ირაკლი ჩიქოვანი - შეიქმნება სპეციალური პლატფორმა, სადაც ყველას ექნება შესაძლებლობა იმისა, რომ მოგვაწოდონ ინფორმაცია, თუ რით არიან მზად, რომ გვერდში დაუდგნენ სახელმწიფოს

ირაკლი ჩიქოვანი - შეიქმნება სპეციალური პლატფორმა, სადაც ყველას ექნება შესაძლებლობა იმისა, რომ მოგვაწოდონ ინფორმაცია, თუ რით არიან მზად, რომ გვერდში დაუდგნენ სახელმწიფოს

access_time2020-03-18 16:05:16

„შედგა კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკის თემატური ჯგუფის შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან და რამდენიმე გადაწყვეტილება იქნა მიღებული. პირველ რიგში, სამწუხაროდ, როგორც იცით, ქვეყანაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ამ ვირუსის ფონზე დამატებითი სარგებელი და შემოსავალი ნახონ, მაგრამ ასეთი ჯგუფი არის მცირე და ამავდროულად, არიან ადამიანები, ვინც მზადყოფნას გამოთქვამენ, გვერდში დაუდგნენ სახელმწიფოს და საზოგადოებას რათა საზოგადოებრივი სიკეთე მივიღოთ ყველამ ერთად. ძალიან ბევრი ბიზნესი გამოეხმაურა ამ ვითარებას და მათ გამოთქვეს სურვილი და შესაძლებლობა, რომ მათი სერვისები დაახმარონ როგორც სახელმწიფო სტრუქტურებს, ასევე, საზოგადოებას. შესაბამისად, შეიქმნება სპეციალური პლატფორმა, ეს იქნება კომუნიკაციის შესაძლებლობა და საშუალება, სადაც ყველას ექნება შესაძლებლობა იმისა, რომ მოგვაწოდონ ინფორმაცია, თუ რით არიან მზად, გვერდში დაუდგნენ სახელმწიფოს და საზოგადოებას. ამის კოორდინაციას მოახდენს ბიზნესომბუდსმენი, მიხეილ დაუშვილი და ვთვლით, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი წამოწყება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით გამართული კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკის თემატური ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გააკეთა.


როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრს მოახსენეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ სრულდება რეკომენდაციები ბარების, რესტორნების, კაფეებისა და სხვადასხვა სივრცეების შეზღუდვასთან დაკავშირებით.



„პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოხსენდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ სრულდება რეკომენდაციები, რომლებიც ადრე იყო გაცემული და დაკავშირებულია კონკრეტულად ბარების, რესტორნებისა და კაფეების და სხვადასხვა სივრცეების შეზღუდვასთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები, ალბათ ყველამ დაინახა, რომ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ასეთი აკრძალვები უკვე ამოქმედდა და ეს რეკომენდაციები უკვე მოქმედებს, თუმცა სამწუხაროდ არსებობს იშვიათი გამონაკლისები, მაგრამ მაინც გამონაკლისები რომლებმაც ვერ შეძლეს ადეკვატურად აღექვათ ის რეკომენდაციები, რომლებიც ჩვენს მიერ იქნა გაცემული. მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ რეკომენდაციები, რომლებსაც იძლევა სახელმწიფო და მთავრობა არის სავალდებულო და შესასრულებელი და ეს არის რეკომენდაცია, რომელიც მიმართულია, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევძლოთ კორონავირუსთან გამკლავება, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.


მისივე თქმით, რა ბერკეტიც არ უნდა აამოქმედოს სახელმწიფომ, საზოგადოებრივი თანამონაწილეობა აუცილებელია.


„ყველას კარგად გვესმის, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს და რა ბერკეტიც არ უნდა აამოქმედოს სახელმწიფომ, თუ არ იქნა საზოგადოებრივი თანამონაწილეობა, ეს გადაწყვეტილებები შედეგს ვერ მოიტანს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მივმართავ ყველას თავი შეიკავონ ისეთი თავყრილობებისგან, რომლის ჩატარებაც აუცილებელი არ არის. ამ რეკომენდაციების შესრულებას სახელმწიფო კიდევ უფრო მეტად გააკონტროლებს, - განაცხადა პრემიერის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up