ირაკლი ჩიქოვანი - ივლისში Wizz Air-ი და Myway Airlines-ი ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად სპეციალურ ჩარტერულ რეისებს რამდენიმე მიმართულებით განახორციელებს

ირაკლი ჩიქოვანი - ივლისში Wizz Air-ი და Myway Airlines-ი ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად სპეციალურ ჩარტერულ რეისებს რამდენიმე მიმართულებით განახორციელებს

access_time2020-07-06 21:00:00

მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ივლისში ორი ავიაკომპანია, Wizz Air-ი და Myway Airlines-ი განახორციელებს სპეციალურ ჩარტერულ რეისებს რამდენიმე მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



პრემიერის მრჩეველმა მედიას გააცნო ავიარეისების ჩამონათვალი, რომელიც ივლისში განხორციელდება. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ყველა მოქალაქე, რომელიც დაბრუნდება საქართველოში, ისინი კვლავაც ვალდებულნი იქნებიან, გაიარონ 14 დღიანი კარანტინი, რასაც სახელმწიფო უზრუნველყოფს.




„ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი, რომელიც COVID-19-ის პირობებში სახელმწიფომ განახორციელა და საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფო, რომელმაც შეძლო თავისი მოქალაქეების რეპატრიაცია და დაბრუნება საკუთარ სამშობლოში, კვლავ განახლდება და უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ივლისში ორი ავიაკომპანია, Wizz Air-ი და Myway Airlines-ი განახორციელებს სპეციალურ ჩარტერულ რეისებს რამდენიმე მიმართულებით. ეს მიმართულებები და თარიღები არის შემდეგი - 13 ივლისი - ვარშავა, 15 ივლისი - ბარსელონა, 17 ივლისი - რომი, 22 ივლისი - პარიზი და 28 ივლისი - ათენი. ამ მიმართულებებზე, ჩვენი მოქალაქეებისთვის არ უნდა აღემატებოდეს 200 ევროს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ის მოქალაქე, რომელიც დაბრუნდება საქართველოში, ისინი კვლავაც ვალდებულნი იქნებიან, გაიარონ 14 დღიანი კარანტინი, რასაც სახელმწიფო უზრუნველყოფს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.








„სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა

„სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა
access_time2020-08-14 12:55:34
„სმარტმა“ ზესტაფონსა და ქუთაისს შორის, სოფელ არგვეთას მონაკვეთზე მდებარე „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა მომსახურების კომპლექსში „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა და ამიერიდან მომხმარებლებს „სმარტის“ ქსელში ყველაზე გემრიელი „დედა ხაჭაპურის“ დაგემოვნება გამარჯვებული ხაჭაპურის ავტორის რეცეპტით შეეძლებათ. „დედა ხაჭაპური“ იგივე იმერული ხაჭაპურია, რომელიც კონკურსის მონაწილე „სმარტის“ თანამშრომლემა კომპეტენტური ჟიურის რეკომენდაციებით და წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით მოამზადეს. „გასტრონავტის“...

რუსეთმა შესაძლოა, ვაშლისა და ქლიავის იმპორტზე კვოტები დააწესოს - რა რაოდენობის პროდუქტი გადის საქართველოდან

რუსეთმა შესაძლოა, ვაშლისა და ქლიავის იმპორტზე კვოტები დააწესოს - რა რაოდენობის პროდუქტი გადის საქართველოდან
access_time2020-08-14 14:10:52
რუსეთმა შესაძლოა, ვაშლისა და ქლიავის იმპორტზე კვოტები დააწესოს. სწორედ ამ მოთხოვნით მიმართეს ადგილობრივმა ფერმერებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს. მათ აზრით, იმპორტირებული ხილის დიდი რაოდენობა, ადგილობრივი პროდუქციის ფასებს ამცირებს. ამის შესახებ ინფორამციას AgroTimes ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის რუსეთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. მეტიც, გასულ წელს იმპორტირებული ვაშლის 87,2 %, ხოლო ქლიავის 89,2% სწორედ რუსეთში...

„ლონდონის ბირჟიდან თავისი სურვილით არავინ გადის, GHG-ში სერიოზული ფინანსური პრობლემებია“ - სერგო ჩიხლაძე

„ლონდონის ბირჟიდან თავისი სურვილით არავინ გადის, GHG-ში სერიოზული ფინანსური პრობლემებია“ - სერგო ჩიხლაძე
access_time2020-08-14 13:00:41
„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) არალიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა. კომპანიის ინფორმაციით, ბირჟიდან მოხსნის შემდეგ ლიკვიდურობა შენარჩუნებულ იქნა, GHG კერძო კომპანია გახდა და მისი აქციები Georgia Capital-მა გამოისყიდა, რომელიც აქამდე „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ 70.6%-იანი წილის მფლობელი იყო. ბოლო დღეებში ქართულ მედიაში საქართველოს საფონდო ბირჟის დირექტორი გიორგი ფარესიშვილის და რამდენიმე ექსპერტის მიერ გამოთქმული გამამართლებელი არგუმენტების...

ივლისში ფულადი გზავნილები 22.1%-ით გაიზარდა

ივლისში ფულადი გზავნილები 22.1%-ით გაიზარდა
access_time2020-08-14 15:20:52
2020 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 188.7 მლნ აშშ დოლარი (578.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 22.1%-ით (34.2 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.6% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების...

მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის პროექტს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს

მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის პროექტს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს
access_time2020-08-14 11:00:51
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, რომ მიესალმებიან მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის პროექტის ინიციირებას და მას საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ. როგორც ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული: „უკვე არაერთი წელია, რაც პროფესიული წრეები, ბიზნესისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ დღეს მოქმედი, სამეწარმეო საქმიანობის მარეგულირებელი ძირითადი კანონი მოძველებულია. შესაბამისად,...


მსგავსი სიახლეები

up