ირაკლი ჩიქოვანი - მოქალაქეებმა უნდა გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რომელიც ტურიზმის თვალსაზრისით ქვეყნის შიგნით არსებობს

ირაკლი ჩიქოვანი - მოქალაქეებმა უნდა გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რომელიც ტურიზმის თვალსაზრისით ქვეყნის შიგნით არსებობს

access_time2020-07-08 21:10:11

Covid-19-მა შეცვალა ჩვენი ყოველდღიურობა, ჩვენი ყოფის წესი, არა მხოლოდ საქართველოში არამედ მის ფარგლებს გარეთაც. პირველი ამოცანა იყო ვირუსის შეკავება, ახლა ჩვენი შემდგომი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნდეთ ნორმალურ ეკონომიკურ აქტივობებს და ცხოვრებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.


მისივე თქმით, საერთაშორისო ტურიზმის მხრივ ქვეყანას ვერ ექნება ისეთი აქტივობა ვიზიტორების თვალსაზრისით, როგორც ადრე და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ხელი შევუწყოთ შიდა ტურიზმს.



„საქართველოს სახელმწიფოს ბუნებრივი მდგომარეობა არის ის, რომ სახელმწიფო არის გახსნილი, საინტერესო ევროპელი პარტნიორებისთვის და ევროპელი მოქალაქეებისთვის. ვიწყებთ, რომ ნელ-ნელა, ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ დავუბრუნდეთ ჩვეული ცხოვრების რიტმს, თუმცა ნორმალური ყოფა და ჩვეული ცხოვრება ეს არ იქნება ისეთივე, როგორიც აქამდე გვქონდა, მსოფლიო ექსპერტები საუბრობენ რომ „ახალი ნორმალური პირობების" შეგუება მოგვიწევს. ჩვენთვის ესაა პირველი ნაბიჯი იმისკენ რომ დავუბრუნდეთ ნორმალური ცხოვრების რიტმს და ეკონომიკურ აქტივობებს. საერთაშორისო ტურიზმის მხრივ ჩვენ ვერ გვექნება ისეთი აქტივობა ვიზიტორების თვალსაზრისით, რომელიც აქამდე გვქონდა, ეს ერთმნიშვნელოვანი და ცალსახაა, თუმცა არ მგონია, რომ საქართველოს შემთხვევაში, როგორც სხვა დანარჩენ შემთხვევაში ჩვენ პირდაპირ შეგვეძლოს სხვა ქვეყნების მაგალითების გადმოტანა. ჩვენ გვჭირდება ადაპტირება ტურიზმის გახსნის თვალსაზრისით სხვა ქვეყნების პრაქტიკისა და ჩვენი მიგნებების გათვალისწინებით და ასევე არის ციფრებიც. ციფრები ალბათ ნამდვილად იქნება შორს იმ ციფრებისგან, რომელიც თავის დროზე არსებობდა, თუმცა ჩვენ მთლიანად სახელმწიფო, თითოეული მოქალაქე მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ხელი შევუწყოთ ადგილობრივ ტურიზმის. საქართველოს ბევრი მოქალაქე დადიოდა საქართველოს საზღვრებს გარეთ, არა მარტო ევროპაში, მათ უნდა გამოიყენონ ის ბრწყინვალე შესაძლებლობები, რომელიც ტურიზმის თვალსაზრისით ქვეყნის შიგნით არსებობს. აქ არ არის საუბარი კომპენსირებასა და გათანაბრებაზე იმ შემოსავლებთან, რაც ადრე არსებობდა, აქ საუბარია იმაზე რომ ჩვენ გადავდგათ პირველი ნაბიჯები იმისთვის, რომ დავუბრუნდეთ ნორმალურ რიტმს," - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up