ირაკლი ჩიქოვანი - მნიშვნელოვანია ევროკავშირთან შეიქმნას უფრო მეტი საკომუნიკაციო და სატრანსპორტო კავშირები, რაც თავის მხრივ, საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების მეტ შესაძლებლობას შექმნის

ირაკლი ჩიქოვანი - მნიშვნელოვანია ევროკავშირთან შეიქმნას უფრო მეტი საკომუნიკაციო და სატრანსპორტო კავშირები, რაც თავის მხრივ, საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების მეტ შესაძლებლობას შექმნის

access_time2020-01-21 23:50:00

მნიშვნელოვანია ევროკავშირთან შეიქმნას უფრო მეტი საკომუნიკაციო და სატრანსპორტო კავშირები, რაც თავის მხრივ, საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების მეტ შესაძლებლობას შექმნის, - ამის შესახებ საერთაშორისო საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის შესახებ განაცხადა. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.



მისი თქმით, საქართველოს აქვს უფრო მეტი შესაძლებლობა, გამოიყენოს თანამშრომლობის ის პოტენციალი, რომელიც ევროკავშირთან არსებობს.



„დავოსში გამართულ შეხვედრებზე საუბარი შეეხო ეკონომიკურ საკითხებს. საქართველოს აქვს უფრო მეტი შესაძლებლობა, გამოიყენოს თანამშრომლობის ის პოტენციალი, რომელიც ევროკავშირთან არსებობს. მათ შორის არის საუბარი უფრო მეტ საკომუნიკაციო და სატრანსპორტო კავშირების შექმნაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ეს არის მთავარი საკითხი, რომელსაც ჩვენ ვიხილავთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა შეიქმნას ჩვენი მოქალაქეებისთვის, რამაც უნდა შექმნას უფრო მეტი სამუშაო ადგილები. ასევე საუბარი შეეხო იმ სამიტს, რომელიც შედგება 2020 წლის ივნისში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, სადაც ჩვენი პოზიცია არის ერთმნიშვნელოვანი - საქართველო მზად არის კიდევ უფრო მეტი შედეგებისთვის, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.




როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა აღნიშნა, ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში პრემიერმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა ევროპელ ლიდერებთან, სადაც საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოში მიმდინარე რეფორმები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერა იყო.



„საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მსოფლიო ეკონიმიკური ფორუმის ფარგლებში განაგრძობს შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან. შეხვედრები შედგა ბულგარეთისა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრებთან, ასევე ლიეტუვას პრეზიდენტთან. შეხვედრებზე საუბარი იყო რა თქმა უნდა, საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე და ჩვენმა პარტნიორებმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ასევე ისინი რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გმობენ იმ ოკუპაციას, რის ქვეშაც იმყოფება ჩვენი სახელმწიფო, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.








ლევან დავითაშვილი - ბიზნესსექტორი უნდა იყოს განსაკუთრებით სოლიდარული, რათა მოსახლეობას პროდუქციის ფასების და მიწოდების კუთხით პრობლემა არ შეექმნას

ლევან დავითაშვილი - ბიზნესსექტორი უნდა იყოს განსაკუთრებით სოლიდარული, რათა მოსახლეობას პროდუქციის ფასების და მიწოდების კუთხით პრობლემა არ შეექმნას
access_time2020-03-29 12:00:35
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მეფრინველეობის ფაბრიკების და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებს...

გიორგი ქადაგიძე: თუ ვინმეს იმედი შეიძლება გვქონდეს ამ მსოფლიო კრიზისის დროს, ისევ ამერიკელების და დასავლური სამყაროსი

გიორგი ქადაგიძე: თუ ვინმეს იმედი შეიძლება გვქონდეს ამ მსოფლიო კრიზისის დროს, ისევ ამერიკელების და დასავლური სამყაროსი
access_time2020-03-29 10:00:47
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე აშშ-ში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სოციალუ ქსელში პოსტს აქვეყნებს: "ბოლო დღეებში დასავლეთზე და მათ შორის აშშ-ზე რამდენიმეჯერ ქილიკი შემომხვდა, ეფექტურად როგორ ვერ შეაჩერეს ვირუსის გავრცელებაო.ჰოდა, გავიხსენოთ რამდენიმე ფაქტი :1. ბოლო 50 წელიწადში 15 წლით რომ მოიმატა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობამ და 80 წელს მიუკაკუნა, ვისი დამსახურებაა? (ამერკის პრეზიდენტობის კადიდატი დემოკრატებიდან, 77 ან 79 წლის...

ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთთან ე.წ. საზღვარს კეტავს

ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთთან ე.წ. საზღვარს კეტავს
access_time2020-03-29 11:00:58
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ....

გიორგი გახარია - ყველა ბიზნესმენს, ვისაც შეუძლია, შექმნას ადგილობრივი წარმოება, პირადად მე და მთავრობა გვერდში დავუდგებით

გიორგი გახარია - ყველა ბიზნესმენს, ვისაც შეუძლია, შექმნას ადგილობრივი წარმოება, პირადად მე და მთავრობა გვერდში დავუდგებით
access_time2020-03-28 19:16:14
...

ღია საზღვრები და ტესტირებაზე უარის თქმა - რატომ არ იყენებს შვედეთი კორონავირუსთან ბრძოლაში მკაცრ ზომებს?

ღია საზღვრები და ტესტირებაზე უარის თქმა - რატომ არ იყენებს შვედეთი კორონავირუსთან ბრძოლაში მკაცრ ზომებს?
access_time2020-03-28 21:00:20
კორონავირუსის პანდემიის ფონზე ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში ცხოვრება გაჩერდა, შვედეთში კი მაღაზიები, სკოლები და რესტორნები კვლავ ღიაა და კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. Deutsche...


მსგავსი სიახლეები

up