ირაკლი ღარიბაშვილი: „ბატონი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მხრიდან საზოგადოებას ყველა კითხვაზე გაეცა პასუხები“

ირაკლი ღარიბაშვილი: „ბატონი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მხრიდან საზოგადოებას ყველა კითხვაზე გაეცა პასუხები“

access_time2022-05-13 14:00:54

„მოვისმინე ის ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა ბატონ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გარკვეულ სირთულეებს, გადარიცხვებზე და სხვა აქტივობებზე, ჩვენ ასევე მოვისმინეთ ბატონი ივანიშვილის ადვოკატის, მისი ინტერესების დამცველის დეტალური განმარტებები და ვფიქრობ, საზოგადოებისთვის ყველაფერი ცნობილია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლანჩხუთში ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.

 


მთავრობის მეთაურის თქმით, თუ ბიძინა ივანიშვილი საჭიროდ ჩათვლის, დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას თავად მიაწვდის.

 

„როგორც მოვისმინეთ, შეიძლება პრეს-კონფერენციებიც გაიმართოს. თუ ეს მოხდება, მჯერა, რომ თავად ბატონი ბიძინა მიაწვდის საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას, თუ ეს საჭირო იქნება. ერთი რამ მინდა გითხრათ, ყველა ის ლეგიტიმური კითხვა, რაც დაისვა და გაჟღერდა ადვოკატების მხრიდან, რომელიც ეხებოდა ბანკის საქმიანობას და ა.შ, მე ამ დეტალებში არ შევალ, რადგან ეს ჩვენი მთავრობის განსახილველი არ არის, მაგრამ, ვინაიდან ასეთი მაღალი ინტერესი არსებობს, ბუნებრივია, ჩვენც ამას ყურადღებით ვაკვირდებით. ვიმეორებ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მხრიდან საზოგადოებას ყველა კითხვაზე გაეცა პასუხები და ვფიქრობ, ყველაფერი ნათელია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ბრიუსელში ვიზიტისას ძალიან ცნობილმა ლიდერებმა მითხრეს, რა ხდება, რა უბედურება გჭირთ? - პრემიერი

ბრიუსელში ვიზიტისას ძალიან ცნობილმა ლიდერებმა მითხრეს, რა ხდება, რა უბედურება გჭირთ? - პრემიერი
access_time2022-05-21 19:29:07
მაშინ, როცა ჩვენი მთავრობა მუშაობდა ინტენსიურად იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი მიეღოთ, ჩვენი ევროპელი კოლეგები, გაოცებული, მეც მიყვებოდნენ და ჩვენს კოლეგებსაც, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები დადიოდნენ ევროკავშირში და სთხოვდნენ,...

აკაკი ლეკიაშვილის შექმნილი Star Wars-ის მებრძოლი უკრაინას დაეხმარება

აკაკი ლეკიაშვილის შექმნილი Star Wars-ის მებრძოლი უკრაინას დაეხმარება
access_time2022-05-21 18:00:11
ეს შესაძლოა გამოიყურებოდეს გალაქტიკის ნაწილდად, მაგრამ Star...

Moody's უკრაინის საკრედიტო რეიტინგს ამცირებს

Moody's უკრაინის საკრედიტო რეიტინგს ამცირებს
access_time2022-05-21 19:00:46
საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Moody's-იმ უკრაინის საკრედიტო რეიტინგი Caa2-დან Caa3-მდე...

240 მეტრიანი შუშის ხიდი წალკის კანიონზე 15 ივნისიდან გაიხსნება

240 მეტრიანი შუშის ხიდი წალკის კანიონზე 15 ივნისიდან გაიხსნება
access_time2022-05-21 17:00:18
წალკის (დაშბაშის) კანიონზე მოწყობილი 240 მეტრიანი შუშის ხიდი ვიზიტორებს 15 ივნისიდან მოემსახურება. შეგახსენებთ, რომ კანიონზე მრავალფეროვანი ეკოტურისტული სივრცის მოწყობის სამუშაოებს...

მალფუჭებად პროდუქტს, რომელიც ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააქვთ, მწვანე სტატუსი მიენიჭება და სატვირთო მანქანებს რიგში დგომა არ მოუწევთ

მალფუჭებად პროდუქტს, რომელიც ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააქვთ, მწვანე სტატუსი მიენიჭება და სატვირთო მანქანებს რიგში დგომა არ მოუწევთ
access_time2022-05-21 16:00:38
მალფუჭებად პროდუქტს, რომელიც ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააქვთ, მწვანე სტატუსი მიენიჭება და სატვირთო მანქანებს რიგში დგომა არ მოუწევთ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ივა ჭყონიამ...


მსგავსი სიახლეები

up