ირაკლი ასლანიშვილი BAG-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ტოვებს

ირაკლი ასლანიშვილი BAG-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ტოვებს

access_time2019-05-13 22:00:18

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ასლანიშვილი თანამდებობას ტოვებს. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ასლანიშვილმა საკუთარ facebook-ზე დაწერა.

 

კომერსანტი ირაკლი ასლანიშვილის facebook პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

 

უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში მე ვიკავებდი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას და ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივი იყო ამ ორგანიზაციაში საქმიანობა, რაც დაკავშირებული იყო ჩვენს ქვეყანაში უკეთესი ბიზნეს გარემოს ხელშეწყობასთან და მის განვითარებასთან.

 

განვლილი ექვსი წლის მანძილზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა და დღეს აერთიანებს 72 კომპანიას, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა დარგის ლიდერი, წარმატებული კომპანიაა.

 


ხაზგასასმელია თუ რაოდენ გაიზარდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ცნობადობა, როგორც ხელისუფლების თითოეულ შტოში, პარტნიორებში, ასევე, მედიასაშუალებებში და ბიზნეს საზოგადოებაში.

 

ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი გუნდი ყოველთვის იყო პირველი მათ შორის, ვისი ხელშეწყობითაც მოხერხდა არაერთი წარმატებული რეფორმის განხორციელება და ყოველთვის იყო პირველი, ვინც ეწინააღმდეგებოდა ბიზნესგარემოს დამაზიანებელ ამა თუ იმ ინიციატივას.

 

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ყოფილ პრეზიდენტს გიგა ჭირაქაძეს, რომლის უშუალო ჩართულობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ყველა იმ წარმატებაზე საუბარი, რომელსაც ასოციაციამ ბოლო ამ 10 წელში მიაღწია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გიგას უშუალო ძალისხმევისა და შემართების გარეშე ჩვენი ორგანიზაცია ვერ შედგებოდა და ვერ დაიმკვიდრებდა ლიდერი ბიზნეს ასოციაციის იმიჯს!

 

ჩემთვის უაღრესად საინტერესო იყო ჩემს უმაგრეს გუნდთან ერთად გატარებული წლები და ამ პერიოდში გადაწყვეტილი არაერთი მნიშვნელოვანი საკითხები და ინიციატივები.

 

რაც შეეხება ჩემს ძირითად სათქმელს, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთე და ახლა დროა ახალ, განსხვავებულ სფეროში გავაგრძელო საქმიანობა და მინდა გაცნობოთ რომ მიმდინარე წლის 20 მაისიდან ვტოვებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას.

 

მე ყოველთვის ვიქნები საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გულშემატკივარი და ჩემს წვლილს შევიტან მის შემდგომ წარმატებებში,- წერს ირაკლი ასლანიშვილი საკუთარ facebook-ზე.






LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება
access_time2021-04-10 20:00:49
ბოლო 5 წლის მანძილზე ქვეყნებს შორის საზღვრების გახსნილობამ 3 მძიმე დარტყმა მიიღო - ტერორიზმი, მიგრანტები და პანდემია.ამ სამმაგმა შოკმა ის მოიტანა, რომ განვითარებული ქვეყნების მრავალწლიანი მცდელობები საზღვრები ფაქტიურად წაეშალათ, აშკარად ჩავარდა - ფაქტი კი ისაა, რომ საზღვრები არსად არ გამქრალა, და მათ კონტროლი სჭირდებათ.ცივი ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ, ჩვენ მორიგი ციკლის დასასრულის მოწმეები ვართ -...

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი
access_time2021-04-10 18:05:44
ევროკავშირის ლიდერთა სოლიდარობა და ერთიანობა პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე დიდი გამოცდის წინაშე დგას, რაც ნათლად ადასტურებს, რამდენად სუსტი და არამყარია ეს გაერთიანება.თანაც კორონავირუსი ერთადერთი მიზეზი არაა, რომლის გამოც ევროკავშირის ერთიანობა კითხვის ქვეშ დგას. ევროპის ქვეყნების ლიდერები შესაძლოა ერთმანეთს შეეჯახონ რამდენიმე საკითხის გამო, რომელმაც მათ შორის უთანხმოება უკვე წარმოქმნა.საკვანძო პრობლემებია - კონსენსუსის არარსებობა...

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება
access_time2021-04-09 20:11:02
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს, 4-11 მაისი კი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე...

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate
access_time2021-04-09 20:30:09
      2021 წლის მარტში ჩინეთის ხელმძღვანელობამ ქვეყნის განვითარების 14-წლიანი გეგმა ოფიციალურად დაამტკიცა, რომლის ძირითადი არსია შიდა მოხმარების სტიმულირება და ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის მიღწევა.თუმცა, ამ დოკუმენტზე ჯერ მელანი არ გამშრალა და პეკინი თავისივე სტრატეგიას თავად არღვევს იმით, რომ მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობებს იფუჭებს.კერძოდ, ჩინეთი რამდენიმე ბრიტანელი და კანადელი პოლიტიკოსის, ასევე...

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა
access_time2021-04-09 19:00:28
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ როგორც მინიმუმ სანქციების 2 პაკეტი - „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს და მისი ოპერატორი-კომპანიის გენერალური დირექტორის მატიას ვარინგის წინააღმდეგ - დაამტკიცა - იტყობინება საიტი Politico.თუმცა, ეს შეზღუდვები ჯერ ძალაში არ შესულა და ამ დროისთვის თეთრი სახლი კონსულტაციებს აწარმოებს ახალი სპეცწარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე - სწორედ მას მოუწევს რუსული გაზსადენის წინაამღდეგ საერთაშორისო ძალისხმევის...


მსგავსი სიახლეები

up