ირაკლი ჩიქოვანი - ევროკავშირის ანგარიშში დაფიქსირებულია, რომ საქართველო, როგორც ევროკავშირის მთავარი პარტნიორი რეგიონში, წარმატებით განაგრძობს რეფორმების დღის წესრიგს

ირაკლი ჩიქოვანი - ევროკავშირის ანგარიშში დაფიქსირებულია, რომ საქართველო, როგორც ევროკავშირის მთავარი პარტნიორი რეგიონში, წარმატებით განაგრძობს რეფორმების დღის წესრიგს

access_time2020-02-07 17:57:44

„მოგეხსენებათ, დღეს ევროკავშირმა გამოაქვეყნა ყოველწლიური სამუშაო დოკუმენტი, რომელიც საქართველოს მიერ 2019 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ეხება. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ საქართველო ევროკავშირისთვის წარმოადგენს მთავარ პარტნიორს რეგიონში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ხელისუფლების ურყევი სურვილი და ნებაა, გაატაროს ყველა რეფორმა იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროპის ნაწილი და, რა თქმა უნდა, ხაზს უსვამს იმ რეფორმების ეფექტურობას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს,"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში და პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.


პრემიერის პრესსპიკერის თქმით, დოკუმენტში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების შედეგად იქნა მიღწეული მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა, რომელიც იყო პროგნოზირებულზე უფრო მეტი და ქვეყნის წინსვლა დემოკრატიის განვითარების, სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმირების და, პრაქტიკულად, ყველა სხვა სფეროში არის ხელშესახები, ეს ყველაფერი კი გამყარებულია საერთაშორისო რეიტინგების მაჩვენებლებით, მათ შორის: ბიზნესის კეთების სიმარტივის, მედია თავისუფლებისა და სხვა მიმართულებებით.



„ანგარიშში დაფიქსირებულია, რომ ევროკავშირი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დადებითად აფასებს იმ უფრო გაღრმავებულ თანამშრომლობას, რომელიც საქართველოს გააჩნია ევროკავშირთან საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის სფეროებში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო, როგორც ევროკავშირის ძირითადი პარტნიორი რეგიონში, წარმატებით განაგრძობს რეფორმების დღის წესრიგს და ჩვენ ასოცირების შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს მივყვებით, აქტიურად ვმუშაობთ მათ იმპლემენტაციაზე. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, მიმართულია საქართველოს სახელმწიფოს ევროკავშირში გაერთიანებისთვის,"- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.




მისივე განცხადებით, პროგრესის მიუხედავად, ბუნებრივია, დოკუმენტში არის გარკვეული მითითებები, რომელიც ეხება ცალკეულ საკითხებს, რაზეც საქართველოს ხელისუფლებას აქვს ხედვა, გაამახვილოს ყურადღება, დაგეგმოს კონკრეტული რეფორმები და შესაბამისად, მიაღწიოს სასურველ შედეგებს.



„ჩვენ ამ საკითხებთან მიმართებაში გვექნება ძალიან მჭიდრო კონსულტაცია ჩვენს პარტნიორებთან და, რა თქმა უნდა, გეგმებსაც ერთად განვახორციელებთ. აგრეთვე, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ სულ რამდენიმე დღეში სტრასბურგში გაიმართება ასოცირების შეთანხმების მიმდინარეობის განხილვა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია. ჩვენ ამ განხილვებთან დაკავშირებით გვაქვს პოზიტიური მოლოდინი და შესაბამისად, ამასაც ექნება მნიშვნელოვანი როლი ევროინტეგრაციის გზაზე,"- აღნიშნა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.



აგრეთვე, ირაკლი ჩიქოვანმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის სამიტის მნიშვნელობაზე, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში გაიმართება.



„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში საქართველო ემზადება ევროკავშირის სამიტისათვის, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალზე იმსჯელებს და ჩვენ გვექნება კიდევ უფრო მკაფიო ხედვა და გეგმები, როგორც ჩვენს ევროკავშირის პარტნიორ სახელმწიფოებთან, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ერთად, თუ როგორ განვაგრძოთ ინტეგრაციის გზა,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up