ირაკლი ღარიბაშვილი ჩანაწერებზე - როცა გამოიკვეთა ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის რეალური კონტურები სწორედ, მაშინ გამოიყენეს ეს უბინძურესი პროვოკაცია და სიყალბე

ირაკლი ღარიბაშვილი ჩანაწერებზე - როცა გამოიკვეთა ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის რეალური კონტურები სწორედ, მაშინ გამოიყენეს ეს უბინძურესი პროვოკაცია და სიყალბე

access_time2021-03-12 16:20:00

უბინძურესი პროვოკაცია და ფაბრიკაცია - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გავრცელებული ჩანაწერები. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტების მიერ ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ეს პროვოკაცია მიხეილ სააკაშვილის მხრიდან მომდინარეობს.



"აქამდე არ მქონდა შესაძლებლობა, გამეკეთებინა კომენტარი. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რას ემსახურებოდა აღნიშული პროვოკაცია. კარგად გვესმის, თუ საიდან, ვისგან მომდინარეობს აღნიშნული პროვოკაცია. ეს, რა თქმა უნდა, არის მიხეილ სააკაშვილის მცდელობა. იმ ფონზე, როცა გამოიკვეთა რეალური კონტურები პოლიტიკური შეთანხმების მიღწევისა ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის, სწორედ, მაშინ იქნა გამოყენებული ეს უბინძურესი პროვოკაცია და სიყალბე, ფაბრიკაცია. რა თქმა უნდა, ეს არის ყოვლად დაუშვებელი, მიუღებელი, დასაგმობი, როგორც ხელისუფლების ისე ოპოზიციის მხრიდან. იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის ჯანსაღი და კონსტრუქციული ნაწილი გაემიჯნება აღნიშნულ პროვოკაციას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.




ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მისი, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის მთავარი საზრუნავია მუშაობა ქვეყნის და ხალხის წინაშე არსებული გამოწვევების მოგვარებაზე, თუმცა ვინაიდან ჩანაწერებმა კითხვები გააჩინა, განმარტებას მოსახლეობისთვის აკეთებს.



„რა თქმა უნდა, ეს არის ჩემი პირდაპირი პასუხისმგებლობა და მოვალეობა. არ მსურს, აღნიშნული მდარე ხარისხის ბინძურ პროვოკაციებზე მიწევდეს ყოველთვის თავის მართლება და განმარტებების გაკეთება, მაგრამ ვინაიდან, საზოგადოებაში გაჩნდა შეკითხვები, მინდა, მხოლოდ მოსახლეობისთვის გავაკეთო განმარტება: ეს არის ფაბრიკაცია, 11 წლის წინანდელი ჩანაწერები. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მაშინ ჩვენ ვიყავით ტოტალური კონტროლის, ტოტალური მოსმენების მსხვერპლნი და ყველას უსმენდნენ. თვითონ ჩანაწერი შედგება უამრავი საუბრისგან, ეს არის ჩვეულებრივი ფაბრიკაცია. საუბარი იყო მაგალითად იმაზე, თუ რატომ ახსენებდა ბერა ივანიშვილი ჩემთან საუბარში, რომ მინისტრები დამირეკავდნენ. მინდა, განმარტება გავაკეთო მოსახლეობისთვის. მოგეხსენებათ, 8 წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი ბატონი ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდს, ჩვენ ვმართავდით არაერთ საქველმოქმედო პროექტს საქართველოში. ჩვენ 200-300 მლნ-ის პროექტები გვქონდა წლის განმავლობაში. მოგეხსენებათ, 3 მლრდ დოლარი აქვს ბატონ ბიძინას დახარჯული ამ ფონდის მეშვეობით ჩვენი ქვეყნისთვის და ბუნებრივია, მაშინ მე მიწევდა ურთიერთობა, პირდაპირი კომუნიკაცია მთავრობის უწყებებთან, მათ შორის მინისტრებთან. მე მქონდა არაერთი შეხვედრა აწ გარდაცვლილ კულტურის მინისტრთან ბატონ რურუასთან, ჯანდაცვის მინისტრ ბატონ კვიტაშვილთან და ჩვენ ვმუშაობდით ამ პროექტებზე, განათლების მინისტრთან, თბილისის მერთან, ეკონომიკის მინისტრთან. ასევე, მინდა ვთქვა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მეუღლესთან, ქალბატონ სანდრასთან ჩვენ გვქონდა არაერთ პროექტზე მოლაპარაკებები და მათი თხოვნების მოსმენები გვიწევდა. პრეზიდენტის დედა - ქალბატონი გიული ალასანია ჩემი ხშირი სტუმარი იყო, როდესაც ვიყავი ფონდ "ქართუს" პრეზიდენტი, იგი ფონდში ხშირად გვსტუმრობდა. აქედან გამომდინარე, მგონი პასუხი ძალიან მარტივია - მე პირდაპირი კომუნიკაცია მქონდა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან. რა თქმა უნდა, აქ არავითარი ლოგიკა არ არსებობს იმისა, თუ რატომ უნდა ყოფილიყო სხვანაირად აღქმული და გაგებული ეს საკითხი. ასევე, საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს ეს ჩანაწერები 2017 წელს იყო გაკეთებული, 2017 წელს მე ვიყავი ბიზნესში, პოლიტიკა დავტოვე 2015 წლის დეკემბერში და მას შემდეგ 4 წელი არ ვყოფილვარ საჯარო პოლიტიკაში. აქედან გამომდინარე, ეს არგუმენტიც არის აბსოლუტურად არალეგიტიმური და საფუძველს მოკლებული,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up