საგანგებო მდგომარეობის ვადები მოვითხოვეთ ზუსტად იმ გაანგარიშებით და იმ ვადებით, რომელიც საშუალებას მოგვცემდა, სწორად დაგვეგეგმა ახალ კორონავირუსთან ბრძოლა როგორც სამედიცინო სფეროში, ასევე ეკონომიკის ნაწილში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვას, დასრულდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა 23 მაისს, პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა უპასუხა, რომ კონკრეტულ ვადებსა და თარიღებზე დღეს საუბარი მისი მხრიდან არასწორი იქნება.
„საგანგებო მდგომარეობა საჭიროა, ვიდრე ქვეყანა ებრძვის „კოვიდ-19“-ს, თუმცა სხვადასხვა ეტაპს აქვს სხვადასხვა მოთხოვნები. ჩვენ ამაზე საუბარი შეგვეძლება უფრო მოგვიანებით, მაშინ, როდესაც მივუახლოვდებით საგანგებო მდგომარეობის ამოწურვის ვადას“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
1tv.ge