ირაკლი ჩიქოვანი - Covid-19-თან ეფექტიანმა ბრძოლამ საქართველოს მისცა შესაძლებლობა, ყოფილიყო უსაფრთხო დანიშნულების სახელმწიფო ტურისტული მიზნებისთვის

ირაკლი ჩიქოვანი - Covid-19-თან ეფექტიანმა ბრძოლამ საქართველოს მისცა შესაძლებლობა, ყოფილიყო უსაფრთხო დანიშნულების სახელმწიფო ტურისტული მიზნებისთვის

access_time2020-05-18 21:10:18

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის წევრებმა მადლობა გადაუხადეს ჩვენი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს იმ სამუშაოსთვის, რომელიც მათ გაწიეს ჩვენი თანამოქალაქეების საქართველოში დაბრუნებისთვის. საქართველო წარმატებულია არა მხოლოდ Covid-19-თან ბრძოლაში, არამედ საქართველო დღეს გახლავთ გამორჩეული სახელმწიფო, რომელმაც ძალიან ბევრი საკუთარი თანამოქალაქის დაბრუნება შეძლო სამშობლოში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ჩვენმა დიპლომატებმა და საკონსულო წარმომადგენლობებმა, მსოფლიოს მასშტაბით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



ირაკლი ჩიქოვანისი თქმითვე, Covid-19-თან ეფექტიანმა ბრძოლამ და მისგან გამოწვეული რისკების მართვამ საქართველოს მისცა შესაძლებლობა, ყოფილიყო უსაფრთხო დანიშნულების სახელმწიფო ტურისტული მიზნებისთვის და ამ შესაძლებლობის გამოსაყენებლად ელჩებმა კონკრეტული ინსტრუქციები მიიღეს.




„საქართველოს მთავრობას არაერთხელ ჰქონდა გაცხადებული, რომ ის გამოწვევები, რომელიც Covid-19-მა მოიტანა, ასევე ქმნიდა შესაძლებლობებს. Covid-19-თან ეფექტიანმა ბრძოლამ და მისგან გამოწვეული რისკების მართვამ საქართველოს მისცა შესაძლებლობა, რომ ტრადიციულად ბრენდირებული თემების გარდა საქართველო ყოფილიყო ასევე უსაფრთხო დანიშნულების სახელმწიფო ტურისტული მიზნებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა და ამ შესაძლებლობების გამოსაყენებლად ჩვენმა ელჩებმა მიიღეს კონკრეტული ინსტრუქციები. Covid-19-ის პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა გამოწვევებმა ასევე მსოფლიოში დააყენა ახალი საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ბიზნესის რელოკაციასთან, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ცვლილებასთან. საქართველო უნდა იქნას შეთავაზებული ამ ბიზნესებისათვის, როგორც შესაძლო დანიშნულების ადგილი, როგორც ქვეყანა, რომელშიც ძალიან ადვილი და მარტივია ბიზნესის წარმოება და ესაა დადასტურებული სხვადასხვა რეიტინგებში, არაერთი წელია. აგრეთვე, საქართველო არის ის სახელმწიფო რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ისეთ ბაზრებთან როგორიცაა ევროკავშირი, ჩინეთი და სხვა რაც რეალურად მიმზიდველს ხდის ბევრი ბიზნესისთვის ჩვენს ქვეყანას. ჩვენს ელჩებს და დიპლომატებს მიეცათ დავალება, რომ ამ მიმართულებით იმუშაონ ადგილსამყოფელ სახელმწიფოებში,- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up