ირაკლი ჩიქოვანი - შესაძლოა ციფრები არ იყოს მაღალი, მაგრამ, სწორედ, ასეთი დინამიკის შენარჩუნებისთვის უნდა დავიცვათ რეკომენდაციები

ირაკლი ჩიქოვანი - შესაძლოა ციფრები არ იყოს მაღალი, მაგრამ, სწორედ, ასეთი დინამიკის შენარჩუნებისთვის უნდა დავიცვათ რეკომენდაციები

access_time2020-04-27 22:10:33

ყველა შეზღუდვა, რომელიც აქამდე მოქმედებდა, ან ჯერ არ დაწესებულა, შესაძლოა ამოქმედდეს კონკრეტულ გეოგრაფიულ პუნქტში, ან ადმინისტრაციულ ერთეულში, ან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე და ეს იქნება დამოკიდებული ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა ან მის საფრთხეზე. შესაძლოა ციფრები არ იყოს მაღალი, მაგრამ ამან არ უნდა დაგვაიმედოს, სწორედ, ასეთი დინამიკის შენარჩუნების მიზნით ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ის შეზღუდვები, რომლებიც ეტაპობრივად უნდა მოიხსნას, შესაძლოა ახლიდან დაწესდეს, ან უფრო სწრაფად განხორციელდეს ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად.




„მთავრობის მიერ წარდგენილი შემსუბუქების და ეკონომიკის გახსნის გეგმაში ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ის შეზღუდვები, რომლებიც ეტაპობრივად უნდა მოიხსნას, შესაძლოა ხელახლა დაწესდეს, თუ ეს აუცილებელი იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ან უფრო სწრაფად განხორციელდეს, თუ ამის საშუალება გვექნება. ყველა გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და ზუსტად ეს ნაბიჯები და ეს შემსუბუქებები იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ უზრუნველვყოფთ თითოეული ჩვენგანი იმ რეკომენდაციების დაცვას, რაც აუცილებელია, რომ Covid-19-ის გავრცელება იყოს მინიმუმამდე შემცირებული,“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.



როგორც პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, Covid-19-ის გავრცელების პრევენციისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება მობილობის დაწევას და სოციალურ დისტანცირებას.



„ჩვენი მიზანია მობილობის დაწევა და ვცდილობთ, მაქსიმალურად ვუთხრათ საზოგადოებას, რომ მობილობის დაწევა არის, პრაქტიკულად, ერთადერთი გზა, რომელსაც თანამედროვე მსოფლიო იცნობს, ნებისმიერი განვითარებული სახელმწიფოც ამას იყენებს, რომ მაქსიმალურად ნაკლები კონტაქტი იყოს, მაქსიმალურად იყოს დაცული სოციალური დისტანცირება და ერთმანეთის გაფრთხილება, ესაა აუცილებელი მოთხოვნები. კარგად გვესმის, რომ აქ არის ორი ბრძოლა, ერთი - სადაც ვიბრძვით იმისთვის, რომ ჩვენს თანამოქალაქეების შევუნარჩუნოთ სიცოცხლე და თუ მათ Covid 19-ი შეეყარათ , შესაბამისი და ადეკვატური სამედიცინო სერვისები მივაწოდოთ და, მეორეს მხრივ, ქვეყანაში ნელ-ნელა შევძლოთ ეკონომიკური მდგომარეობის დაბრუნება იმ ტრაექტორიაზე, რომელიც Covid 19-მდე გვქონდა, ეს იქნება ამ ყველაფრის ბალანსი და ჩვენ ყველა გადაწყვეტილებას დავაფუძნებთ იმ რეკომენდაციებზე, რომლებსაც მივიღებთ სპეციალისტებისგან,“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up