლამენტის გამორჩეული წევრი, რომელიც ნიჭიერებითა და კრეატიული იდეებით გამოირჩევა. მჯერა, რომ იგი საუკეთესოდ მოემსახურება კახეთის რეგიონის მოსახლეობას და საქართველოს პარლამენტში მათ ინტერესებს დაიცავს", - განაცხადა მან.


პარტია „ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში დაცულია მოქალაქის თავისუფლება, ქვეყანაში არის მშვიდობა და სტაბილურობა.



„მთავარი მონაპოვარი, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ და პირადად ბიძინა ივანიშვილის მოსვლამ განაპირობა, ეს არის მშვიდობა, სტაბილურობა და თითოეული მოქალაქის თავისუფლება", - განაცხადა მან.


ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა საღად და პასუხისმგებლობით უყურებს 2020 წლის არჩევნებს. შესაბამისად, „ქართული ოცნების" გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს. „ჩვენ, რა თქმა უნდა, ღრმად ვართ დარწმუნებული გამარჯვებაში. ვინაიდან ალტერნატივა ჩვენს ხელისუფლებასა და ჩვენს პარტიას ქვეყანაში არ აქვს", - აღნიშნა მან.





დავრჩით თუ არა მწვანე ზონად? - ლიეტუვასა და ლატვიაში საქართველოდან ჩასულ მოქალაქეებს იზოლაციაში ყოფნა მოუწევთ

დავრჩით თუ არა მწვანე ზონად? - ლიეტუვასა და ლატვიაში საქართველოდან ჩასულ მოქალაქეებს იზოლაციაში ყოფნა მოუწევთ
access_time2020-09-21 10:50:56
საქართველოდან ლიეტუვასა და ლატვიაში ჩასულ საქართველოს მოქალაქეებს თვითიზოლაციაში ყოფნა მოუწევთ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. ამ დრომდე საქართველოს მოქალაქეები ამ ქვეყანაში უპირობოდ, შეზღუდვის გარეშე შედიოდნენ.   ლიეტუვის მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოდან ჩასული პირები ვალდებული იქნებიან საზღვარზე წარადგინონ 72 საათის განმავლობაში კორონავირუსზე ჩატარეული ტესტის უარყოფითი პასუხი.   “ყველა მგზავრი ვალდებულია შეავსოს...

გიორგი გახარია: 8 წელი არ გამოდგა საკმარისი სისტემური ინფრასტრუქტურის ნორმალურ ფორმაში მოსაყვანად

გიორგი გახარია: 8 წელი არ გამოდგა საკმარისი სისტემური ინფრასტრუქტურის ნორმალურ ფორმაში მოსაყვანად
access_time2020-09-20 20:13:05
“ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც ჩვენ ქვეყანა მივიღეთ, გზები, წყალმომარაგება, გაზიფიცირება, ხიდები – ეს ყველაფერი იყო ისეთ სავალალო მდგომარეობაში, სისტემურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გუშინაც ვთქვი და დღესაც გავიმეორებ – 8 წელი არ გამოდგა საკმარისი იმისთვის, რომ ეს სისტემური ინფრასტრუქტურა ნორმალურ ფორმაში მოგვეყვანა. მომავალი 4 წლის განმავლობაში, სახელმწიფო გეგმავს, სისტემურ ინფრასტრუქტურაში დახარჯოს 20 მილიარდი ლარი, მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ ესეც არ იქნება სამყოფი. ” თქვა...

Forbes: Duty Free-ს მაღაზიების ქსელების დამაარსებელმა ქველმოქმედებაზე 8 მლრდ. დახარჯა

Forbes: Duty Free-ს მაღაზიების ქსელების დამაარსებელმა ქველმოქმედებაზე 8 მლრდ. დახარჯა
access_time2020-09-20 20:35:56
ჩაკ ფინი მაღაზიების ქსელის Duty Free-ს წყალობით მილიარდერი გახდა, თუმცა, ამან მისი მოკრძალებული, და ასკეტური ცხოვრების წესი ვერ შეცვალა. მან სპეციალური ფონდი Giving While Living შექმნა, რომლის მიზანიც იყო აქტიური საქველმოქმედო საქმიანობის წარმოება სიცოცხლეში, და არა ფულის გადაცემა ფონდებისთვის გარდაცვალების შემდეგ,ბოლო 40 წლის მანძილზე ფინიმ ქველმოქმედებაზე 8 მლრდ. დოლარი გაიღო. 2012 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ 2 მლნ. დოლარი გადადო იმისთვის, რომ მას...

ყოგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში?

ყოგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში?
access_time2020-09-20 15:25:59
XX საუკუნის დასაწყისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობდა ადამიანი, რომელიც მტვერსასრუტებით და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით კი არა, ჩვეულებრივი წვიმით ვაჭრობდა. მას ჩარლზ ჰეტფილდი ერქვა და თაღლითი არ ყოფილა. მოთხოვნილება აჩენს მიწოდებას XX საუკუნუს დასაწყისში ამერიკის სოფლის მეურნეობა — სიმინდის, კარტოფილის და ბამბის უკიდეგანო მინდვრები იყო. დროულად მოსული წვიმა ფერმერს ამდიდრებდა, ხოლო გვალვა – აკოტრებდა. როდესაც...

როგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში

როგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში
access_time2020-09-16 16:05:58
XX საუკუნის დასაწყისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობდა ადამიანი, რომელიც მტვერსასრუტებით და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით კი არა, ჩვეულებრივი წვიმით ვაჭრობდა. მას ჩარლზ ჰეტფილდი ერქვა და თაღლითი არ ყოფილა.   მოთხოვნილება აჩენს მიწოდებას   XX საუკუნუს დასაწყისში ამერიკის სოფლის მეურნეობა — სიმინდის, კარტოფილის და ბამბის უკიდეგანო მინდვრები იყო. დროულად მოსული წვიმა ფერმერს ამდიდრებდა, ხოლო გვალვა – აკოტრებდა. როდესაც გამომწვარი მიწა...


მსგავსი სიახლეები

up