ირაკლი ჩიქოვანი - საერთაშორისო გამოხმაურება მიუთითებს იმაზე, რომ საერთაშორისო პარტნიორები ენდობიან საქართველოს ხელისუფლებას კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიმართულებით

ირაკლი ჩიქოვანი - საერთაშორისო გამოხმაურება მიუთითებს იმაზე, რომ საერთაშორისო პარტნიორები ენდობიან საქართველოს ხელისუფლებას კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიმართულებით

access_time2020-06-01 14:13:43

ცხადი ხდება, რომ თანამედროვე მსოფლიოში, სადაც შეზღუდული ტურისტული შესაძლებლობებია, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელიც გახსნის საკუთარ საზღვრებს საერთაშორისო ტურისტებისთვის და მათ უსაფრთხო დასვენების შესაძლებლობას შესთავაზებს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანი The Washington Post-ის სტატიას, რომელშიც საუბარია საქართველოს წარმატებაზე კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



პრემიერის მრჩევლის შეფასებით, ის, რომ მრავალი ავტორიტეტული საერთაშორისო მედიასაშუალება ღიად საუბრობს საქართველოს წარმატებაზე კოვიდ-19-თან ბრძოლის თვალსაზრისით, საერთაშორისო პარტნიორების ნდობაზეც მიუთითებს.



„მსგავსი საერთაშორისო გამოხმაურება მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ენდობიან საქართველოს ხელისუფლებას, რომ მას შესწევს უნარი, ეფექტიანი იყოს კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, მეორეს მხრივ ისინი ენდობიან ჩვენს კერძო სექტორს, სასტუმროებსა და ტურისტულ ბიზნესს, რომელმაც უზარმაზარი გამოცდილება მიიღო ბოლო თვეების განმავლობაში. დაგროვილი გამოცდილება კი მათ აძლევს საშუალებას, თავიდან აირიდონ ნებისმიერი ფორმით კოვიდ-19-ის გავრცელება", - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.




„შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან დასვენების ნავსაყუდელად წარმოგვიდგება“ , - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გავლენიანი გამოცემა The Washington Post.



„გვერდზე გადავდოთ უძველესი ვენახები, სათხილამურო კურორტები და შავი ზღვის სანაპიროები. საქართველოს ახალი ტურისტული არეალი აქვს - ადგილი, სადაც პანდემიისგან დაისვენებ“, - წერს Washington Post.



სტატიის თანახმად, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში საქართველო წარმატების მაგალითია, ახლა კი სურს, რომ ეს წარმატება დასვენებისკენ მიმართოს.







მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია
access_time2020-07-10 17:55:51
„სილქნეტისა“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოუწოდებს, არ იქნას ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც სატელეკომუნიკაციო სექტორს დააზარალებს. მისი თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ამ რედაქციით კანონში შეტანა არ იქნება მართებული. „ამ რედაქციით ამ კანონის მიღება უბრალოდ არ იქნება სწორი და მართებული. მე ვფიქრობ, რომ ემოციები უნდა გავწიოთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...


მსგავსი სიახლეები

up