ირაკლი ბერაია: საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარება არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში

ირაკლი ბერაია: საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარება არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში

access_time2020-10-26 18:34:59

„საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარება არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ეფექტიანი შეკავების და თავდაცვის უზრუნველსაყოფად. ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება და ნატოსთან თავსებადობის გაზრდა. ჩვენ ამას განვახორციელებთ თავდაცვითი შესაძლებლობების უზრუნველყოფით, ნატოსთან თავსებადი შეიარაღებით და აღჭურვილობით. სამხედრო წვრთნებით და სწავლებებით, ინსტიტუციური განვითარებით, საერთაშორისო სწავლებების გაღრმავებით და რასაკვირველია, ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული პირობების უზრუნველყოფით“,-ამის შესახებ ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე განაცხადა. ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.



ირაკლი ბერაიამ თავის გამოსვლაში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში „ქართული ოცნების" პრიორიტეტებზე თავდაცვის სფეროს მიმართულებით დეტალურად ისაუბრა. მისი განცხადებით, არსებული გამოწვევების საპასუხოდ სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია ბრძოლისუნარიანი, თვითმყოფადი, ნატოსთან თავსებადი თავდაცვის ძალების არსებობა, რომლებიც შეძლებენ ერთის მხრივ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას და მეორე მხრივ საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებას.



„საქართველოს თავდაცვის პოლიტიკა ეფუძნება არაკონფრონტაციულობას და რა თქმა უნდა დემოკრატიული კონტროლის ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის პრინციპებს. საქართველოს ჭირდება ეკონომიკური და დიპლომატიური შეკავების კომპონენტებთან თანაფარდი თავდაცვითი შესაძლებლობები, რომლებიც მძლავრი შეკავების კომპონენტის შექმნით უზრუნველყოფს პოტენციური აგრესიის შეკავებას, ომის პრევენციას და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას. საქართველოს, როგორც ნატოს ასპირანტი სახელმწიფოს გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის თავდაცვის ორგანიზება შესაბამისობაშია ალიანსის განახლებული შეკავების და თავდაცვის პრიორიტეტებთან და საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევების საპასუხოდ, ეფუძნება ტოტალური თავდაცვის პრინციპს.



ჩვენ გავაგრძელებთ ტოტალური თავდაცვის მიდგომის ინტენსიურ დანერგვას, რაც ნიშნავს თავდაცვის ეფექტიან უზრუნველყოფას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სრული ეროვნული ძალისხმევით როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო რესურსების მობილიზებით.




ტოტალური თავდაცვის ეფექტიანი იმპლემენტაციის ფარგლებით, ჩვენ თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის ფარგლებში, თავდაცვის ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში განვამტკიცებთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვის გრძელვადიანი დაგეგმვის საფუძვლებს და მშვიდობიან პერიოდში უზრუნველვყოფთ იმ მექანიზმების შექმნას, რომელიც აგრესიის შემთხვევაში შესაძლებელს გახდის მთელი ეროვნული ძალისხმევის სწრაფ და ეფექტიან მობილიზებას.



თავდაცვითი შესაძლებლობების და საბრძოლო მზადყოფნის გაუმჯობესების მიზნით ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელებას ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, რაც ამაღლებს ჩვენი დანაყოფების საბრძოლო მზადყოფნას და ასევე უზრუნველყოფს აღჭურვის, წვრთნის, დაკომპლექტების და შენარჩუნების მდგრადი ინსტიტუციური განვითარების შექმნას“,-განაცხადა ირაკლი ბერაიამ.



ირაკლი ბერაიამ მადლობა გადაუხადა ჯარისკაცებს და ოფიცრებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ასევე განსაკუთრებით აღნიშნა ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლებში და საერთაშორისო მისიებში დაღუპული გმირების ღვაწლი.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up