ირაკლი ჩიქოვანი - ვმუშაობთ ყველა სახელმწიფოსთან კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებთან მიმოსვლის აღდგენის საშუალებას მოგვცემს

ირაკლი ჩიქოვანი - ვმუშაობთ ყველა სახელმწიფოსთან კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებთან მიმოსვლის აღდგენის საშუალებას მოგვცემს

access_time2020-07-06 22:40:20

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა დღევანდელ ბრიფინგზე ყურადღება გაამახვილა  ევროპული საბჭოს მიერ საკუთარი წევრი სახელმწიფოების მიმართ მიღებულ რეკომენდაციაზე, რომ 15 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, უსაფრთხო ქვეყნების სიაშია შეყვანილი.

 

ჩიქოვანის თქმით, აღნიშნული ფაქტი ხაზს უსვამს, რომ როგორც ხელისულფებამ, ისე საქართველოს მოქალაქეებმა „კოვიდ-19“-თთან ბრძოლის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევა შეძლეს, რასაც საერთაშორისო აღიარება მოჰყვა.

 

ჩიქოვანის შეფასებით, სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან ეს აღიარება არის ძალიან მნიშვნელოვანი და საქართველო მუშაობს ყველა სახელმწიფოსთან მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით კონკრეტული სამოქმედო გეგმისთვის.

 

„ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენთვის სასიამოვნოა, რომ ეს აღიარება არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მხრიდან, მაგრამ ეს რეკომენდაცია როგორც იცით არ არის სავალდებულო და თითოეულ სახელმწიფოს ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით აქვს თავისუფლება, დააწესოს კონკრეტული პროცედურები მიმოსვლასთან დაკავშირებით.


 

საქართველო მუშაობს ყველა სახელმწიფოსთან, რომ შევიმუშაოთ ძალიან კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რაც დაკავშირებული იქნება იმ პროცედურებთან, რომლებიც ამ ქვეყნებთან მიმოსვლის აღდგენის საშუალებას მოგვცემს. ამასთან, არის გარკვეული ლოჯისტიკური, ტექნიკური საკითხები, რომლებსაც, რამდენიმე თვის შემდგომ, რაც პრაქტიკულად გაჩერებულ რეჟიმში ვიყავით, მსოფლიო გაჩერებულ რეჟიმში იყო, სჭირდება მოწესრიგება და მოგვარება.

 

ეს მოლაპარაკებები არის ძალიან ინტენსიური, მოითხოვს ინდივიდუალურ მოლაპარაკებას და ამ თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული შედეგები, რომლებზეც დამატებით კიდევ იქნება მსჯელობა.

 

კონკრეტულ მიმართულებებთან და ვადებთან დაკავშირებით შეგვიძლია, ვისაუბროთ მოგვიანებით და ამას საზოგადოებას გავაცნობთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო აღმოჩნდა უსაფრთხო სახელმწიფოების ჩამონათვალში და როგორც ჩვენ, ისე ჩვენი ევროპელი კოლეგები იზიარებენ მოსაზრებას, რომ შემდგომში მიღებული ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს თანმიმდევრული, მეცნიერულ კვლევებსა და ეპიდემიოლოგების რჩევებზე დაყრდნობილი. ამ გადაწყვეტილებებმა არ უნდა დააზიანონ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც აქამდე იქნა მიღებული და მოგვიტანა ასეთი დადებითი შედეგი,“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

პირველი არხი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up