ირაკლი ჩიქოვანი - საქართველოს შეუძლია დადოს შედეგი ისეთ კრიზისულ ვითარებაში, როგორიც არის Covid-19-თან ბრძოლა, ეს არის მიზეზი იმ ყურადღებისა, რომელსაც ვიპყრობთ საერთაშორისო არენაზე

ირაკლი ჩიქოვანი - საქართველოს შეუძლია დადოს შედეგი ისეთ კრიზისულ ვითარებაში, როგორიც არის Covid-19-თან ბრძოლა, ეს არის მიზეზი იმ ყურადღებისა, რომელსაც ვიპყრობთ საერთაშორისო არენაზე

access_time2020-05-06 09:00:20

საქართველო, უკვე რამდენიმე წელია, აღიარებულია, როგორც რეფორმატორი ქვეყანა ევროკავშირის მეზობლად, ეს ცხადია. აღიარებულია დაწინაურებულ ქვეყნად ყველა იმ ურთიერთობაში, რა ურთიერთობებიც ჩვენ გვაქვს ევროკავშირთან მიმართებაში. საქართველოს აქვს ყველაზე დიდი პორტფელი რეფორმებისა, რომლებიც აქამდე გაგვიკეთებია და რომლებსაც შემდგომში ვგეგმავთ. ამ ყველაფრის ერთობლიობა და რეალური დანახვა იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფოს და საქართველოს სახელისუფლებო ვერტიკალს შეუძლია დადოს შედეგი, ისეთ კრიზისულ ვითარებაში, როგორიც არის Covid-19-თან ბრძოლა, არის მიზეზი იმ ყურადღებისა, რომელსაც ჩვენ ვიპყრობთ საერთაშორისო არენაზე - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


ირაკლი ჩიქოვანის თქმითვე, საქართველოს აქვს ნდობა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხრიდან, რომ მიიღოს ერთ-ერთი უმსხვილესი პაკეტი, რადგან შეუძლია სწორად და ადეკვატურად მიმართოს ეს რესურსი ხალხის საკეთილდღეოდ.



„ხაზი მინდა გავუსვა, რომ დღეს ევროკავშირში ასეთი პოლიტიკაა შემუშავებული - „Team Europe“, ანუ ევროპის გუნდი, სწორედ ამ გუნდის ნაწილია საქართველო და ეს არ ხდება ერთ დღეში, ეს ხდება თანმიმდევრული და მიზანმიმართული სვლით. საქართველოს არ აქვს დღეს საპოვნი მისასვლელი გზები პარტნიორებთან და არც სალაპარაკო ენა. ჩვენ დიდი ხანია, ერთ გზაზე ვდგავართ, დიდი ხანია, მივდივართ ერთიანი მიმართულებით ევროპასთან და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-სთან ერთად, ჩვენ ერთმანეთის კარგად გვესმის და ერთმანეთს ვენდობით.


საქართველოს ენდობიან, რომ მას შეუძლია საკუთარი ქვეყნის მართვა და შესაბამისად, შეუძლია კონკრეტული შედეგის დადება ძალიან რთულ და ძნელ ვითარებაში. ჩვენ გვაქვს იმის ნდობა, რომ მივიღოთ ერთ-ერთი უმსხვილესი პაკეტი, ერთ-ერთმა პირველმა, თუ პირველმა არა საერთაშორისო დონორების მხრიდან, რადგან საქართველოში არის სისტემური სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია სწორად და ადეკვატურად მიმართოს ეს რესურსი ხალხის საკეთილდღეოდ“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up