ირაკლი ჩიქოვანი - სამშობლოში დაბრუნების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს, ექნებათ საშუალება, ისარგებლონ „საქართველოს  ავიახაზების

ირაკლი ჩიქოვანი - სამშობლოში დაბრუნების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს, ექნებათ საშუალება, ისარგებლონ „საქართველოს ავიახაზების" ან „თურქეთის ავიახაზების" რეისებით

access_time2020-03-16 14:50:38

შემდეგი ორი კვირის განმავლობაში, ანუ ხვალ ღამით, 18 მარტის 00:00 საათზე იკრძალება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსვლა უცხო ქვეყნის მოქალაექებისათვის", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა,პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.


მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც ექნებათ სურვილი, დაბრუნდნენ სამშობლოში, ექნებათ საშუალება, გამოიყენონ ავიარეისები, რომელსაც ახორციელებს „საქართველოს ავიახაზები", ან "თურქეთის ავიახაზები".


„როგორც იცით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ზურაბ აბაშიძე ესაუბრა რუსეთის წარმომადგენლებს და რუსეთთან მიმართებაში ეს შეზღუდვა უკვე დღეიდან ძალაშია. საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც სურვილი აქვთ, დაბრუნდნენ სამშობლოში, ექნებათ საშუალება, გამოიყენონ ის ავიარეისები, რომელსაც ახორციელებს „საქართველოს ავიახაზები". ასევე, საქართველოში შემოსვლის შესაძლებლობა ექნებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც არიან ჩვენი თანამოქალაქეების უშუალო ოჯახის წევრები", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.



მისი თქმით, ასევე საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დროზე ადრე დაიხუროს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები, ასევე რეკომენდაცია ეძლევათ კაფეებს, რესტორნებს და ბარებს, შეზღუდონ მათი მომსახურების ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია უშუალოდ მოქალაქეების მომსახურებასთან.
„საკოორდინაციო საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ რეკომენდაცია მიეცეთ კაფეებს, რესტორნებს და ბარებს, შეზღუდონ მათი მომსახურების ის ნაწილი რომელიც დაკავშირებულია უშუალოდ მოქალაქეების მომსახურებასთან. მათ ექნებათ საშუალება, გააგრძელონ ოპერირება და ფუნქციონირება ე.წ. გატანის სერვისებისთვის, თუმცა ჩვენი რეკომენდააციაა, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს თავშეყრის ადგილები და კონტაქტი ჩვენს თანამოქალაქეებთან", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.


საბჭომ ასევე რეკომენდაცია მისცა 70 წელს გადაცილებულ საქართველოს მოქალაქეებს, მაქსიმალურად მოერიდონ ყველა თავშეყრის ადგილს და მაქსიმალურად შეეცადონ საკუთარი თავის იზოლაცას.


„სამედიცინო პერსონალის რჩევით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 70 წელს გადაცილებული საქართველოს მოქალაქეებისთვის გაცემულ იქნას რეკომენდაცია, რომ ისინი მაქსიმალურად მოერიდონ ყველა თავშეყრის ადგილს და მაქსიმალურად შეეცადონ საკუთარი თავის იზოლაციას, რათა თავიდან იქნეს არიდებული ნებისმიერი საფრთხე მათი ჯანმრთელობისათვის. აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ, პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნა სპეციალური მექანიზმი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საკოორდინაციო საბჭოს გადაწვეტილებების აღსრულებაზე", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.





29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-29 18:05:03
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 29 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

„სილქფესტი“ ორი დღით ულიმიტო პირობებს შეთავაზებს მომხმარებლებს

„სილქფესტი“ ორი დღით ულიმიტო პირობებს შეთავაზებს მომხმარებლებს
access_time2020-10-29 16:55:29
სილქნეტის მობილური ქსელის მომხმარებლები 30 და 31 ოქტომბერს „სილქფესტის“ აქციით შეძლებენ 30 დღით გაიაქტიურონ ულიმიტო პირობები სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებზე: კომბინაციით *019# მომხმარებელი ჩაირთავს ულიმიტო ინტერნეტს 19 ლარად, ხოლო კოდით *202# - ულიმიტო სასაუბრო* პირობას 10 ლარად გაიაქტიურებს. „სილქფესტით“ სარგებლობა შეეძლებათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. ასევე, შეზღუდვის გარეშე ორივე პაკეტის გამოყენება. *უსასრულო...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-29 21:00:29
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.წლების შემდეგ ქართული ექსპორტი ისევ რუსეთზე დამოკიდებული ხდება - დინამიკა ციფრებში და პრობლემები, რაც შეიძლება მომავალშიც განმეორდეს რუსეთი საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას ზრდის. წლების შემდეგ რუსეთი ქართული პროდუქციის უმსხვილესი...

რას გვპირდება მმართველი გუნდი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი

რას გვპირდება მმართველი გუნდი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი
access_time2020-10-29 17:00:01
8 წლიანი მმართველობის დასასრულს „ქართული ოცნება“ მესამე ვადით ცდილობს ხელისუფლებაში დარჩენას. მთავარ ორიენტირად ისევ მემარცხენე მიმართულება რჩება. საარჩევნო პროგრამაში პირველივე გვერდზე ვკითხულობთ სიტყვებს „მზრუნველი ხელისუფლება.“ პროგრამის ეკონომიკურ ნაწილში აღნიშნულია, რომ ქართულმა ოცნებამ მმართველობის პირველივე წლებიდან „ეკონომიკის ხარისხობრივი განვითარებისთვის ფუნდამენტური...

ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა

ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა
access_time2020-10-29 14:00:38
სომხეთში ექსპორტი სექტემბერში შემცირებულია, წლიურად (Y.Y) 67%-ი (09/2020 მთლიანი ექსპორტი ზრდა 8.6%Y.Y). $16 მლნ -და (L/Y - $44.6 მლნ, 7.7) ადგილობრივმა ექსპორტმა - 8,5 მლნ. დოლარი შეადგინა. კლება რეექსპორტის ხარჯზეა. რაც მსუბუქი ავტომობილების შემცირებით აიხსნება, რაც ძირითადი საექსპორტო ჯგუფია. 2019 წლის სექტებერში სომხეთში საქართველოდან $31 მლნ -ის ავტომობილი გავიდა, 09/2020 - 0. საქტატში აღრიცხული არ არის და მსხვილი ექსპორტიორის კავკასიის...


მსგავსი სიახლეები

up