ირაკლი ჩიქოვანი - შეზღუდვები არ ვრცელდება იმ დაწესებულებებზე რომელთა ფუნქციონირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია

ირაკლი ჩიქოვანი - შეზღუდვები არ ვრცელდება იმ დაწესებულებებზე რომელთა ფუნქციონირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია

access_time2020-04-22 15:50:04

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა იმ დაწესებულებებისა და პირების ჩამონათვალი განმარტა, რომლებზეც საავტომობილო გადაადგილების შეზღუდვა არ ვრცელდება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


როგორც ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა, შეზღუდვები არ ვრცელდება იმ დაწესებულებებზე რომელთა ფუნქციონირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.



პრემიერის პრესსპიკერის განცხადებით, ავტომობილების გადაადგილება ძალიან მკაცრად კონტროლდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან და შსს-ს წარმომადგენლები ყოველდღიურად, 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, იმისათვის, რომ ამ დაშვებით ადამიანებმა ბოროტად არ ისარგებლონ.



„საზოგადოებაში გაჩენილი კითხვების საპასუხოდ, კიდევ ერთხელ გვინდა განვმარტოთ, თუ ვინ სარგებლობს დღეს იმ ნებართვებით, რომელიც მათ მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილების საშუალებას აძლევს.


მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არის საგანგებო მდგომარეობა, აუცილებელია, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ფუნქციონირება და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფუნქციების აღსრულება ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში არის ხელშეუხებელი და ამიტომ, ჩვენ გვჭირდებოდა შესაბამისი ნებართვის დაშვება ამ კონკრეტულ პირთა წრისთვის.


აღნიშნული ნებართვები გააჩნია - საკვები პროდუქტის, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის/ფარმაცევტული პროდუქტის მიტანის მომსახურების (ე.წ. „დელივერი სერვისი) გაწევის მიზნით თანამშრომლები:



მაგალითისთვის ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობენ მუშაობას აფთიაქები, რომელთაც აქვთ გადაადგილების ნებართვა და რომელთა რაოდენობა გახლავთ 2 835, მათ შორის 4 დიდი სააფთიაქო ქსელი, რომელსაც გააჩნია 901 ობიექტი.


რაც შეეხება სასურსათო მაღაზიებს, ქვეყანაში ნებართვით ფუნქციონირებს 5000 -ზე მეტი სასურსათო მაღაზია; ასევე, 1300 პურ-ფუნთუშეულის საცხობი, საწარმო, მაღაზია;


ქვეყანაში 1000-მდე სამედიცინო დაწესებულება ფუნქციონირებს, აქედან 300-ზე მეტი საავადმყოფო და მათი თანამშრომლები;


სამედიცინო მომსახურების გაწევის, ან მიღების მიზნით გადაადგილება;


ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების მიზნით, მედიასაშუალებების წარმომადგენლები;


საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვები;


შენობების საერთო დასუფთავებისა და დეზინფექციის მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილება;


ბანკომატების, სწრაფი გადახდის აპარატებისა და ტერმინალების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილება და ინკასაცია;


კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;


მიცვალებულის გადასვენების/დაკრძალვის მიზნით გადაადგილება;


საფოსტო და საკურიერო მომსახურების მიზნით გადაადგილება;


ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის მიწოდების, ასევე სატელეკომუნიკაციო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიზნით გადაადგილება;


ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების (მათ შორის ლიფტი, გაზსადენი და სხვა), ასევე წყლის, გაზის, ელექტროენერგიის, ინტერნეტის შეკეთების მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილება;


საჯარო დაწესებულებების მიერ განსაზღვრული პირები, რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად; სახელმწიფომ თავიდანვე მიიღო გადაწყვეტილება, მაქსიმალურად გადავსულიყავით დისტანციური რეჟიმით მომსახურებაზე, მაგრამ არიან ადამიანები და საჯარო მოხელეები, რომლებსაც აუცილებლად უწევთ გადაადგილება ავტომობილით. მათ შორის არიან ის ადამიანები, რომლებიც მუნიციპალიტეტებში ყოველდღიურად ეხმარებიან ათასობით ჩვენს მოქალაქეებს, მათ შორის მოხუცებს, რომ ისინი უზრუნველყოფილნი იყვნენ საკვები პროდუქტებით და მედიკამენტებით.


ამ ავტომობილების გადაადგილება ძალიან მკაცრად კონტროლდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან. შსს-ს წარმომადგენლები ყოველდღიურად, 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, იმისათვის, რომ ამ დაშვებით ადამიანებმა ბოროტად არ ისარგებლონ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up