ირაკლი ჩიქოვანი - ჩვენ ვახორციელებთ რეფორმებს, უსაფრთხოების, დემოკრატიის, ეკონომიკის სექტორში, რაც მიმართულია იმისკენ, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი

ირაკლი ჩიქოვანი - ჩვენ ვახორციელებთ რეფორმებს, უსაფრთხოების, დემოკრატიის, ეკონომიკის სექტორში, რაც მიმართულია იმისკენ, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი

access_time2020-02-25 15:17:18

პრემიერ-მინისტრის გზავნილები ნათელია - საქართველო არის სახელმწიფო, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობის რეალური ისტორია აქვს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა, „ვაშინგტონ თაიმსში" გიორგი გახარიას სტატიის კომენტირებისას განაცხადა.
ირაკლი ჩიქოვანმა ყურადღება გაამახვილა ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, როგორც ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტზე. მისი თქმით, ეს მთავრობის ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია.


„ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ შავ ზღვაზე უსაფრთხოება, ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. რა თქმა უნდა, საქართველო ამ კონტექსტში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ყველას კარგად ესმის, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში საქართველოს განსაკუთრებული როლი ენიჭება. ხაზგასასმელია დღესდღეობით საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობის უმაღლესი დონე. წვრთნები, რომლებიც ტარდება საქართველოში, ჩვენი ქვეყნის თანამონაწილეობა ნატოს ეგიდით მიმდინარე პროცესებში და პირიქით, ცხადყოფს, რომ ქვეყანა ყოველდღიურად უახლოვდება იმ მნიშვნელოვან მიზანს, რომელიც ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანებას გულისხმობს. უსაფრთხოების გამოწვევები მწვავდება და შავი ზღვისპირეთის, ხმელთაშუა ზღვისპირეთის რეგიონში, მნიშვნელოვანია, ყველამ კარგად და ნათლად დაინახოს, რომ საქართველო, საკუთარ პარტნიორებთან, მოკავშირეებთან ერთად, ერთ აზრზეა, მათ აქვთ ერთიანი ვექტორი და ერთიანი ხედვა იმისა, თუ როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი უსაფრთხოება თითოეული მოქალაქისა და რა თქმა უნდა, ნატოს წევრი სახელმწიფოებისთვის", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.


პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ამბობს, რომ საქართველომ წლების განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და რეფორმების პროცესი გრძელდება.


„ჩვენ კიდევ ვხედავთ იმ შესაძლებლობებს, რომლებიც შეიძლება უფრო მეტად გამოვიყენოთ და ველოდებით პოლიტიკურ შესაძლებლობას იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ალიანსის წევრი. ალიანსმა არაერთხელ დააფიქსირა, რომ საქართველოს მიმართ ბუქარესტის სამიტზე გაჟღერებული პოზიცია, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, ეს არის ის პოსტულატი, რომელზეც ალიანსი დგას და ამ პოლიტიკას გააგრძელებს. ჩვენ ველოდებით შესაბამის დროს ამისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.



ირაკლი ჩიქოვანის თქმით, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ყველას კარგად ესმის საქართველოს როლის მნიშვნელობა, ვინაიდან, შავი ზღვისპირეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტრატეგიული ინტერესის საგანია.


„ჩვენი პოლიტიკა ნათელია. ჩვენ ვახორციელებთ რეფორმებს, უსაფრთხოების, დემოკრატიის, ეკონომიკის სექტორში. ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ საბოლოო ჯამში, საქართველო გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up