ირაკლი ჩიქოვანი - მინდა მივმართო თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს,  ძალიან ყურადღებით იყვნენ, როდესაც თავიანთ მოგზაურობას დაგეგმავენ, რადგან რეგულაციები და სტანდარტები არის ცვალებადი

ირაკლი ჩიქოვანი - მინდა მივმართო თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, ძალიან ყურადღებით იყვნენ, როდესაც თავიანთ მოგზაურობას დაგეგმავენ, რადგან რეგულაციები და სტანდარტები არის ცვალებადი

access_time2020-07-08 20:20:01

მინდა მივმართო თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, რომელსაც მიეცა საშუალება, თავისუფლად გადაადგილდეს იმ ევროპულ სახელმწიფოებში, რომელმაც გაუხსნა საქართველოს მოქალაქეებს საზღვარი, ძალიან ყურადღებით იყვნენ, როდესაც თავიანთ მოგზაურობას დაგეგმავენ, რადგან რეგულაციები და სტანდარტები არის ცვალებადი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ყველა სახელმწიფო ხელმძღვანელობის მის ხელთ არსებული გარემოებებით და ვითარებით. პრემიერის მრჩევლის განცხადებით, ევროკავშირშიც არიან სახელმწიფოები, რომლებმაც არა აუცილებელი მიზნებისთვის საზღვარი არ გაუხსნეს ევროკავშირის წევრ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებს.




„საბოლოო შედეგი თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია იმ ვითარებაზე, რაც იქნება ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ასევე, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ურთიერთობები და მიმოსვლა არსებობს იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებიც არ არიან იმ 15 სახელმწიფოს შორის, რომელიც გამოცხადებულია, როგორც უსაფრთხო სახელმწიფო, ასევე ევროკავშირის ქვეყნებთან. ასე, რომ ბევრი გარემოება არსებობს და ასე მარტივად არ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, როგორც ოპოზიცია აპელირებს. გადაწყვეტილებებს ვაფუძნებთ კონკრეტულ შედეგებზე. ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირის სახელმწიფოებთან საზღვრების გახსნაზე. რაც შეეხება სახმელეთო საზღვრებს, სახმელეთო საზღვრებზე რჩება ის რეგულაციები, რაც აქამდე არსებობდა.



თვითონ ევროკავშირშიც არიან სახელმწიფოები, რომლებმაც არ გაუხსნეს საზღვარი ევროკავშირის წევრ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებს, არა აუცილებელი მიზნებისთვის. ყველა სახელმწიფო ხელმძღვანელობის მის ხელთ არსებული გარემოებებით და ვითარებით. ეს არის ცვალებადი პროცესი და მინდა მივმართო თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, რომელსაც მიეცა საშუალება, რომ თავისუფლად გადაადგილდეს იმ ევროპულ სახელმწიფოებში, რომელმაც გაუხსნა საქართველოს მოქალაქეებს საზღვარი, ძალიან ყურადღებით იყვნენ, როდესაც თავიანთ მოგზაურობას დაგეგმავენ, რადგან რეგულაციები და სტანდარტები არის ცვალებადი, ევროკავშირში, არ ვსაუბრობთ საქართველოს მხარეზე, შესაბამისად, მაქსიმალური ყურადღებით გაითვალისწინონ ყველა ის გარემოება, რომელსაც ისინი შეიძლება გადააწყდნენ მგზავრობის დროს", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up