ირაკლი ჩიქოვანი - ჩვენი მთავარი მიზანი არ არის მხოლოდ Covid-19-თან ბრძოლა, არის მეორე ამოცანაც - ეკონომიკა, რომელსაც სჭირდება გახსნილი შესაძლებლობები

ირაკლი ჩიქოვანი - ჩვენი მთავარი მიზანი არ არის მხოლოდ Covid-19-თან ბრძოლა, არის მეორე ამოცანაც - ეკონომიკა, რომელსაც სჭირდება გახსნილი შესაძლებლობები

access_time2020-05-05 00:20:46

გადაწყვეტილებები, ჩვენ თავიდანვე მივიღეთ. ეს ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაიწყო, მაშინ როდესაც საქართველოში საერთოდ არ იყო დაფიქსირებული Covid-19-ის შემთხვევა, ჩვენ დავინახეთ, რომ ეს იყო საფრთხე, რომელიც საქართველოს გვერდს არ აუვლიდა. შევეცადეთ, მაქსიმალურად, შეგვეკავებინა ვირუსი, რომ მაქსიმალურად ნაკლები ადამიანი დაინფიცირებულიყო ქვეყანაში და შესაბამისად, ჯანდაცვის სისტემას ჰქონოდა უფრო მეტი შესაძლებლობა, რომ ადეკვატური სერვისი შეეთავაზებინა მათთვის, ვისაც ეს დასჭირდებოდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



ირაკლი ჩიქოვანის თქმითვე, შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი ანალიზის საფუძველზეა გაკეთებული.




„გვესმის, რომ დაწესებული შეზღუდვები არის საკმაოდ რთული და ყველას მოუწია ცხოვრების ყოველდღიური წესის შეცვლა, მაგრამ ეს შეზღუდვები არ იყო თვითმიზანი, იყო დაცვის შესაძლებლობა თითოეული ჩვენგანისთვის. სწორად გადადგმული ნაბიჯებით, რომლებიც იყო თანმიმდევრული, რომელიც თან ახლდა Covid-19-ის გამოწვევებს მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის საქართველოში, ჩვენ შევეცადეთ, რომ გაგვესწრო ამ გამოწვევებისთვის და დღეს გვაქვს შედარებით პოზიტიური შედეგი. ჩვენი მთავარი მიზანი არ არის მხოლოდ და მხოლოდ Covid-19-თან ბრძოლა, არის მეორე ამოცანაც, ეს არის ეკონომიკა, რომელსაც სჭირდება მოძრაობა და გახსნილი შესაძლებლობები და, რა თქმა უნდა, საქართველო აუცილებლად დაუბრუნდება იმ პოზიტიური და დადებითი დინამიკის ტრაექტორიას, რომელიც აქამდე ჰქონდა. შემსუბუქებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი ანალიზის საფუძველზეა გაკეთებული, მაგრამ ნურავის შეექმნება წარმოდგენა, რომ ბიზნესსექტორები, რომლებიც დღეს საქართველოში ოპერირებენ, ჩვეული რეჟიმით განაგრძობენ საქმიანობას, როგორც აქამდე იყო. ყოველ კონკრეტულ მიმართულებაზე ჯანდაცვისა და შესაბამის დარგობრივ სამინისტროებს შემუშავებული აქვს კონკრეტული რეკომენდაციები, რომელთა დაცვაც აუცილებელია, ესაა ახალი რეალობა, ახალი ნორმალური ვითარება,“- აღნიშნა პრემიერის მრჩეველმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up