“საპენსიო რეფორმის ამოქმედების შემდგომ შესაძლოა ბიზნესებმა კადრების ოპტიმიზაცია მოახდინონ“

“საპენსიო რეფორმის ამოქმედების შემდგომ შესაძლოა ბიზნესებმა კადრების ოპტიმიზაცია მოახდინონ“

access_time2018-12-18 13:30:00

„საპენსიო რეფორმის ამოქმედების შემდგომ შესაძლოა ბიზნესებმა კადრების ოპტიმიზაცია მოახდინონ,“  ამის შესახებ „კომერსანტს“ ბიზნესმენმა, „ნიკორას“ დამფუძნებელმა ირაკლი ბოქოლიშვილმა განუცხადა.

 

თუმცა, როგორც ბოქოლიშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ რეფორმის მიხედვით „ნიკორას“ წელიწადში დამატებით მილიონი ლარის გასავალი ექნება, ის კადრების დათხოვნას არ აპირებს, რადგან საპენსიო რეფორმის მნიშვნელობა გააზრებული აქვს.

 

 „ნიკორას“ შემთხვევაში 5 600 თანამშრომელი გვყავს არ ვთვლი, რომ ეს ზედმეტია პირიქით, ვთვლი, რომ ნაკლებობაა. მე კადრების ოპტიმიზაციას არ ვგეგმავ. თუ ჩვენ გვინდ, რომ ქვეყანა წინ წავიდეს გარკვეული სახის ნაბიჯები უნდა გადაიდგას და ბიზნესმა ამაში მონაწილეობა უნდ ამიიღოს. ბიზნესმა უნდა იცოდეს, რომ ამ გადაწყვეტილებით ქვეყანა განვითარდება,“ - განაცხადა ბოქოლიშვილმა.


„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ასლანიშვილი კი იმედოვნებს, რომ დეკემბერი საპენსიო რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული. მისი განმარტებით, საპენსიო რეფორმის რეალიზაციის ნაწილში ხელისუფლების მხრიდან არასაკმარისი კომუნიკაცია არსებობდა.



სწორედ ამიტომ საპენსიო სისტემის რეფორმის მიმართ გაჩნდა საკმაოდ არასაკმარისი მაჩვენებლები და კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ ადმინისტრირების კუთხით ეს სისტემა რამდენად იმუშავებდა.


ცნობისთვის, დაგროვებითი საპენსიო რეფორმის ამოქმედება 2019 წლის 1-ელი იანვრიდან იგეგმება და ყოველთვიურად დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე მისი დაუბეგრავი ხელფასის 2% მიემართება. ორ-ორი პროცენტის შენატანს კი დამსაქმებელი და სახელმწიფო განახორციელებს. სქემაში მონაწილეობა 40 წლამდე დასაქმებული პირებისათვის სავალდებულოა, ხოლო 40 წლის ზემოთ ნებაყოფლობითი, ასევე ჩართულობა ნებაყოფლობითია თვითდასაქმებულებისათვის.


ბიუჯეტის პროექტში სააგენტოს საშტატო ნუსხა, 50 ადამიანითაა განსაზღვრული.


შეგახსენებთ, სსიპ საპენსიო სააგენტო დაგროვებითი საპენსიო სისტემის რეფორმის ფარგლებში, სსიპ რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და მის დირექტორად სექტემბერში ლევან სურგულაძე დაინიშნა.საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭომ ლევან სურგულაძე სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე კანონის თანახმად, კონკურსის წესით შეარჩია.


 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე






დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-07 21:30:29
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ტამანის პორტი საქართველოს კონკურენტი ვერ გახდება - ბათუ ქუთელია „ამ ხელისუფლების პირობებში ანაკლიის პორტი არ აშენდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არის გეოპოლიტიკური პროექტი.როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის რუსული გეოპოლიტიკური ინტერესები უფრო ანგარიშგასაწევია...

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია
access_time2020-07-07 16:00:47
„ღიად და პირდაპირ,  „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიიღო პირველი სანქცია, რომელიც თავისი მასშტაბით არ არის დიდი, მაგრამ მნიშვნელობით არის კატასტროფული, — ასე აფასებს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ბათუ ქუთელია აშშ-ს კონგრესის კანონპროექტს საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარების 15 პროცენტის გაყინვის შესახებ.  ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა,...

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა
access_time2020-07-06 16:00:47
მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტის დასრულება ხიდისთავი-ატენი-ბოშურის 10 კმ-იან მონაკვეთზე ისევ გადაიდო. ამჯერად მისი განმახორციელებელი უწყება ვარაუდობს, რომ პროექტი, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა უცხოურმა კომპანიამ 2016 წელს დაიწყო შემოდგომამდე დასრულდება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის კი სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიას ჯარიმა დაეკისრა. ეს გადაწყვეტილება დამკვეთმა უწყებამ 2019 წლის 31 ოქტომბრის შემდეგ...

Handelsblatt: უკრაინას გაკოტრება ემუქრება

Handelsblatt: უკრაინას გაკოტრება ემუქრება
access_time2020-07-07 20:00:58
უკრაინის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იაკოვ სმოლი მოულოდნელად გადადგა. ეს იმ დროს მოხვდა, როდესაც მთავრობამ 1, 7 მლრდ. დოლარის სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვება დაიწყო.უკრაინა, როგორც სახელმწიფო, ისევ გაკოტრების წინაშე დგას.მხოლოდ 2020 წელს კიევმა 17 მლრდ. დოლარის ოდენობის საგარეო დავალიანება ან უნდა დაფაროს, ან მისი რესტრუქტურიზება მოახერხოს.ამ მიზნით გამოშვებული ობლიგაციების გაყიდვა ლონდონის საფონდო ბირჟაზე იგეგმებოდა. თუმცა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის...

ტურისტების გარეშე Hilton-ის გახსნას აზრი არ აქვს - ლაშა პაპაშვილი

ტურისტების გარეშე Hilton-ის გახსნას აზრი არ აქვს - ლაშა პაპაშვილი
access_time2020-07-07 13:30:27
თბილისში Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნა კიდევ ერთხელ გადაიდო. პროექტი ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის კომპანია „რედიქსს“ ეკუთვნის. ამის შესახებ ბიზნესმენმა „კომერსანტს“ თავად განუცხადა. მისი განმატებით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნამ ტურისტების არარსებობის გამო, კიდევ ერთხელ გადაიწია. „Hilton-ის გახსნა გადადებულია. ფანჯარაში ვიხედებით, როდესაც მსოფლიოში კარგი სიტუაცია იქნება ანუ როცა ტურისტები შემოსვლას დაიწყებენ,...


მსგავსი სიახლეები

up