ირაკლი ჩიქოვანი -  გზავნილები, რომლებსაც ჩვენი დელეგაციის წევრები ამერიკის შეერთებულ შტატებში იღებენ ძალიან პოზიტიურია

ირაკლი ჩიქოვანი - გზავნილები, რომლებსაც ჩვენი დელეგაციის წევრები ამერიკის შეერთებულ შტატებში იღებენ ძალიან პოზიტიურია

access_time2020-02-07 14:10:04

წარმატებული ვიზიტი მიმდინარეობს ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში, ვაშინგტონში, პარლამენტის თავმჯდომარისა და ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან. ძალიან პოზიტიურია ის გზავნილები, რომლებსაც ჩვენი დელეგაციის წევრები იღებენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში და პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.



ირაკლი ჩიქოვანმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს პარტნიორებისა და კოლეგების მხრიდან მკაფიოდ არის დანახული ის პროგრესი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა აღწევს და სწორედ ამ პროგრესის პირობებში არის საქართველოს მიმართ ასეთი დიდი მოთხოვნა. პრემიერ-მინისტრის მრჩეველის თქმით, ყველა კარგად აცნობიერებს, რომ საქართველო არის მოწინავე ქვეყანა რეგიონში.



„ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სახელმწიფო მდივნის მოწვევით ესწრებოდა ღონისძიებას. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და საგარეო საქმეთა მინისტრს ჰქონდათ შეხვედრები, როგორც სენატორებთან, ასევე კონგრესმენებთან. ამ შეხვედრებზე, აბსოლუტურად ყველა საკითხზე, რომელიც ბოლო პერიოდში იქნა წამოჭრილი ჩვენი პარტნიორების მხრიდან მათ მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია, კონკრეტული განმარტებები, ის ხედვა და გეგმები, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას აქვს ამ ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერებისთვის და რა თქმა უნდა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩასატარებლად, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.




ირაკლი ჩიქოვანის თქმით, შეხვედრების განმავლობაში ცხადად გამოიკვეთა, რომ საქართველოსა და ამერიკას აქვს უპრეცედენტოდ მაღალი თანამშრომლობის დონე.



„ჩვენს სახელმწიფოებს შორის არსებული ურთიერთობები ასეთ მაღალ ნიშნულზე არასდროს ყოფილა. ამის ნათელი დადასტურებაა ისიც, რომ რამდენიმე თვის წინ წარმომადგენელთა პალატის მხრიდან მიღებულ იქნა ორპარტიული მხარდამჭერი აქტი საქართველოს მიმართ. ცხადია, რომ ამ მიმართულებით საქართველო გააგრძელებს მუშაობას. ჩვენ კიდევ უფრო მეტად ინტენსიური კონტაქტები გვექნება ჩვენს პარტნიორებთან და კოლეგებთან და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს საერთო ინტერესებსა და სტრატეგიულ ინტერესებს ერთობლივად მივაღწევთ, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up