IQOS-მა მსოფლიოში ყველაზე მკაცრი სერტიფიცირება გაიარა და აშშ-ში გასაყიდად ჩაიშვა

IQOS-მა მსოფლიოში ყველაზე მკაცრი სერტიფიცირება გაიარა და აშშ-ში გასაყიდად ჩაიშვა

access_time2019-10-22 15:30:49

IQOS გახდა პირველი თამბაქოს გახურების სისტემა , რომელიც აშშ-ს ტერიტორიაზე იყიდება.ამა წლის ოქტომბერში IQOS-ის გაყიდვებმა ოფიციალური სტარტი აიღო აშშ-ში. ბრენდის პირველი მაღაზია ატლანტაში გაიხსნა, ხოლო 500-მდე საცალო მოვაჭრემ საკუთარ მაღაზიებში დაიწყო IQOS-ისა და მისი ‘’სტიკების’’ გაყიდვა.


IQOS გახდა გახურებადი თამბაქოს  პირველი სისტემა, რომელიც აშშ-ს ტერიტორიაზე იყიდება. ამ მომენტამდე მწეველებისთვის ელექტრონული მოწყობილობების ბაზარი ვეიპებითა და ელექტრო სიგარეტებით შემოიფარგლებოდა. ამასთან ბაზრის 75% JUUL-ს უკავია.


IQOS - ეს არის თამბაქოს გახურებადი სისტემა, სიგარეტის  ნაკლებად მავნე და მეტად „სუფთა“ ალტერნატივა. თამბაქოს წვის ნაცვლად, როგორც ეს სიგარეტის შემთხვევაში ხდება, IQOS ხურდება 360 გრადუსამდე. ამის წყალობით მისი მოხმარებისას არ წარმოიქმნება ფერფლი, კვამლი და შესაბამისად პასიური მოწევა. შესაბამის  ინფორმაციაზე დაყრდნობით, IQOS-ის აეროზოლი შეიცავს 95%-ით ნაკლებ მავნე ნივთიერებებს, ვიდრე სიგარეტის კვამლი.


IQOS იყიდება მსოფლიოს 51 ქვეყანაში, მათ შორის ხარისხის მაღალი სტანდარტების მქონე ქვეყნებში: გერმანია, იაპონია შვეიცარია, ავსტრია, კანადა.

 

როგორ ხორცილედება პროდუქტის ხარისხზე მსოფლიოში ყველაზე მკაცრი კონტროლი?


ხარისხის სტანდარტების სფეროში ყველაზე პრინციპულ და ზედმიწევნით შემმოწმებელ ორგანოდ მიჩნეულია ამერიკული „FDA“ (Food and Drug Administration). ეს სახელმწიფო ინსტანცია პასუხისმგებელია საკვების, მედიკამენტების, თამბაქოს ნაწარმის, ვეტერინარული საქონლისა და ცხოველების საკვების ხარისხის კონტროლზე. FDA-ს გავლენა იმდენად დიდია, რომ მის რეკომენდაციებს სხვადახვა ქვეყნების მთავრობები ეყრდნობიან.


ჩამოთვლილი კატეგორიების პროდუქტების ყველა მწარმოებელი ერთნაირ პროცედურებს გადის: აკეთეთებს განაცხადს, რომელსაც განიხილავს FDA-ს უფლებამოსილი კომიტეტი. განაცხადის განხილვის დრო შეზღუდული არ არის და დამოკიდებულია პროდუქტის სიახლესა და სირთულეზე. მწარმოებელ ქვეყანას არ აქვს მნიშვნელობა - ყველას მიმართ ერთნაირად მკაცრი ნორმები მოქმედებს, ნაციონალურ კომპანიებს უპირატესობა არ ენიჭებათ.


FDA საკუთარი შეხედულებისამებრ მწარმოებლებისგან გამოითხოვს დანაკლის ინფორმაციას, იღებს კონსულტაციებს დამოუკიდებელი ექსპერტებისგან ან ატარებს საკუთარ კვლევას. მხოლოდ მას შემდეგ რაც დარწმუნდება პროდუქტის უსაფრთხოებასა და  ხარისხში,  FDA იღებს გადაწყვეტილებას გაყიდვებთან წვდომაზე.


არასრულწლოვნებში პოპულარულობისა და ვეიპების მოხმარებისაგან გამოწვეული დაავადებების გამო „JUUL“-ის  გარშემო მომხდარი სკანდალის შემდეგ, აშშ-ში რამოდენიმეჯერ გამკაცრდა ხარისხის შეფასებისა და მწეველების მიერ მოხმარებადი პროდუქტის ბაზარზე დაშვების პროცედურები.

 


ახლა FDA აფასებს შემდეგს:

- შემადგენლობა (როცა საუბარია სიგარეტზე, სტიკებზე, ელექტრონული სიგარეტის სითხეებზე)

- კონსტრუქცია

- უსაფრთხოება და ჯანმრთელობისთვის შესაძლო რისკები

- არასრულწლოვანთათვის მიმზიდველობა 

- არამწეველებისათვის მიმზიდველობა

 

გაიარა თუ არა შემოწმება IQOS-მა?

IQOS-ის განაცხადს FDA-ში 2 წლის განმავლობაში განიხილავდნენ. ამ დროის მანძილზე FDA-ს თამბაქოს ნაწარმის კომიტეტმა რამდენჯერმე აწარმოა საკუთარი კვლევები, ასევე Philip Morris International-დან გამოითხოვა დამატებითი მონაცემები.

2019 წლის 30 აპრილს FDA-მ ოფიციალური განცხადება გააკეთა: ‘’FDA permits sale of IQOS tobacco heating system” (ანუ, FDA გახურებადი თამბაქოს სისტემის - IQOS გაყიდვაზე ნებართვას გასცემს). FDA-ს პრეს-რელიზი აშშ-ს ტერიტორიაზე IQOS-ის გაყიდვაზე ნებართვის გაცემის შესახებ  გამოქვეყნებულია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ გვერდზე.

 

FDA-მ ჩაატარა რიგი კვლევები საკუთარ ლაბორატორიებში დაინტერესებულ მხარეთა ზემოქმედების ზონის მიღმა. კვლევები ეხებოდა ჯანმთელობისთვის ყველაზე საშიშ და პოტენციურად საშიშ ნივთიერებებს: მხუთავ აირს, კანცეროგენებს, ფორმალდეჰიდს, აკროლეინსა და ნიკოტინს. ექსპერტები ასევე იკვლევდნენ იმას, წარმოადგენს თუ არა IQOS სიგარეტის სრულყოფილ შემცვლელს თუ უბრალოდ ზრდის მოხმარებას და მწეველებს უბიძგებს როგორც სიგარეტის, ასევე სტიკების შეძენისკენ.

კვლევების შედეგების მიხედვით, FDA-ს კომიტეტმა შემდეგი დასკვნები გამოიტანა:

  1. მხუთავი აირი (СО): IQOS-ის აეროზოლში არაა უფრო მეტი, ვიდრე ატმოსფერულ ჰაერში

IQOS-ის აეროზოლში მხუთავი აირის კონცენტრაცია ანალოგიურია ატმოსფეროში CO-ს კონცენტრაციისა.  IQOS-ის მომხმარებლები მხუთავი აირის იმავე რაოდენობას ჩაისუნთქავენ, რასაც არამწეველები ჰაერთან ერთად.

 

2. ფორმალდეჰიდი, ბენზოპირენი, აკროლეინი: 77-90%-ით უფრო ნაკლებია, ვიდრე სიგარეტში

ბოლო პერიოდამდე, ერთადერთი კვლევა (თუ არ ჩავთვლით PMI-ს საკუთარ კვლევებს), რომელიც IQOS-ის აეროზოლში ფორმალდეჰიდის შემცველობას ეხებოდა, იყო კალიფორნიის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევა. მკვლევარები აცხადებდნენ, რომ გახურებისას IQOS-ის სტიკებში არსებული ფილტრი გამოყოფს მავნე ნივთიერებას - ფორმალდეჰიდს. FDA-მ ჩაატარა საკუთარი ლაბორატორიული კვლევები და განსაზღვრა, რომ IQOS-ის აეროზოლი შეიცავს   ფორმალდეჰიდს, მაგრამ მისი კონცენტრაცია გაცილებით დაბალია, ვიდრე სიგარეტის კვამლში. ფორმალდეჰიდის არსებობა განპირობებულია თამბაქოს ხასიათით და არაა დაკავშირებული ფილტრთან. FDA -მ სტიკებში არსებული ბიოპოლიმერული ფილტრი უსაფრთხოდ მიიჩნია და გასცა ნებართვა აშშ-ში მის გამოყენებაზე.

მთლიანობაში, IQOS -ის აეროზოლში აკროლეინის, ფორმალდეჰიდისა და ბენზოპირენის დონეები 77-90%-ით ნაკლებია, ვიდრე სიგარეტის კვამლში.

FDA-მ კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევა მიიჩნია ბათილად და არაკეთილსინდისიერად.


3. კანცეროგენები: ნაკლებია, ვიდრე ძეხვსა და პოპკორნში


IQOS-ის აეროზოლი შეიძლება შეიცავდეს 4-მდე კანცეროგენულ ნივთიერებას, მაგრამ მათი კონცენტრაცია იმდენად დაბალია სიგარეტის კვამლთან შედარებით, რომ FDA-ს მათი ზემოქმედება უმნიშვნელოდ მიაჩნია. კანცეროგენული ნივთიერებების იგივე კონცენტრაციებს შეიცავს გავრცელებული კვების პროდუქტები - სოკო, კონსერვირებული ბოსტნეული, პოპკორნი, ჩიფსი. ზოგიერთ პროდუქტში (მაგალითად, ძეხვი, დაბეგვილი და შებოლილი ხორცი) პოტენციურად საშიში კანცეროგენული ნივთიერებების შემცველობა უფრო მაღალია, ვიდრე IQOS-ის აეროზოლში.


4. ნიკოტინი: სიგარეტის დონეზე

IQOS-ის მოხმარებისას ხდება იგივე რაოდენობის ნიკოტინის შთანთქმა, როგორც სიგარეტის მოწევისას, ე.ი. IQOS-ის გამოყენება იწვევს ნიკოტინზე დამოკიდებულებას იგივე დონეზე, როგორც სიგარეტი. მაგრამ, მეორეს მხრივ, ეს IQOS-ს აქცევს სიგარეტის თანაბარმნიშვნელოვან და ამავე დროს ნაკლებად მავნე შემცვლელად.

5. სხვა მავნე ნივთიერებები: 54-99%-ით ნაკლებია, ვიდრე სიგარეტში

მკვლევარებმა შეაფასეს IQOS-ის აეროზოლის შემადგენლობაში შემავალი 55 მავნე და პოტენციურად მავნე ნივთიერების კონცენტრაცია და გამოავლინეს, რომ მათი კონცენტრაცია, IQOS-ის აეროზოლში  ნივთიერების მიხედვით, 54-99%-ით უფრო დაბალია, ვიდრე სიგარეტის კვამლში. 


ხუთი ძირითადი დასკვნა:

  • IQOS-მა მსოფლიოში უმკაცრესი სერტიფიკაცია გაიარა FDA-ს მიერ, რის შემდეგაც ბრენდის გაყიდვები აშშ-ში დაიწყო.
  • FDA-ს მიერ ჩატარებული დამოუკიდებელი კვლევებით დადგინდა, რომ IQOS -ის აეროზოლი გაცილებით ნაკლებ (99.9%-მდე) მავნე ნივთიერებას შეიცავს, ვიდრე სიგარეტის კვამლი. ეს ეხება 50-ზე მეტ სხვადასხვა ქიმიურ შენაერთს, რომელიც მოიცავს მხუთავ აირს, კანცეროგენებს, აკროლეინს, ფორმალდეჰიდს, ბენზოპირენს.
  • IQOS-ის სტიკები შეიცავს იმავე რაოდენობის ნიკოტინს, რასაც სიგარეტი. ამიტომაც IQOS  არ წარმოადგენს მოწევისთვის თავის დანებების მეთოდს, ხოლო მისი გამოყენება იწვევს ნიკოტინზე დამოკიდებულებას.
  • ვინაიდან IQOS იყენებს ბუნებრივ თამბაქოს  და არა არომატიზირებულ სითხეს, ამერიკელი მედიკოსები არ აკავშირებენ მის გამოყენებას ვეიპერების დაავადებასთან. გარდა ამისა, აშშ-ში მის გამოჩენას მიესალმებიან, როგორც „ვეიპების“, ელექტრონული სიგარეტისა და Juul-ის ყველაზე უსაფრთხო ალტერნატივას.
  • მართალია, IQOS-ის გამოყენება გაცილებით ნაკლებად მავნეა, ვიდრე მოწევა, ის არ გამორიცხავს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ყველა რისკს. IQOS -ის აეროზოლი შეიცავს ნიკოტინს და მასში შეიძლება არსებობდეს მავნე ნივთიერებები, თუნდაც გაცილებით ნაკლები კონცენტრაციებით. ასე რომ, სრულიად უსაფრთხოა - არ მოწიოთ და არ გამოიყენოთ სიგარეტის ნებისმიერი შემცვლელი.

 

 



თეგები:
IQOS



27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2020-11-27 18:15:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3164 ლარი გახდა....

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-27 21:00:33
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„მარტში რესტორნების სასაფლაოს მივიღებთ, მათი 90% ვეღარ გაიხსნება“ - რესტორატორთა ასოციაცია მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გატანის სერვისზე გადადიან. „რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელი კოტე გაბრიჩიძე „კომერსანტთან“...

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ
access_time2020-11-27 16:15:35
თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელების განცხადებით, მთავრობის მიერ გამოცხადებულმა ე.წ. ლოკდაუნმა ისინი მწარე რეალობის წინაშე დააყენა, ყოველი დაკეტილი დღე 6 ცენტრისთვის 10 მილიონი ზარალია. თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები პრემიერმინისტრსა და ანტიკრიზისულ საბჭოს მიმართავენ. ეს სავაჭრო ცენტრებია: გალერეა თბილისი;თბილისი მოლი;ისთ ფოინთი;თბილისი ცენტრალი;ქარვასლა;სითი...

„ფინანსთა სამინისტროს აქილევსის ქუსლია დავების საბჭო, ის როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტი არ არსებობს“ - პაატა შურღაია

„ფინანსთა სამინისტროს აქილევსის ქუსლია დავების საბჭო, ის როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტი არ არსებობს“ - პაატა შურღაია
access_time2020-11-27 18:00:38
ცვლილებები საქართველოს საგასახადო კოდექსში - რას მოიცავს დღგ-ს რეფორმა და რამდენად გამარტივდება პროცედურები. რადიო კომერსანტის გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ „გრანთ თორნთონის“ პარტნიორი პაატა შურღაია საუბრობს. „კარგი და მნიშვნელოვანი სიახლეა, ორი წელია უკვე გვესმის დღგ-ს ავტომატურად დაბრუნების რეჟიმის შესახებ. წინა ნაწილში საუბარი იყო ნაწილობრივი დაბრუნების შესახებ, ახლა კი სრულ დაბრუნებაზეა საუბარი. წესით მთლიანად დეფინიცია - დამატებითი...

ლევან დავითაშვილი - პურზე ფასი არ გაიზრდება

ლევან დავითაშვილი - პურზე ფასი არ გაიზრდება
access_time2020-11-27 14:45:22
საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირების შესახებ იმგვარად, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის ფასები, რომელიც პურის გაძვირებას თავიდან აგვაცილებს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის განმარტებით, პროგრამა მომავალი კვირიდან ამოქმედდება და 4 თვის განმავლობაში, 31...


მსგავსი სიახლეები

up