ირაკლი დუმბაძე: თუ არჩილ კბილაშვილს ცრუ და პროვოკაციული განცხადებების პოვნა უნდა, ვურჩევ, საკუთარ პასქვილებს გადაავლოს თვალი...

ირაკლი დუმბაძე: თუ არჩილ კბილაშვილს ცრუ და პროვოკაციული განცხადებების პოვნა უნდა, ვურჩევ, საკუთარ პასქვილებს გადაავლოს თვალი...

access_time2020-07-29 14:20:25

„როგორც აღმოჩნდა, ბ-ნმა არჩილმა და მისმა დამკვეთმა ვერაფრით მოინელეს მათი სიცრუის გამოაშკარავება, როდესაც ცდილობდნენ დავერწმუნებინეთ, რომ თითქოს სარჩელის ნაცვლად, რაღაც სხვა, გაფრთხილების 2 ფურცლიანი წერილი გავუგზავნეთ. სწორედ მათი სიცრუე გამოააშკრავა ექსპერტიზამ და არა მხოლოდ ექსპერტიზამ (მოწმეთა ჩვენებები, მატერიალური დოკუმენტები, მხარეთა განმარტებები და სხვა),“ - ასე ეხმაურება „ლიდერფუდის“ დამფუძნებელი ირაკლი დუმბაძე ადვოკატ არჩილ კბილაშვილის გუშინდელ განცხადებას.


28 ივლისს, ადვოკატი არჩილ კბილაშვილი ირაკლი დუმბაძის მიერ გამოქვეყნებულ ბოლო განცხადებაში გაჟღერებულ მონაკვეთს ვრცელი განცხადებით გამოეხმაურა სადაც საუბარია, რომ არჩილ კბილაშვილი კონკრეტულ ხალხს უთვლის, თითქოს მათი საწინააღმდეგო განცხადებები მისი მარწმუნებლის, დავით ზეიკიძის დაჟინებული მოთხოვნით აქვს გაკეთებული და ამის გამო მათ ბოდიშს უხდის. ინფორმაციის თანახმად, კბილაშვილმა დუმბაძის მიერ გაკეთებულ ამ განცხადებას ცრუ და პროვოკაციული უწოდა.


ირაკლი დუმბაძე, თავის მხრივ აღნიშნულ განცხადებაზე ამბობს, რომ მსგავსი იარლიყები მის მიმართ საღ აზრს მოკლებულია. „კომერსანტი“ ირაკლი დუმბაძის საპასუხო განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:


„მინდა მოკლედ გამოვეხმაურო დავით ზეიკიძის ინტერესების დამცველ, ბ-ნ არჩილ კბილაშვილს, რომელიც სამწუხაროდ დიდი ხნის გასულია პროფესიული ეთიკის ფარგლებს და აგერ უკვე მერამდენე თვეა, სხვადახვა ფორმით ამახინჯებს რეალურ ფაქტებს და ყოვლად უმსგავსოდ ცდილობს ჩემს სასარგებლოდ მეტყველი ფაქტები, საკუთარ კლიენტს მოარგოს, ხოლო სადაც ეს არ გასდის, ყოველგვარი საღი აზრის გარეშე, კორუმპირებულის იარლიყს მაკერებს.


ყველას ხომ კარგად გვესმის, რომ მთელი მისი პასკვილები ჩემს რეპუტაციის შელახვას და საკუთარი, დამნაშავე კლიენტის „გათეთრებას“ ემსახურება!


თურმე ჩემი განცხადება ყოფილა სიცრუე და პროვოკაციული..... არადა, საკუთარ კლიენტთან ერთად, ხან სასამართლოს და ხან ექსპერტების მოსყიდვაში მადანაშაულებს. და ამას ჩადის ხალხი, რომლიც კორუფციული სისტემის მედროშეებად გვევლინებოდა არც ისე დიდი ხნის წინ. თუ ბატონი არჩილი თვალს ყურადღებით გადაავლებს  მისი და დავით ზეიკიძის გაკეთებულ განცხადებებს, ვპირდები, იმდენ სიცრუეს, პროვოკაციას და სიბინძურეს აღმოაჩენს, რამდენ წინადადებასაც ბოლომდე წაიკითხავს.


ახლა კი, ბატონი კბილაშვილი გვარწმუნებს, რომ თურმე, ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა კორუფციის ნიშნებს შეიცავს მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ერთ სამუშაო დღეში მომზადდა. არადა, ამავე საქმეზე, თავად ბ-ნ კბილაშვილს, იმავე ექსპერტიზის ბიუროში შეკვეთილი აქვს მსგავსი დასკვნა, რომელიც შეკვეთიდან მეორე სამუშაო დღეს მომზადდა (ორივე შემთხვევაში, მხარეებმა ექსპერტიზის დაჩქარებული მომსახურების წესით ვისარგებლეთ) მაგრამ, განსხვავება იმაშია, რომ ბ-ნმა არჩილმა დასკვნა სპეციალურად შეუკვეთა პარასკევ დღეს, ხოლო პასუხი მიიღო მომდევნო სამუშაო დღეს, ანუ ორშაბათს. ახლა კი, საზოგადოების და სასამართლოს შეცდომაში შეყვანის მიზნიც აცხადებს, რომ ერთ შემთხვევაში ექსპერტიზის დასკვნა 1 სამუშაო დღეში გაიცა, ხოლო მეორე (მის მიერ შეკვეთილი) 4 სამუშაო დღეში. სწორედ ამას ვეძახით ფაქტების დამახინჯებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას.


ასევე, საინტერესოა ბ-ნი კვილაშვილის ლოგიკა, რომელიც გვიცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები კორუფციის ნიშნებს შეიცავსო, და ამას იმით ასკვნის, რომ თითქოს სასამართლო ერთ დღეში მომზადებულ დასკვნას დაეყრდო. რეალურად კი, სასამართლოს ორივე ინსტანციაში განხილული და შეფასებული იქნა ათობით მტკიცებულება, რომელთა სიზუსტე არ ტოვებს ინტერპრეტაციის საშუალებას, ხოლო ბატონმა კბილაშვილმა და მისმა კლიენტმა ვერ შეძლეს მათი სიცრუის ჩვენთვის თავს მოხვევა. 


სწორედ ამიტომ მაბრალებენ კორუფციას და სხვა ათასგვარ სისაძაგლეს, თან ამას, ერთგვარი რევერანსებით, რომ თითქოს მთელი სისტემა კი არ მომისყიდია, არამედ მხოლოდ ორი ინსტანციის სასამართლო და ექსპერტიზის ეროვნული ბიურო. ახლა კი, მე ვსვამ კითხვას, თუ ასეთი ყოვლისშემძლე ვარ და ამხელა სისტემებზე ზეგავლენა შემიძლია, რატომ არ მიმართავს ბ-ნი კბილაშვილი სამართალდამცავ ორგანოებს და თუ მიმართავს, რატომ არ ხდება ჩემს მიმართ შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებების გატარება? აქვე გიპასუხებთ: სინამდვილეში, ბ-ნმა კბილაშვილმაც და მისმა დამკვეთმაც შესანიშნავად იციან, რომ მთელი ეს მასკარადი 2 მიზანს ემსახურება: 1. საზოგადოებაში და ბიზნეს წრეებში ჩემი რეპუტაციის შელახვას; 2. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ზემოქმედების მოხდენას.


მე ადრეც დავწერე და კვლავ ვიმეორებ, რომ მაქვს საფუძვლიანი ეჭვი და ინფორმაცია, რომ სწორედ დავით ზეიკიძე ცდილობს არალეგალური გზებით, კანონიერი გადაწყვეტილების შეცვლას და ჩემი კუთვნილი წილის მისაკუთრებას. ხოლო პრევენციის და საზოგადოების ყურადღების გადატანის მიზნით, მე მაბრალებს იმას, რასაც თავად სჩადის.


აღნიშნულთან დაკვშირებით მინდა ხმამაღლა განვაცხადო, რომ მიუხედავად ყველა იმ საეჭვო გარემოებისა, რაც დღითიდღე აშკარავდება დავით ზეიკიძის მხრიდან, მე განუხრელად მივყვები სამართლებრივ გზას, თუმცა ეს იმას არ ნიშნასვ, რომ რამეს ვერ ვხედავ ან არ მესმის. მე მჯერა სამართლიანობის და ვიბრძვი მის აღსადგენად, რომელიც ასე უსინდისოდ და ძალმომრეობით წამართვეს. აქვე გპირდებით, ბატონებო, რომ საზოგადოება აუცილებლად გაიგებს ყველა თქვენ ნამოქმედარს, რომლითაც დღეს ხართ დაკავებული ბნელ კულვარებში და რომლითც ცდილობთ ეს ქვეყანა და თითოეული ჩვენთაგანი დაგვაბრუნოთ იმ ჭაობში, სადაც ყველაზე კომფორტულად გრძნობს თავს თქვენნაირი კორუმპირებული და მაფიოზური მენტალიტეტის მქონე ხალხი, „ - ნათქვამია განცხადებაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up