ირაკლი ჩიქოვანი - საფრთხე კვლავაც არსებობს, ამიტომ მთავარი მოთხოვნაა, დავიცვათ სოციალური დისტანცია და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში დავტოვოთ საცხოვრებელი ადგილი

ირაკლი ჩიქოვანი - საფრთხე კვლავაც არსებობს, ამიტომ მთავარი მოთხოვნაა, დავიცვათ სოციალური დისტანცია და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში დავტოვოთ საცხოვრებელი ადგილი

access_time2020-04-27 21:53:27

ღონისძიებების შემსუბუქება ან რაიმე შეზღუდვის მოხსნა არ გულისხმობს იმას, რომ კოვიდ-19-თან ბრძოლა დასრულებულია, ან შეგვიძლია ვთქვათ, საქართველოში ეს საფრთხე არ დგას; დიახ, საფრთხე კვლავაც არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში ჩართვისას განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



პრემიერის პრესსპიკერმა საზოგადოებრივ მაუწყებელს და მის ჟურნალისტებს მადლობა გადაუხადა ყველაზე ცხელ წერტილებში - მკაცრი კარანტინით ჩაკეტილ რეგიონებში მუშაობისთვის და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდებისთვის.




ირაკლი ჩიქოვანმა ისაუბრა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე და აღნიშნა, რომ საფრთხე ისევ არსებობს, თუმცა ხელისუფლების მხრიდან ადრეულ ეტაპზევე გადადგმულმა ნაბიჯებმა დადებითი შედეგი მოიტანა.



„რა თქმა უნდა, ეს შედარებითია. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ის მსხვერპლი რაც გვაქვს, პოზიტიურია, მაგრამ ის ციფრები, რაც არსებობს თუნდაც მეზობელ სახელმწიფოებში და ზოგადად მსოფლიოში, ეს არის დადებითი შედეგი. მსუბუქი ავტომობილების გადაადგილებაზე აკრძალვის მოხსნის შემდეგ, გვქონდა მოლოდინი, რომ აკრძალვის პერიოდში მათ დაუგროვდებოდათ ისეთი საკითხები, რომელთა გადაჭრა ავტომანქანით გადაადგილებას მოითხოვდა. ასევე იყო ბევრი დაცალკევებული ოჯახი იმის გამო, რომ სააღდგომო პერიოდში მოქალაქეებმა დატოვეს ესა თუ ის გეოგრაფიული პუნქტი, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღეს და ხვალ ჩაკეტილ დიდ ქალაქებში შესაძლებელია დაბრუნება ფაქტობრივ მისამართზე. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ყველა ეპიდემიოლოგის, ყველა მედიკოსის, დავიცვათ სოციალური დისტანცია და მხოლოდ და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში დავტოვოთ ჩვენი საცხოვრებელი ადგილი", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up