ირაკლი ჩიქოვანი -  მნიშვნელოვანია ყველამ დავიცვათ რეკომენდაციები, მიუხედავად იმისა, რომ დღეიდან ამოქმედდა დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების და ეკონომიკური გახსნის გეგმა

ირაკლი ჩიქოვანი - მნიშვნელოვანია ყველამ დავიცვათ რეკომენდაციები, მიუხედავად იმისა, რომ დღეიდან ამოქმედდა დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების და ეკონომიკური გახსნის გეგმა

access_time2020-04-27 13:43:47

დღეს ჩატარდა საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა, სადაც განხილულ იქნა ქვეყანაში არსებული ვითარება Covid-19-თან ბრძოლის თვალსაზრისით და მინდა, მოგაწოდოთ რამდენიმე ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყანაში დღეს არსებულ ვითარებასთან - დღეიდან ამოქმედდა დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების და ეკონომიკური გახსნის გეგმა, რაც გულისხმობს იმას, რომ დღეიდან შესაძლებელია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება და ტაქსების ოპერირება. აგრეთვე, შესაძლებელია ონლაინ ვაჭრობა, როგორც საბითუმო, ისე საცალო და ამოქმედდება აგრარული ბაზრები. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ყველა ეს სერვისი, თუ შეზღუდვის მოხსნა განხორციელდება ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური პროტოკოლის და ასევე შესაბამისი სამინისტროების სპეციალური რეგულაციების მკაცრი დაცვით. ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ დავიცვათ ის მოთხოვნები, რომლებიც აუცილებელია, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში იხსნება ეკონომიკური შესაძლებლობები და გარკვეულწილად მსუბუქდება შეზღუდვები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



მისივე თქმით, მოქალაქეებმა ამ შეზღუდვების შემსუბუქება არ უნდა აღიქვან, როგორც Covid 19-თან ბრძოლაში გამარჯვება. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ეტაპი, შესაძლებლობა, რომელიც გააზრებულად უნდა გამოიყენონ და ყველამ უნდა დაიცვას სოციალური დისტანცია, რათა უზრუნველყოფილ იქნას მაქსიმალური სიფრთხილე, Covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით.



„შეზღუდვების ეს შემსუბუქება არ გავრცელდება იმ მუნიციპალიტეტებსა და ადმინისტრაციულ ერთეულებზე, სადაც ჩვენ მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გვაქვს დაწესებული. გარდა ამისა, ყველა სხვა შეზღუდვა, განაგრძობს მოქმედებას და მათ შორის, ე.წ. კომენდანტის საათი, რომელიც გულისხმობს გადაადგილების შეზღუდვას 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე. ასევე, იცით, რომ ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს დიდ ქალაქებში შესვლის და გამოსვლის შეზღუდვა, რაც გულისხმობს თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში შესვლა-გამოსვლის შეზღუდვას. თუმცა, დავუშვით გამონაკლისი და დღეს და ხვალ, ანუ 27 და 28 აპრილს ჩვენს თანამოქალაქეებს შეეძლებათ ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის ადგილებზე გადაადგილება და, რა თქმა უნდა, მათ შეეძლებათ დაბრუნება რეგისტრაციის მისამართებზე ნებისმიერ დროს და ეს შეზღუდვა, ისე, როგორც აქამდე განაგრძობს მოქმედებას,"- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.




პრემიერის პრესსპიკერის განცხადებით, მიუხედავად შეზღუდვების შემსუბუქებისა, შესაძლოა, ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად მთავრობის მიერ წარდგენილი ეტაპობრივი გეგმა დაჩქარებით იქნას მიღებული, ან პირიქით, შეზღუდვები ხელახლა ამოქმედდეს.



„საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი გეგმა იყო თანმიმდევრული და მას რამდენიმე ეტაპი გააჩნდა. გარკვეული პერიოდი გვაქვს დასაცავი ეტაპებს შორის, თუმცა, ხაზგასმით ითქვა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, ჩვენ შესაძლებელია მოგვიწიოს, როგორც ამ გეგმის დაჩქარებით მიღება, ასევე არ გამოვრიცხავთ, რომ თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება დამძიმდა, ხელახლა ავამოქმედოთ შეზღუდვები და ხელახლა მოგვიწიოს შეზღუდვების დაწესება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ თანამოქალაქეებს, რომ მათ გაითვალისწინონ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც არსებობს დღეს ქვეყანაში და მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს და წრეს," - მიმართა ირაკლი ჩიქოვანმა მოქალაქეებს.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up